გულის პრეპარატებმა გამოავლინეს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ შემუშავებული პრეპარატები შესაძლოა ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ ახალ იარაღად იქცეს.
ამ დასკვნამდე მივიდნენ მისისიპის უნივერსიტეტისა და სურეშ გიან ვიჰარის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს საგულე გლიკოზიდების სახელით ცნობილი ბუნებრივი ნაერთები. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Pharmacological Research - Natural Products (PRNP).
-
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეულ გლიკოზიდებს შეუძლიათ ჰეპატოცელულარული კარცინომის, ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპის, განვითარებასთან დაკავშირებული ცილებისა და გენების მიზანში ამოღება.
მათ გამოავლინეს ხუთი პოტენციური ნაერთი, რომელთაც შეუძლიათ სიმსივნური უჯრედების გადარჩენის ძირითადი მექანიზმების დარღვევა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ბუნებრივი პრეპარატები ხშირად იწვევენ ნაკლებ გვერდით მოვლენებს, ვიდრე სტანდარტული ქიმიოთერაპია.
ავტორების თქმით, აღმოჩენა საფუძველს უყრის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ფორმის ახალი, უფრო უსაფრთხო მკურნალობის მეთოდების შემუშავებას.
ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები
ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლში ლოკალიზებული ახალწარმონაქმნია, რომელიც ვითარდება ღვიძლის უჯრედებისა და მისი სტრუქტურებისგან ან
წარმოადგენს ღვიძლში გავრცელებულ სხვა სიმსივნეთა მეტასტაზს.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 250 ათას ადამიანზე მეტს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი უდასტურდება. დაავადება გაცილებით ხშირია იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტებით მოავადეთა რიცხვი. ღვიძლის კიბოთი გაცილებით ხშირად ავადობენ მამაკაცები. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ის 40 წელს გადაცილებულებს შორის გვხვდება.
დაავადების წარმოშობის, მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზებისა და მიმდინარეობის შესახებ ექიმი მარიამ დუდუჩავა გვესაუბრება.
- რა იწვევს ღვიძლის ავთვისებიან სიმსივნეს, ან რომელი ფაქტორები უწყობს ამას ხელს?
- ეტიოლოგია და ღვიძლის კიბოს განვითარების მექანიზმი ჯერჯერობით სრულყოფილად არ არის შესწავლილი, თუმცა გამოკვეთილია დაავადების განვითარების ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი და რისკის ფაქტორები, ანუ ის ფაქტორები, რომლებიც არსებითად ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას. ასეთებია:
- სქესი - მამაკაცები 3-4-ჯერ მეტად ავადობენ;
- ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები - როგორც ციროზის განვითარებით, ისე პირდაპირ იწვევენ ღვიძლის სიმსივნურ გადაგვარებას. დღეს სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს ვირუსული ბ ჰეპატიტის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ირგვლივ, რამდენადაც ჰეპატოცელულარული კარცინომის ყველაზე ხშირ მიზეზს სწორედ იგი წარმოადგენს;
- ნებისმიერი ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი (ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები, ნაღველგამომტანი გზების დაავადებები, ქიმიური თუ მედიკამენტური მოწამვლა, გულის უკმარისობა). განვითარებულ ქვეყნებში ღვიძლის კიბო შემთხვევათა 80-90%-ში ალკოჰოლური ციროზის ფონზე ვითარდება;
- თამბაქოს წევა;
- აფლოტოქსინებთან ან დარიშხანთან ხშირი კონტაქტი;
- დადგენილია დაავადებისადმი გენეტიკური განწყობის არსებობაც;
- ღვიძლის რა სახის ავთვისებიანი სიმსივნეებია ცნობილი?
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/onkologia/2571-ghvidzlis-avthvisebiani-simsivneebi.html