სწრაფად ჩაძინებისა და მეხსიერების გაუმჯობესების უჩვეულო გზა
კარგი ძილისთვის მნიშვნელოვანია საღამოს სმარტფონი გვერდზე გადადოთ და ეკრანების ყურებას მოერიდოთ. ასევე არსებობს ეფექტური გზა სწრაფად და მშვიდად ჩაძინებისთვის: დახუჭეთ თვალები და დეტალურად გაიმეორეთ გასული დღე, შეეცადეთ, რომ მას თავში ფილმივით „უყუროთ“.
დაძინების საუკეთესო გზაა დღის განმავლობაში მომხდარის, როგორც ფილმის ყურება, გაღვიძების მომენტიდან საღამომდე. როგორც წესი, თუ ადამიანები ამას ზედმიწევნით აკეთებენ, დავიწყებული ფრაგმენტების სხვა დღეებში მომხდარით ჩანაცვლების მცდელობის გარეშე, ისინი სწრაფად იძინებენ.
უმეტეს შემთხვევაში, ეს ხელს უწყობს უძილობასთან ბრძოლას, რომელიც დღეს მოსახლეობის 60%-ს აწუხებს. უფრო მეტიც, დაძინების ეს მეთოდი მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
სმარტფონის გამოყენება ძილის წინ ყველაზე მავნე აქტივობადაა მიჩნეული. ეკრანიდან წამოსული ლურჯი შუქი ხელს უწყობს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, გამომუშავებას, რაც პირდაპირ აზიანებს ძილს. გარდა ამისა, გაჯეტების ჭარბი გამოყენება იწვევს ემოციურ გადატვირთვას, ზრდის შფოთვას, აფერხებს ძილს და ზოგადად უარყოფითად მოქმედებს ძილის ხარისხზე.
ცუდი ძილი სერიოზულად აზიანებს ტვინის ჯანმრთელობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დემენცია ან კიბო. სმარტფონები ადამიანებს „დრამატულად სწრაფად“ უქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გონივრულად გამოყენება და მათი დროის შეზღუდვა.
განსაკუთრებით მავნებელია მოკლე ვიდეოების ყურება. ეს იწვევს თავის ტვინის ქერქის ატროფიას. მოკლე ვიდეოებზე დამოკიდებული ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობები ერთ ღამეში არ უარესდება; ეს პროცესი დროთა განმავლობაში მიმდინარეობს.
ამ ტესტით შეგიძლიათ გაარკვიოთ, რამდენად სწორად გძინავთ და დროა თუ არა, მიაკითხოთ სომნოლოგს - ძილის სპეციალისტს.