ღეროვანი უჯრედების პლასტირი გულის სამკურნალოდ გამოიყენეს
გერმანელმა მეცნიერებმა წარმატებით გამოსცადეს „გულის პლასტირი“ - რომელიც შექმნილია გულის კუნთის აღსადგენად. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
EHM პლასტირი შექმნეს ლაბორატორიაში და შედგება ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებიც ჩაშენებულია კოლაგენის ჰიდროგელში. EHM შეიქმნა გულის უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის. გერმანიის მეცნიერებმა მოახერხეს მისი ჩანერგვა რეზუს მაკაკებში და წარმოადგინეს მოხსენება წარმატებული შედეგის შესახებ.
მასალაში ნათქვამია, რომ გულის პლასტირები შედგება 200 მილიონი უჯრედისგან. კვლევამ აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ცხოველებში გაუმჯობესდა გულის ფუნქციები. ასევე გაირკვა, რომ იმპლანტირებული გულის კუნთის უჯრედები შენარჩუნდა იმუნიტეტის თანმხლები დათრგუნვის არსებობისას და აძლიერებს გულის ტუმბოს ფუნქციას.
„გამოწვევა იყო რეზუს მაკაკის ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებიდან საკმარისი რაოდენობის გულის კუნთის უჯრედების გენერირება და იმპლანტაცია სახიფათო გვერდითი ეფექტების გარეშე, გულის მდგრადი რეგენერაციის მისაღწევად“, - თქვა კვლევის ავტორმა, პროფესორმა ვოლფრამ-ჰუბერტუს ციმერმანმა. მისი თქმით, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ ნებართვას ადამიანებზე კლინიკური კვლევებისთვის.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობა დაავადება კი არ არის, არამედ გულის სხვადასხვა სნეულებით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობაა, სინდრომი, რომლითაც შესაძლოა დასრულდეს მრავალი კარდიოლოგიური პათოლოგია.
.
მიუხედავად მიზეზთა მრავალფეროვნებისა, გულის უკმარისობის დროს ორგანიზმში ერთნაირი ცვლილებები ვითარდება -
- ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი;
- მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება;
- სისხლი ორგანოებსა და ქსოვილებში გუბდება.
მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების კვალობაზე, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას.
ქრონიკული უკმარისობა ნელა, პროგრესულად მიმდინარეობს, სიმპტომები თანდათან ხდება შესამჩნევი.
მწვავე უკმარისობის სურათი კი უეცრად, ძალიან სწრაფად ვითარდება. ხშირად ის ქრონიკული უკმარისობის ფონზეც აღმოცენდება. იმის მიედვით, გულის რომელი ნაწილია დაზიანებული უფრო მეტად, განასხვავებენ მარცხენა და მარჯვენაპარკუჭოვან უკმარისობას. მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისას მთავარი კლინიკური ნიშანია ქოშინი, ხოლო მარჯვენაპარკუჭოვანისას – ქვემო კიდურების შეშუპება.
გულის მწვავე უკმარისობა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება. ის ვლინდება ქოშინის უეცარი შეტევით – კარდიული ასთმით, რომელიც უმეტესად ღამით აღმოცენდება. მდგომარეობა შეიძლება ფილტვების შეშუპებით გართულდეს.
-
როგორ ვლინდება გულის უკმარისობა