მეტაბოლიზმის გაუმჯობესების უმარტივესი გზა აღმოაჩინეს
ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში მხოლოდ ნახევარი საათით ჯდომის დროის შემცირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, გამოიყენოს ცხიმები და ნახშირწყლები ენერგიისთვის. Scandinavian Journal ofMedicine & Science in Sports-ში (SJMSS).
-
გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი აქტივობაც კი, როგორიცაა ხანმოკლე სეირნობა ან ფეხზე დგომისას სატელეფონო ზარის განხორციელება, ხელს უწყობს ე.წ. მეტაბოლური მოქნილობის აღდგენას - ორგანიზმის უნარს, გადაერთოს ენერგიის წყაროებს შორის.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 64 მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანი, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გაზრდილი რისკი ჰქონდათ. ექვსი თვის შემდეგ, მათ, ვინც ჯდომის დრო, სულ მცირე, 30 წუთით შეამცირეს, აჩვენეს გაუმჯობესებული მეტაბოლური ცვლის სიჩქარე და ცხიმის წვის უნარი მსუბუქი ფიზიკური აქტივობის დროს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ დადებითი ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე ჭარბწონიანთა შორის. ჯდომის დროის მინიმალური შემცირებაც კი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი დიაბეტისა და გულის დაავადებების პრევენციისკენ.
ადრე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღის განმავლობაში სკამიდან ხშირი ადგომა დადებითად მოქმედებს პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების გულის ჯანმრთელობაზე.
მეტაბოლიზმი – როგორ იცვლებიან ნივთიერებანი ორგანიზმში
მეტაბოლიზმი – რამდენს იტევს ეს ტერმინი, იმედსა და განხიბვლას, დაუსრულებელ მცდელობებს მის აჩქარებაზე,
მილიონობით ადამიანის ოცნება და რწმენა, თუ მეტაბოლიზმს აჩქარებას აიძულებენ, მათი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა მოგვარდება, განსაკუთრებით კი მათი, ვისთვისაც ჭარბი წონის მოცილება დაუძლეველ პრობლემად ქცეულა.
მაინც რა არის მეტაბოლიზმი?
ცოცხალ ორგანიზმში არაფერი ხდება მეტაბოლიზმის საზღვრებს გარეთ, რამდენადაც ნებისმიერ ფიზიოლოგიურ პროცესს საფუძვლად მეტაბოლიზმი უდევს, იგი ყველა ფიზიკური და ქიმიური გარდაქმნის ერთობლიობაა.
მეტაბოლიზმისას ორგანიზმში მოხვედრილი ნივთიერებები ქიმიურ ცვლილებებს განიცდიან და ჩვენთვის ადვილად მისაღებ, ასათვისებელ და დამახასიათებელ სახეს იღებენ. მათ ჩვენი ორგანოები ითვისებენ, შემდგომ, იმავე მეტაბოლური ცვლილებების დახმარებით, უვარგისი ნარჩენები გარემოშივე გამოიყოფა, ყოველივე ამის შედეგად გამოთავისუფლდება ენერგია – ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის აუცილებელი საწვავი.
მეტაბოლიზმის ფუნქციები
- ორგანიზმის ფუნქციობისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავება;
- ორგანიზმის ზრდისთვის საჭირო საშენი მასალის მიღება, რაც ხორციელდება საკვები ნივთიერებებიდან ცილების, ნუკლეინის მჟავების, ნახშირწყლების, ცხიმებისა და სხვა უჯრედული კომპონენტების სინთეზით;
- ორგანიზმში „შავი დღისთვის“ საკვები რეზერვების შექმნა მარაგის სახით;
- ნარჩენი, უვარგისი ტოქსიკური ბუნების მქონე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნა.
ძირითადი ცვლა
ადამიანის ორგანიზმში მისი ჩასახვის პირველივე დღეებიდან სიცოცხლის ბოლომდე განუწყვეტლად მიმდინარეობს მეტაბოლიზმი, რომლის მთავარი ეტაპიც ძირითადი ცვლაა. იგი ენერგიის ის მინიმალური რაოდენობაა, რომელიც საჭიროა ორგანიზმის სრული ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი ცვლა გვიჩვენებს იმას, თუ რა.....
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე