ძილი უნდა შეგეძლოთ
1. იცავთ წესს, არ მიირთვათ საკვები 18 საათის შემდეგ?
ა) არა, ძილის წინ ყოველთვის კარგად ვნაყრდები;
ბ) იშვიათად;
გ) ვცდილობ, თუმცა ყოველთვის არ მყოფნის ნებისყოფა.
2. მოგვარებული გაქვთ ხმაიზოლაციის საკითხი საძინებელში?
ა) აზრადაც არ მომსვლია;
ბ) მრავალსართულიან სახლში ეს შეუძლებელია;
გ) რა თქმა უნდა, მოგვარებული მაქვს.
3. გიდგათ საძინებელში ტელევიზორი?
ა) მის გარეშე არ შემიძლია;
ბ) დიახ, თუმცა მხოლოდ საღამოობით ვრთავ;
გ) არა.
4. როგორი ხმები გაძინებთ უფრო სწრაფად?
ა) ტელევიზორის ხმაური;
ბ) მეუღლის ხვრინვა;
გ) სრული სიწყნარე.
5. რელაქსაციის რა საშუალებებს იყენებთ ძილის წინ?
ა) ნოყიერ ვახშამს;
ბ) მშვიდ მუსიკას;
გ) მომადუნებელ მასაჟს.
6. როგორია თქვენი საძინებლის ინტერიერის ფერთა გამა?
ა) ღაჟღაჟა;
ბ) მომადუნებელი, თუმცა ოთახში კაშკაშა ელემენტებიც არის;
გ) ყველა ფერი დახშულია და ამავე დროს მეტად ნათელი.
7. ანიავებთ ოთახს, სადაც გძინავთ?
ა) წელიწადის მხოლოდ თბილ პერიოდში;
ბ) აუცილებლად, მხოლოდ ძილის წინ;
გ) ფანჯრები მთელი დღე ღია მაქვს.
8. გიყვართ ყვავილები ან ქოთნის მცენარეები საძინებელში?
ა) მიყვარს თაიგულები ლარნაკებში;
ბ) რაფაზე ყვავილის ქოთნებით მიდგას;
გ) არავითარი მცენარეები!
9. როგორ გრძნობთ თავს დილაობით?
ა) თითქოს არც მიძინია;
ბ) ხან როგორ, ხან როგორ;
გ) როგორც წესი, კარგი განწყობითა და ნათელი გონებით ვიღვიძებ.
10. რამდენი ხანი გჭირდებათ ჩაძინებისთვის?
ა) მინიმუმ ნახევარი საათი;
ბ) 5-10 წუთი;
გ) 2-5 წუთი.
ტესტის შედეგები
თუ პასუხებში ჭარბობს (ა) ვარიანტი
ძილი თქვენთვის მკურნალი კი არა, ნამდვილი სატანჯველია. თქვენი ორგანიზმი გამოფიტულია ქრონიკული დაღლილობისგან, თუმცა თქვენ ჯერაც არ აქცევთ ამ ფაქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ძალიან ცუდი! გახსოვდეთ, სრულფასოვანი ძილი გვმატებს ენერგიას და ხუთი წლით გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სპეციალისტს, შეწყვიტოთ საძილე საშუალებების მიღება და ყოველდღე ივარჯიშოთ.
თუ პასუხებში ჭარბობს (ბ) ვარიანტი
თქვენ აქტიური პიროვნება ბრძანდებით, მთელი დღე არ ისვენებთ, ციბრუტივით ტრიალებთ, მაგრამ ასეთ რეჟიმს დიდხანს ვერ გაუძლებთ. ორგანიზმმა უკვე ჩამოჰკრა კიდეც განგაშის პირველ ზარს: თქვენ ვერ იძინებთ, სანამ არ გააანალიზებთ მომხდარს, განვლილს და არ დასახავთ მეორე დღის გეგმებს. გარდა ამისა, თქვენი სიზმრები ხშირად კოშმარებში გადადის. ჩვენი რჩევაა, საღამოობით მაინც შეაქციოთ ზურგი რუტინას, ნაკლებად იკითხოთ პრესა, ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს, უპირატესობა მიანიჭოთ მსუბუქ ვახშამს, ოჯახურ მყუდრო თავყრილობებს და სეირნობას.
თუ პასუხებში ჭარბობს (გ) ვარიანტი
ბედნიერი ადამიანი ხართ. თქვენისთანებზე ამბობენ, ყრმასავით სძინავსო - მშვიდად და ღრმად. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თქვენი რკინისებრი გამძლეობისა და უნარისა, იუმორით შეხედოთ ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემას. ნუ შეიცვლით ცხოვრების წესს, უბრალოდ შეეცადეთ მის სრულყოფას, მაგალითად, რელაქსაციით.