/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
წითელი ღვინო ხელს უწყობს კიბოთი დაავადებულთა გამოჯანმრთელებას.

წითელი ღვინო შესაძლოა მხსნელად მოევლინოს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ქალებს, რადგან საგრძნობლად ზრდის კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობას. საიდუმლო იმალება მის ერთ-ერთ კომპონენტში, რომელსაც რესვერატროლი ეწოდება. ეს ნივთიერება აძლიერებს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას - ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ იგი აღკვეთს კიბოს უჯრედების გამძლეობას რაპამიცინის მიმართ. ადრე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ რაპამიცინი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ რეზისტენტობის განვითარებამდე, რის შემდეგაც კიბოს უჯრედები კვლავ იწყებენ გამრავლებას.

რესვერატროლი პოტენციური ანტიოქსიდანტია, რომელსაც ყურძენი, შტოში, ჟოლო და არაქისი გამოიმუშავებს სოკოებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგოდ.

მეცნიერებმა უკვე გამოიკვლიეს მისი მოქმედების მექანიზმი ალცჰაიმერის, გულის დაავადებებისა და დაბერების პროცესის დროს. ოჰაიოს ლერნერის კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიულ პირობებში დაადგინეს, რომ რესვერატროლი ამცირებს კიბოს უჯრედების მდგრადობას რაპამიცინის მიმართ, ხოლო რესვერატროლისა და რაპამიცინის კომბინაციის მცირე დოზაც კი 50%-ით ანელებს სიმსივნის ზრდას. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ რესვერატროლი ააქტიურებს PTEN გენს, რომელიც თრგუნავს კიბოს განვითარებას.

უნიკალური საშუალება მალათაშუა თიაქარს კურნავს

იაპონელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ხერხემლის მალათაშუა თიაქრისგან განკურნება მხოლოდ ერთი ინექციით არის შესაძლებელი. ბაქტერიებისგან მიღებული ეს სასწაულმოქმედი პრეპარატი თიაქრის ქსოვილს, ასე ვთქვათ, ინელებს. შედეგად მალის წანაზარდი აღარ აწვება ნერვს. მეცნიერთა თქმით, ინექციას ოპერაციის ბადალი ეფექტი აქვს.

მალათაშუა დისკო ფიბროზულ-ხრტილოვანი წარმონაქმნია. იგი მდებარეობს მალებს შორის, ასრულებს ამორტიზატორის როლს და ამით უზრუნველყოფს ხერხემლის მოძრაობას. დიდი დატვირთვის ან ტრავმის დროს დისკოს შიგნითა კედელი, ფიბროზული რგოლი, თხელდება, დეფორმირდება და მის ცენტრში მოთავსებული პულპოზა ანუ ბირთვი დისკოს საპროექციო არიდან გამოდის. ხშირად ეს გამოსული ფრაგმენტი აწვება ზურგის ტვინს ან ზურგის ტვინის ფესვებს და იწვევს ტკივილს, თანაც არამხოლოდ ხერხემლის არეში. მაგალითად, ზურგის ქვედა ნაწილში ნერვზე ზეწოლამ შესაძლოა ფეხების ტკივილი გამოიწვიოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

თიაქარი ხშირია 30-50 წლის მამაკაცებში და 10-დან საშუალოდ ერთ შემთხვევაში ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. იაპონური ფარმაცევტული კომპანიის შეიკაგაკუ-ს მიერ შემუშავებული ახალი საშუალება კი ოპერაციული მკურნალობის ანალოგიურ ეფექტს იძლევა. საინექციო სითხის მთავარი ინგრედიენტია ქონდროიტინაზა აბც-ენზიმი, რომელიც ბაქტერიებისგან მიიღება. მალათაშუა დისკოს შუაგულში შეყვანილ საინექციო სითხეში იხსნება თიაქრის შემადგენელი ნივთიერებები - ქონდროიტინის სულფატი, დერმატანის სულფატი და ჰიალურონის მჟავა. იაპონიაში ეს ინექცია 195 პაციენტზე გამოიცადა. ნახევარს ახალი პრეპარატი შეუყვანეს, ნახევარს კი პლაცებო. ეფექტი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: წამალი "ადნობდა" მხოლოდ თიაქრის მასალას, ხოლო დისკოს და მის გარშემო არსებულ ქსოვილებს არ აზიანებდა.

ბაქტერიას მისივე იარაღით დაამარცხებენ

მეცნიერებმა გამოიგონეს საშუალება, რომლითაც ბაქტერიებს დაამარცხებენ. კერძოდ, ბაქტერიების წინააღმდეგ მათივე იარაღს გამოიყენებენ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ფართოდ გავრცელებული ბაქტერია Streptococcus pyogenes , რომელიც იწვევს სხვადასხვა ინფექციას, ხახის ანთებიდან მოყოლებული, სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების ჩათვლით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტოქსინი, რომელსაც ბაქტერია მასპინძელი უჯრედების დასაპყრობად და მოსაკვდინებლად იყენებს. გარდა ამისა, მათ გამოყვეს ანტიტოქსინი, რომელსაც შხამის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ეს ანტიტოსინი ბაქტერიას თავისივე შხამის მავნე ზემოქმედებისგან იცავს, მაგრამ როცა ის არააქტიურია, ფორმას იცვლის და თავად ტოქსინს აძლევს ბაქტერიასთან შებრძოლების საშუალებას.

მკვლევრები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს საშუალება, რომლის მეშვეობითაც ანტიტოქსინი არააქტიური გახდება. ამ აღმოჩენის ერთ-ერთმა ავტორმა ტომას ელენბერგერმა განაცხადა, რომ ის აქილევსის ქუსლია, რომელსაც მეცნიერები აუცილებლად გამოიყენებენ ბაქტერიების წინააღმდეგ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

წითელი ღვინო შესაძლოა მხსნელად მოევლინოს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ქალებს, რადგან საგრძნობლად ზრდის კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობას. საიდუმლო იმალება მის ერთ-ერთ კომპონენტში, რომელსაც რესვერატროლი ეწოდება. ეს ნივთიერება აძლიერებს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას - ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ იგი აღკვეთს კიბოს უჯრედების გამძლეობას რაპამიცინის მიმართ. ადრე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ რაპამიცინი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ რეზისტენტობის განვითარებამდე, რის შემდეგაც კიბოს უჯრედები კვლავ იწყებენ გამრავლებას.

რესვერატროლი პოტენციური ანტიოქსიდანტია, რომელსაც ყურძენი, შტოში, ჟოლო და არაქისი გამოიმუშავებს სოკოებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგოდ.

მეცნიერებმა უკვე გამოიკვლიეს მისი მოქმედების მექანიზმი ალცჰაიმერის, გულის დაავადებებისა და დაბერების პროცესის დროს. ოჰაიოს ლერნერის კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიულ პირობებში დაადგინეს, რომ რესვერატროლი ამცირებს კიბოს უჯრედების მდგრადობას რაპამიცინის მიმართ, ხოლო რესვერატროლისა და რაპამიცინის კომბინაციის მცირე დოზაც კი 50%-ით ანელებს სიმსივნის ზრდას. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ რესვერატროლი ააქტიურებს PTEN გენს, რომელიც თრგუნავს კიბოს განვითარებას.

უნიკალური საშუალება მალათაშუა თიაქარს კურნავს

იაპონელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ხერხემლის მალათაშუა თიაქრისგან განკურნება მხოლოდ ერთი ინექციით არის შესაძლებელი. ბაქტერიებისგან მიღებული ეს სასწაულმოქმედი პრეპარატი თიაქრის ქსოვილს, ასე ვთქვათ, ინელებს. შედეგად მალის წანაზარდი აღარ აწვება ნერვს. მეცნიერთა თქმით, ინექციას ოპერაციის ბადალი ეფექტი აქვს.

მალათაშუა დისკო ფიბროზულ-ხრტილოვანი წარმონაქმნია. იგი მდებარეობს მალებს შორის, ასრულებს ამორტიზატორის როლს და ამით უზრუნველყოფს ხერხემლის მოძრაობას. დიდი დატვირთვის ან ტრავმის დროს დისკოს შიგნითა კედელი, ფიბროზული რგოლი, თხელდება, დეფორმირდება და მის ცენტრში მოთავსებული პულპოზა ანუ ბირთვი დისკოს საპროექციო არიდან გამოდის. ხშირად ეს გამოსული ფრაგმენტი აწვება ზურგის ტვინს ან ზურგის ტვინის ფესვებს და იწვევს ტკივილს, თანაც არამხოლოდ ხერხემლის არეში. მაგალითად, ზურგის ქვედა ნაწილში ნერვზე ზეწოლამ შესაძლოა ფეხების ტკივილი გამოიწვიოს.

თიაქარი ხშირია 30-50 წლის მამაკაცებში და 10-დან საშუალოდ ერთ შემთხვევაში ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. იაპონური ფარმაცევტული კომპანიის შეიკაგაკუ-ს მიერ შემუშავებული ახალი საშუალება კი ოპერაციული მკურნალობის ანალოგიურ ეფექტს იძლევა. საინექციო სითხის მთავარი ინგრედიენტია ქონდროიტინაზა აბც-ენზიმი, რომელიც ბაქტერიებისგან მიიღება. მალათაშუა დისკოს შუაგულში შეყვანილ საინექციო სითხეში იხსნება თიაქრის შემადგენელი ნივთიერებები - ქონდროიტინის სულფატი, დერმატანის სულფატი და ჰიალურონის მჟავა. იაპონიაში ეს ინექცია 195 პაციენტზე გამოიცადა. ნახევარს ახალი პრეპარატი შეუყვანეს, ნახევარს კი პლაცებო. ეფექტი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: წამალი "ადნობდა" მხოლოდ თიაქრის მასალას, ხოლო დისკოს და მის გარშემო არსებულ ქსოვილებს არ აზიანებდა.

ბაქტერიას მისივე იარაღით დაამარცხებენ

მეცნიერებმა გამოიგონეს საშუალება, რომლითაც ბაქტერიებს დაამარცხებენ. კერძოდ, ბაქტერიების წინააღმდეგ მათივე იარაღს გამოიყენებენ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ფართოდ გავრცელებული ბაქტერია Streptococcus pyogenes , რომელიც იწვევს სხვადასხვა ინფექციას, ხახის ანთებიდან მოყოლებული, სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების ჩათვლით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტოქსინი, რომელსაც ბაქტერია მასპინძელი უჯრედების დასაპყრობად და მოსაკვდინებლად იყენებს. გარდა ამისა, მათ გამოყვეს ანტიტოქსინი, რომელსაც შხამის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ეს ანტიტოსინი ბაქტერიას თავისივე შხამის მავნე ზემოქმედებისგან იცავს, მაგრამ როცა ის არააქტიურია, ფორმას იცვლის და თავად ტოქსინს აძლევს ბაქტერიასთან შებრძოლების საშუალებას.

მკვლევრები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს საშუალება, რომლის მეშვეობითაც ანტიტოქსინი არააქტიური გახდება. ამ აღმოჩენის ერთ-ერთმა ავტორმა ტომას ელენბერგერმა განაცხადა, რომ ის აქილევსის ქუსლია, რომელსაც მეცნიერები აუცილებლად გამოიყენებენ ბაქტერიების წინააღმდეგ.


ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული ნარკოლეფსია ჯანმომ მემკვიდრეობით განწყობას დაუკავშირა

მოზარდებს შორის გამოვლენილი ნარკოლეფსიის შემთხვევები, რომლებიც აღირიცხა პანდემიური H1N1 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ამ დაავადების მიმართ მემკვიდრეობით განწყობას დაუკავშირეს. ნარკოლეფსია ეწოდება ძილის იშვიათ დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანი უეცრად, შეუფერებელ დროსა და ადგილას ეძლევა ძილს. ფინელი მედიკოსების ცნობით, Pandemrix ვაქცინით აცრის შემდეგ ბავშვებსა და მოზარდებში (4-დან 19 წლამდე) ნარკოლეფსიით ავადობამ 9-ჯერ მოიმატა (ვაქცინას ფარმაცევტული კომპანია Glaxosmithkline აწარმოებს).

2009-2010 წლებში მხოლოდ ფინეთში აღრიცხულ იქნა დაავადების 60 შემთხვევა. ამათგან 52-ს ჩატარებული ჰქონდა აცრა აღნიშნული პრეპარატით. შემდგომ ამისა აცრის შემდეგ ნარკოლეფსიით ავადობის მატების შესახებ განცხადება გააკეთეს შვედმა და ისლანდიელმა მედიკოსებმაც. ერთეული შემთხვევები გამოვლენილ იქნა კიდევ ცხრა ქვეყანაში. მთლიანობაში, Pandemrix -ი გრიპის პანდემიის დროს მსოფლიოს 47 ქვეყანაში გამოიყენეს. მხოლოდ ევროსაბჭოში აცრილ იქნა 30 მლნ-მდე ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა დეტალური გამოკვლევა ჩაუტარეს 22 აცრილ ფინელ ბავშვს, რომლებიც ნარკოლეფსიით დაავადდნენ. ამ დაავადების მიმართ გენეტიკური განწყობა ყველა მათგანს აღმოაჩნდა. ამ გენის მატარებელია ფინეთის მცხოვრებთა 30%, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეთანხმება მოსაზრებას ვაქცინაციას, პაციენტის გენომსა და ნარკოლეფსიის შემთხვევებს შორის კავშირის თაობაზე, თუმცა ამბობს, რომ დაავადებულთა მცირე რიცხვის გათვალისწინებით, Pandemrix -ით აცრის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს.

თუთია სწრაფად კურნავს გაციებას

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გაციებისგან განსაკურნებლად საუკეთესო საშუალებაა თუთიის მიღება კვებითი დანამატის სახით. ოქსფორდში შეისწავლეს 1984 წლიდან დღემდე ჩატარებული 15 კლინიკური გამოცდის შედეგები და დაასკვნეს, რომ თუთიის წყალობით დაავადების ხანგრძლივობა საგრძნობლად მცირდება. კვლევის დროს მოხალისეებს ყოველდღე აძლევდნენ 30-60 მგ თუთიის შემცველ აბებს. შედეგი ასეთი აღმოჩნდა: თუთიის მიღებისას დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობდა და მალე სრულდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფები, რომლებიც თუთიის შემცველ დანამატებს იღებდნენ, ორჯერ უფრო ხშირად იკურნებოდნენ ავადმყოფობის პირველსავე კვირას, ვიდრე პლაცებოზე მყოფნი, ხოლო ბავშვები, რომელთაც ხუთი თვის მანძილზე დღეში ერთხელ ეძლეოდათ თუთიის შემცველი აბები, პლაცებოს მომხმარებელ პატარებზე სამჯერ იშვიათად ცივდებოდნენ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 15 მგ თუთიის მიღებაა რეკომენდებული, მაგრამ გვაფრთხილებენ, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს გვერდითი ეფექტიები - დიარეა და ღებინება.

კიბოს რვა სიმპტომი

მედიკოსებმა დაასახელეს რვა ძირითადი სიმპტომი, რომლებიც დიდი ალბათობით მიუთითებს კიბოს არსებობაზე. ეს სიმპტომები განსაზღვრული ასაკის ადამიანებისთვის განგაშის სიგნალად უნდა იქცეს. გამოყვეს ამ თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო ასაკიც. საგანგაშო სიმპტომებია:

1. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა (მაღალ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა მსხვილი ნაწლავის კიბოზე მიუთითებდეს);

2. რკინადეფიციტური ანემია (მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომი);

3. სიმაგრე სარძევე ჯიკვალში (სარძევე ჯირკვლის კიბოს სიმპტომი);

4. სისხლი განავალში (ნაჩვენებია სწორი ნაწლავის გამოკვლევა კიბოს გამოსარიცხად);

5. სისხლი შარდში (შარდსასქესო ორგანოების კიბოს სიმპტომი);

6. სისხლიანი ხველა (შეიძლება, ფილტვის კიბოს სიმპტომი იყოს);

7. მენოპაუზის შემდგომი სისხლდენა (საშვილოსნოს, საკვერცხეების კიბოს სიმპტომი);

8. ყლაპვის გაძნელება (საყლაპავის კიბოს სიმპტომი).

არსებობს კიბოს 200-ზე მეტი სახეობა, რომლებიც პათოლოგიურ სიმპტომთა მთელ წყებას იწვევს, თუმცა მეცნიერები საგანგებოდ ეძებდნენ სიმპტომებს, რომელთა არსებობის დროს კიბოს განვითარების ალბათობა 1:20-ზე მეტია. ზემოთ ჩამოთვლილი 8 სიმპტომი სწორედ ასეთია. ეს დასკვნა გამოტანილ იქნა ავთვისებიანი სიმსივნეების შესასწავლად განხორციელებული 25 გამოკვლევის შედეგების ანალიზითა და შეჯერებით. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი 55 წელზე ნაკლები ასაკისაა, 1:20 კატეგორიაში მხოლოდ ორი სიმპტომი ხვდება. ერთ-ერთი მათგანია სიმკვრივე სარძევე ჯირკვალში.

55 წლიდან ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ მამაკაცისთვის შეიძლება იყოს საყლაპავის კიბოს ნიშანი, ხოლო შარდში სისხლის არსებობა ხიფათის მაუწყებელია როგორც 60 წელს გადაცილებულ ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც.

ყველას, ვისაც ერთხელ მაინც შეუმჩნევია თუნდაც ერთი ჩამოთვლილ სიმპტომთაგანი, მკვლევრები მოუწოდებენ, აუცილებლად მიმართოს ექიმს შემდგომი გამოკვლევისთვის.