სახსარი - მოძრაობა და საყრდენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსარი - მოძრაობა და საყრდენი

ძვლებთან ერთად სახსრები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პასიურ ნაწილს წარმოადგენენ, რომელთა მთავარი ფუნქციაცაა:

  • მოძრაობისა და სხეულის სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნისას დამატებითი ამორტიზატორის როლის შესრულება;
  • როგორც სტატიკურ, ისე დინამიკურ მდგომარეობაში ძვლების თავისუფალი სრიალის უზრუნველყოფა.
  • ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი სახსრებია: მკერდ-ლავიწის, მხრის, მტევნის, მუხლის, ტერფის, მენჯ-ბარძაყის.

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • 1,71 მილიარდ ადამიანს მსოფლიოში ძვალ-­კუნთოვანი სისტემის დაავადება აქვს, განურჩეევლად ასაკისა და სქესისა;

  • დაავადების სტრუქტურაში ლიდერობს ლუმბალგო - წელის ტკივილი;

  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები ინვალიდიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია მთელ მსოფლიოში, ამასთან, ლუმბალგო 160 ქვეყანაში ინვალიდიზაციის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია;

  • აღნიშნული ტიპის პრობლემები მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის მოძრაობასა და მოტორიკას, იწვევს მათი შრომის უნარის ადრეულ დაქვეითებას, სიცოცხლის ხარისხის გაუარესებას და კეთილდღეობის პრობლემებს;

  • მოსახლეობის სწრაფად ზრდისა და დაბერების კვალდაკვალ საკმაოდ სწრაფად იზრდება ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანთა რიცხვი;

  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა ჯგუფი 150-მდე დარღვევას აე­რ­თიანებს, ისინი საკმაოდ ფართო დიაპაზონში ვარირებენ: მწვავე და ხანმოკლე გამოვლინებიდან - მოტეხილობებით, და­ჭიმულობითა და ამოვა­რდნილობებით - ზოგიერთი მთელი სიცოცხლის მანძილზეც გრძელდება, რომელსაც თან სდევს მზარდი ფუნქციური შეზღუდვა, ტკივილის, ზოგჯერ მუდმივი ხასიათის და მთელი რიგი უნარების შეზღუდვა;

  • დაავადებები წამყვანი ფაქტორია, რომელიც ბადებს გლობალურ სარეაბილიტაციო საჭიროებას, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის.

დაავადებათა გალერეა

ძვალ-კუნთოვანი დაავადებებისას ვლინდება სხვადასხვა სტრუქტურის დაზიანება და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები.

  • სახსრები - ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრა, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი;

  • ძვლოვანი ქსოვილი - ოსტეოპოროზი, ოსტე­ოპენია და მასთან დაკავშირებული მოტეხილობები და ტრავმები, გამოწვეული ძვლის სტრუქტურული დაზიანებით;

  • კუნთები - სარკოპენია;

  • ხერხემალი - ლუმბალგო და ცერვიკალგია (კისრის ტკივილი);

  • ყველაზე ხშირად დავადებები ვლინდება მო­ტ­ე­ხილობებით - 436 მილიონი ადამიანი მსოფლიოში;

  • ოსტეოართრიტი - 343 მილიონი ადამიანი მსოფლიოში;

  • სხვადასხვა ტრავმა - 305 მილიონი ადამიანი მსოფლიოში;

  • ცერვიკალგია - 222 მილიონი ადამიანი მსოფლიოში;

  • ამპუტაციიის საჭიროება - 175 მილიონი ადამიანი მსოფლიოში;

  • რევმატოიდული ართრიტი - 14 მილიონი ადამიანი მსოფლიოში.

სახსარი ორი ან რამდენიმე ძვლის თავისუფალი, მოძრავი და ნახევრად მოძრავი შეერთებაა, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას საკმაოდ რთულ და მრავალფეროვან მოძრაობათა შესრულების უნარს სძენს.

სახსარი რამდენიმე ძვლის მარტივი შეერთება როდია; მას აქვს სახსრის თანმხლები: ძირითადი ელემენტები, რომელთა ფუნქციის მოშლაც ცალკეული სახსრის ფუნქციის მოშლას, მის გადაგვარებას და უძრაობასაც კი იწვევს, ასეთებია:

სასახსრე ზედაპირები - სახსარში შემავალი ძვლების ბოლოების სადა, გლუვი, ზოგჯერ კი რთული აგებულების ზედაპირებია. სახსრის ძვლების ზედაპირები ერთმანეთის შესატყვისია. ერთ ძვალზე სასახსრე ზედაპირს სფეროს ფორმა აქვს, მისი თანამოსახსრე მეორე ძვლის სასახსრე ზედაპირსაც დაახლოებით ასეთივე დიამეტრის ჩაღმავება აქვს - ამოზნექილ სასახსრე ზედაპირს სასახსრე თავი ეწოდება, ხოლო ჩადრეკილს - სასახსრე ფოსო.

სახსრის ხრტილი - სასახსრე ზედაპირები დაფარულია ნახევრად გამჭვირვალე, მოთეთრო-მოცისფრო, გლუვზედაპირიანი, შედარებით ხისტი ქსოვილოვანი აგებულების ჰიალინური ხრტილით, რომელიც მეზობელი ძვლების შემხებ ზედაპირებს კიდევ უფრო სადასა და პრიალას ხდის, რაც, თავის მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს ხახუნს სასახსრე ზედაპირებს შორის.

სასახსრე ჩანთა - კაფსულაა, რომელშიც სასახსრე ზედაპირები, ხრტილი, სახსარშიგა სითხე და სახსრის ღრუ თავსდება.

სახსრის ღრუ - სასახსრე ჩანთაში მოქცეული სხვადასხვა ფორმისა და მიმართულების ნაპრალთა ერთიანობით შექმნილი ჰერმეტული სივრცეა.

სახსარშიგა სინოვიური სითხე - სასახსრე ჩანთის შიგნითა გარსის მიერ გამომუშავებული გამჭვირვალე ბლანტი სითხეა. მისი სიბლანტე ყველა სახსარში და ყოველთვის ერთნაირი არ არის. დიდი დატვირთვისას სინოვიური სითხის სიბლანტე იკლებს, ჰიპოდინამიკისას კი, პირიქით, იმატებს. სინოვიური სითხე სასახსრე ზედაპირის საპოხი საშუალებაა.

  • დამატებითი ელემენტები - სახსრის სხვადასხვა ანატომიური წარმონაქმნებია, რომლებიც სრულყოფენ და ხვეწენ სახსრის მოძრაობას:

1. სასახსრე ბაგე;

2. სასახსრე დისკო;

3. სასახსრე მენისკები;

4. სახსარშიგა იოგები;

5. სესამოიდური ძვლები.