აღმოჩენილია ნაწლავებსა და ფილტვებს შორის კავშირი
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Cell.
კვლევა ყურადღებას ამახვილებდა უმარტივეს მიკროორგანიზმზე Tritrichomonas musculis (T. mu), რომელიც ცხოვრობს თაგვების ნაწლავებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ T. mu ასტიმულირებს იმუნური უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც შემდეგ მიგრირებენ ფილტვებში და გავლენას ახდენენ ადგილობრივ იმუნურ გარემოზე. ამ პროცესს აქვს როგორც ინფექციებისგან დამცავი ეფექტი, და ისე უარყოფითად მოქმედებს ანთებით დაავადებებზე, როგორიცაა ასთმა.
შედეგებმა აჩვენა, რომ T. mu-თი ინფიცირებულ თაგვებს აღენიშნებოდათ ფილტვებში იმუნური უჯრედების მომატებული დონე, რამაც გააუარესა ალერგიული ანთება, მაგრამ გააუმჯობესა დაცვა რესპირატორული ინფექციებისგან. ეს უჯრედები, რომლებიც ნაწლავებიდან ფილტვებში მოძრაობდნენ, აფერხებენ ტუბერკულოზის გავრცელებას.
მეცნიერებმა შეისწავლეს მძიმე ასთმის მქონე ადამიანების ნახველის ნიმუშებიც. მათ დაადგინეს უმარტივესების გენეტიკური ნიშნები ასთმიანი პაციენტების ნიმუშებში, რაც მიუთითებს ადამიანებისა და თაგვების იმუნური პროცესების მსგავსებაზე. ეს ამყარებს ჰიპოთეზას, რომ იმუნიტეტზე უმარტივესების გავლენა შეიძლება უნივერსალური იყოს.
კვლევის შედეგები ხსნის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნის პერსპექტივას.