შობის ტრადიციები
საფრანგეთი: Joyeux Noël
- საფრანგეთში გავრცელებულია რწმენა, რომ თოვლის ბაბუა ციდან მარხილით ეშვება და ბავშვებს სასთუმალთან საჩუქრებს ულაგებს 24 დეკემბრის ღამეს. აქ, შობა, ძირითადად, ოჯახურ გარემოში აღინიშნება. ამ დროს ჭამენ ინდაურის ხორცს და ტრადიციულ საშობაო ნამცხვარს.
დიდი ბრიტანეთი: Merry Christmas
- ბრიტანეთშიც ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები, ისიც 24 დეკემბერს ღამე შეივლის ხოლმე ოჯახებში, მაგრამ მათ ის ბუხრის კუთხეში დადებულ წინდებში ულაგებს.
დიდ ბრიტანეთშიც, საფრანგეთის მსგავსად, შობა ინდაურის ხორცთან და ტრადიციულ საშობაო პუდინგთან ასოცირდება.
ესპანეთი: Feliz Navidad
- ესპანელებისთვის შობის დღესასწაული ყველა რელიგიურ დღესასწაულზე მნიშვნელოვანია. ისინი ქრისტეს დაბადებას აღნიშნავენ და ამ დღეს არ აქვთ თოვლის ბაბუის ტრადიცია. სამაგიეროდ, 6 იანვარს მოდიან და ბავშვებს საჩუქრებს აივანზე მოთავსებულ საბოებში ულაგებენ.
ბელგია: Zalige Kertfeest
- წმინდა ნიკოლა 6 დეკემბერს მოდის სათამაშოებით დატვირთული სახედრით. ბუხრის სიახლოვეს, ბავშვები სახედრისთვის თალგამსა და სტაფილოს დებენ. წინა საღამოს კი წმინდა ნიკოლას ფორმის ორცხობილებს შეექცევიან. ეს არის მშრალი და ძალიან ტკბილი ორცხობილები, რომელიც დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.
გერმანია: Frohe Weihnachten Frohliche Weihnachten
- თოვლის ბაბუის ტრადიცია ევროპაში გერმანელებმა დაამკვიდრეს 400 წლის წინ. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წმინდა ნიკოლასი ასაჩუქრებს ბავშვებს ისევე, როგორც ბელგიაში, ტრადიციულად 6 დეკემბერს. ის ციდან ციგით ეშვება, სამხრეთ ნაწილში კი - ბავშვებს თოვლის ბაბუა აჯილდოვებს წლის განმავლობაში კარგად მოქცევისთვის.
გერმანელები საშობაოდ პატარა ტექსტებით გაფორმებულ პურებს ჭამენ.
იტალია: Buon Natale
- იტალიაში შობის დღესასწაული თითქმის სამ დღეს გრძელდება, ოცდაოთხიდან ოცდაექვს დეკემბრამდე. საჩუქრები მოგვიანებით - 6 იანვარს რიგდება, მოხუცი, თეთრთმიანი ქალის მიერ, რომელიც ცნობილია ჯადოქარ ბონაფას სახელით.
საშობაოდ იტალიელები ტრადიციულ ნამცხვარს, სახელად - პანეტონს ჭამენ.
საბერძნეთი: Eftihismena Christougenna
- საზოგადოდ, ბერძნებისთვის შობის დღესასწაული ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე - აღდგომის. ბავშვებისთვის საჩუქრები პირველ იანვარს წმინდა ბასილის მოაქვს. თოვლის ბაბუის ტრადიცია არც საბერძნეთს აქვს.
ტრადიციის თანახმად, საღამოს ბერძენი ბავშვები მეზობლებთან მღერიან, სანაცვლოდ კი ტკბილეულს იღებენ.