გულის დაავადების 7 ადრეული სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის დაავადების 7 ადრეული სიმპტომი

საბედნიეროდ, მათი თავიდან აცილება და მკურნალობა ადრეულ ეტაპებზეა შესაძლებელი. მაგალითად, მხოლოდ მოწევაზე თავის დანებებით, დაავადების ალბათობას 2-4-ჯერ ამცირებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია დროულად შეამჩნიოთ ცვლილებები გულის მუშაობაში და მიმართოთ სპეციალისტს.

გულმკერდის მიდამოში დისკომფორტი

მკერდის უკან კომპრესიული ტკივილი გულის კორონარული დაავადების კლასიკური სიმპტომია, როდესაც ათეროსკლეროზული ფოლაქების გამო გულის კუნთი ვერ იღებს საკმარის სისხლს. საწყის სტადიაზე შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი ტკივილი, მაგრამ იქნება შეკუმშვის, შებოჭილობის ან წვის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში. დისკომფორტი ჩნდება მნიშვნელოვანი ფიზიკური ან ემოციური გადაძაბვის შემდეგ, როდესაც გული მეტ ჟანგბადს „წვავს“. ეს შეგრძნება ან ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მარცხენა მკლავზე, ბეჭზე ან ქვედა ყბის მარცხენა მხარეს.

გულმკერდის ტკივილი და დისკომფორტი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

გულძმარვა და კუჭის ტკივილი

გული, საყლაპავი და კუჭი მდებარეობს ძალიან ახლოს, ამიტომ ზოგჯერ რთულია ტკივილის წყაროს დადგენა. გარდა ამისა, გულის ტკივილი შეიძლება ძალიან ჰგავდეს გულძმარვას. ამის გამო ადამიანებს ხშირად არასწორ დიაგნოზს უსვამენ, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, ვიდრე გულის პრობლემები. ასე რომ, ღირს ელექტროკარდიოგრაფიის გაკეთება, თუნდაც გასტროენტეროლოგთან მისვლა.

აუხსნელი დაღლილობა

გულ-სისხლძარღვტა სისტემის გაუმართავი მუშაობისას, სხეული ნაკლებად მარაგდება ჟანგბადით გაჯერებული სისხლით. ეს ხდება გულის იშემიური დაავადების ან ნელ-ნელა განვითარებადი გულის უკმარისობის შემთხვევაში. შეამჩნევთ, რომ გართულდა ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, რომელსაც ადრე იოლად აკეთებდით. თუ დაღლილობის გაზრდის ობიექტურ მიზეზებს ვერ პოულობთ, უნდა იეჭვოთ გულის პრობლემები. ეს სიმპტომი უფრო ხშირია ქალებში.

ქოშინი

ყველას ერთხელ მაინც განუცდია ქოშინი და ეს საერთოდ არ ნიშნავს გულის პრობლემებს. მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ ადრე მარტივად შეგეძლოთ 1 კმ სიარული ან რამდენიმე სართულის ასვლა, ახლა კი სუნთქვა გიჭირთ, ეს შეიძლება იყოს გულის პრობლემების პირველი ნიშანი.

დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს და ქოშინი ჩნდება კიდევ უფრო ნაკლები ფიზიკური დატვირთვის დროს.

შეშუპება ტერფებსა და კოჭის მიდამოში

ეს ზოგჯერ გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებში. როგორც წესი, მათ შეამჩნევთ საღამოს, მას შემდეგ, რაც ბევრი იარეთ ან დიდხანს იდექით ფეხზე. ორსული ქალები და მსუქანი ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან შეშუპების მიმართ.

მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ ფეხები შეშუპებულია აშკარა მიზეზის გარეშე, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ გული ვერ უმკლავდება ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის ამოტუმბვას. შეშუპებას შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზეზებიც, როგორიცაა თირკმლის ან ღვიძლის დაავადება.

გულისცემა

ჩვეულებრივ, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ჩვენი გულის მუშაობას, მხოლოდ - მაღალი ფიზიკური დატვირთვის ან ძლიერი ემოციების დროს.

გამაფრთხილებელი ნიშანია, როდესაც ამჩნევთ, როგორ სცემს გული ნორმალურ პირობებში.

შეიძლება იგრძნოთ გულისცემა, ფრიალი ან არარეგულარულად შეკუმშვა, მსგავსი შეგრძნებები შეიძლება აღინიშნებოდეს ყელის ან კისრის მიდამოში, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამს ან წუთს.

ზოგჯერ ეს ხდება სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში, მაგრამ თუ არანორმალური გულისცემა რეგულარულად ვითარდება და 1-2 წუთზე მეტხანს გრძელდება, ეს შეიძლება მიუთითებდეს არითმიაზე - დაავადებაზე, რომლის დროსაც დარღვეულია გულის რიტმი.

თავბრუსხვევა და ხშირი თავის ტკივილი

ეს არის მაღალი წნევის ერთერთი ძირითადი სიმპტომი. ისინი ზოგჯერ გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებში, მაგრამ თუ ძალიან ხშირად გაქვთ თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ან ეს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას, გაიზომეთ არტერიული წნევა. თუ ის 129/89 მმ Hg-ზე მეტია, უნდა მიმართოთ თერაპევტს.

არანაირი სიმპტომები

ასეც ხდება - დაავადება უკვე არსებობს, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ არის. ან იმდენად უმნიშვნელოა, რომ ყურადღებას არ აქცევთ. პრობლემის გამოვლენის ერთადერთი გზა ამ ეტაპზე ექიმთან პერიოდულად გულ-სისხლძარღვთა გამოკვლევების ჩატარებაა: არტერიული წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიის, გულის ექოსკოპიის და ქოლესტერინის ანალიზის გაკეთება.

მეტი ყურადღება მიაქციეთ ამ სიმპტომებს, თუ მიეკუთვნებით ამ კატეგორიებიდან ერთს ან მეტს:

  • 40 წელს გადაცილებული მამაკაცები.
  • გენეტიკაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობა.
  • მოწევა ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.
  • ჭარბი წონა.
  • უმოძრაო ცხოვრების წესი.
  • შაქრიანი დიაბეტი.
  • კარიესი.
  • მაღალი არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე.