სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მაგრამ პორტუგალიელ ანთროპოლოგს უგუ კარდოზუს მიაჩნია, რომ აქსელერაცია მარადიული პროცესი არ არის; ის მალე დასრულდება და შესაძლოა, უკუგანვითარებაც კი განიცადოს. ეს პროგნოზი აშშ-სა და სხვა ქვეყნებში შეკრებილ მონაცემებს ეფუძნება. ამერიკელები ყოველთვის ყველაზე მაღლები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი არ პირველობენ. "ჩვენ არ ვიცით, რომელ წერტილში შეჩერდება პროცესი, მაგრამ ვიცით, რომ მოგველის სტაგნაცია", - განაცხადა მეცნიერმა.

უგუ კარდოზუ ბავშვთა აქსელერაციის პროცესის შემსწავლელი პროექტის კოორდინატორია. ამ პროექტში პორტუს უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად მათი პენსილვანიელი კოლეგებიც მონაწილეობდნენ. ხანგრძლივმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბოლო საუკუნეების განმავლობაში ბავშვებმა უფრო სწრაფად იწყეს განვითარება, მოიმატეს სიმაღლე, წონა, დაჩქარდა მათი სქესობრივი მომწიფება.

პროექტის უკანასკნელ ეტაპზე დაწვრილებით იქნა შესწავლილი კბილების განვითარების ევოლუცია. კვლევისთვის შეირჩა 6-იდან 18 წლამდე ასაკის საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენელი 500 ბავშვი. მათი კბილების მდგომარეობა 1887-1969 წლებში დაბადებული თანატოლებისას შეადარეს (საამისოდ ლისაბონისა და კოიმბრის ანთროპოლოგიის მუზეუმებში დაცული 114 ბავშვის ჩონჩხის შესწავლა დასჭირდათ). დადგინდა, რომ დღეს ბიჭების კბილის ფესვი საშუალოდ 1,22 წლით ადრე იზრდება, გოგონებისა კი - 1,47 წლით ადრე, ვიდრე ერთი საუკუნის წინ.

განსხვავება აიხსნება უკეთესი კვებით, სამედიცინო მომსახურებით და საერთოდ, ცხოვრების პირობებით. უგუ კარდოზუს აზრით, ამ მონაცემებს შეიძლება უნივერსალური ვუწოდოთ. "მართალია, გაანალიზებულ იქნა მხოლოდ პორტუგალიელი ბავშვების მონაცემები, მაგრამ მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა სხვა ქვეყნებშიც, - განმარტა მან, - კვლევის შედეგებმა ცხადყო ცხოვრების პირობების როლის მნიშვნელობა კბილების ფორმირებისა და განვითარებისთვის".

უგუ კარდოზუს მიაჩნია, რომ ამ გამოკვლევის შემდეგ დღის წესრიგში უნდა დადგეს ბავშვების სტომატოლოგთან ვიზიტის ამჟამად არსებული გრაფიკის გადახედვის საკითხი. სამართალდამცავ ორგანოებსაც გაუჩნდებათ საფიქრალი - დაპატიმრებული ახალგაზრდა არალეგალი ემიგრანტებისა და ლტოლვილების ასაკს, ჩვეულებრივ, კბილების მიხედვით განსაზღვრავდნენ. როგორც ჩანს, ეს კრიტერიუმიც უნდა გადაიხედოს.

რისგან ვიწამლებით ყველაზე ხშირად

ამერიკელმა მეცნიერებმა უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე დაგროვილი სტატისტიკური მონაცემები გააანალიზეს და შეადგინეს იმ პროდუქტების ათეული, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს კვებით ინტოქსიკაციას - მარტივად რომ ვთქვათ, მოწამვლას.

რეიტინგში პირველი ადგილი ძეხვმა და სოსისმა დაიკავა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ძეხვში ნატურალური ხორცი სოიის, სახამებლის, შემაერთებელი ქსოვილის, ქონის, ცხიმის, ტყავისა და E კოდის მქონე დანამატის კოქტეილით იცვლება.

მეორე ადგილი ზეთისხილს ერგო. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შავი ზეთისხილი, რადგან ხშირად ჯერ კიდევ მწვანე ნაყოფს რკინის გლუკონატით ღებავენ. ხელოვნურად შეღებილმა ზეთისხილმა შეიძლება ორგანიზმში რკინის ზედოზირება გამოიწვიოს.

არც კარტოფილი ყოფილა უსაფრთხო. ამ პროდუქტს პათოგენური მიკრობების მიზიდვის უნარი აქვს. ეს ეფექტი განსაკუთრებით ვლინდება მრავალი ინგრედიენტის შემცველ კერძებში, მაგალითად, სალათა "ოლივიეში".

ყველი შესაძლოა პათოგენურ ბაქტერიებს შეიცავდეს, მით უმეტეს, თუ სახლის პირობებშია დამზადებული არაპასტერიზებული რძისგან.

საფრთხეს შეიცავს ნაყინიც, რადგან ასაწონი ნაყინის კონტეინერს ყოველთვის არ რეცხავენ სათანადოდ, ამიტომ მათში სალმონელები, სტაფილოკოკები და ლისტერიები მრავლდება.

შებოლილ პროდუქტებში ბევრი კანცეროგენი და კონსერვანტია, ხოლო კვერცხები სახიფათოა სალმონელოზის გამო.

სალმონელა ფრინველთა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბინადრობს და თუ კვერცხი სათანადოდ არ დამუშავდა, ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

არცთუ იშვიათად მოწამვლის მიზეზად იქცევა პომიდორიც, - მასში ბაქტერიები დაზიანებული კანიდან აღწევენ. პომიდვრებში მრავლდებიან სალმონელები და ნოროვირუსები.

ათეულს ასრულებს მწვანილი. მავნე ბაქტერიები და ვირუსები მასში მიწიდან ხვდება და კარგად ინახება. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ პროდუქტების არჩევისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

ასევე აუცილებელია ხელების დაბანა და დანის გარეცხვა თითოეული პროდუქტის დამუშავების შემდეგ, სხვადასხვა პროდუქტისთვის სხვადასხვა საჭრელი დაფის გამოყენება. რაც შეეხება მწვანილს, ის ოციოდე წუთით უნდა ჩავალბოთ, მერე კი გამდინარე წყალში გავრეცხოთ.


შეიქმნა აბი, რომლის

გადაადგილების კონტროლი შესაძლებელია ბრაუნის უნივერსიტეტში შეიმუშავეს მაგნიტური სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში წამლის შეწოვას. ჩვეულებრივ, ტაბლეტი არ იხსნება საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ ადგილას - იქ, სადაც წამალი ყველაზე უკეთ შეიწოვება სისხლში, ახალმა აბმა კი ეს პრობლემა გადაჭრა. ამიერიდან მეცნიერებს შეეძლებათ იმის დადგენა, სად მდებარეობს აბი, სისხლის ნიმუშის აღება და გარკვევა, მაქსიმალურად შეიწოვება თუ არა სისხლში ტრაქტის ამ უბანზე გახსნილი წამალი.

სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: პატარა მაგნიტის შემცველი ჟელატინის კაფსულისა და გარეგანი მაგნიტისგან, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მასა და ტაბლეტის შიგთავსს შორის არსებული მაგნიტური მიზიდულობის ძალას.

პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მიზიდვის ძალის ვარირება შესაძლებელია. ეს ტაბლეტის საჭირო ადგილას გაჩერების საშუალებას იძლევა. უნდა ითქვას, რომ ეს არის პირველი სისტემა, რომელსაც ტაბლეტის კონტროლი ორგანიზმისთვის უვნებლად შეუძლია. კვლევის მომდევნო ეტაპი ამ სისტემით წამლის სათანადო ადგილამდე მიყვანისა და იქ ადსორბციის უნარის შესწავლას ისახავს მიზნად. ამის შემდეგ ჩატარდება ტესტი ცხოველებზე, ბოლოს კი ადამიანებზე.

სისხლის ანალიზი კიბოს ერთადერთ უჯრედსაც კი გამოავლენს

აშშ-ში შეიმუშავეს სისხლის ანალიზის ახალი მეთოდი, რომელიც მილიონობით ჯანმრთელ უჯრედს შორის კიბოს ერთადერთი უჯრედის ამოცნობის საშუალებას იძლევა. ახალი მეთოდის იარაღია სასაგნე მინის მსგავსი მიკროჩიპი, რომელიც წებოვანი ნივთიერებით დაფარულ ათას მიკრონემსს შეიცავს. მიკროჩიპში სისხლის გავლის დროს ეს ნემსები კიბოს უჯრედებს იწებებს.

კომპანია johnson and johnson-ის სპეციალისტები, რომლებიც მასაჩუსეტსის მთავარი ჰოსპიტლის მედიკოსებთან და კომპანია Veridex -თან თანამშრომლობდნენ, აცხადებენ, რომ აღნიშნული ტესტი ხელს შეუწყობს კიბოს მრავალი სახეობის, პირველ რიგში - სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, მსხვილი ნაწლავისა და ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენას.

კომპანია Veridex -ის ინოვაციური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაკკორმაკი აცხადებს, რომ ამ ახალი ტექნოლოგიის დახმარებით მეცნიერები შეძლებენ სიმსივნური უჯრედების კონტროლს და მათ ბიოლოგიურ კვლევას. "ამ უჯრედებში არსებული ინფორმაციის გამოყენება კლინიკურ პირობებში მოგვცემს საშუალებას, მოვძებნოთ ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს კიბოს მკურნალობის მართებული სტრატეგიის დროულად არჩევას", - ამბობს ის.

ქალებს, რომლებიც

ორსულობისას ფოლიუმის მჟავასა და რკინას იღებენ, უფრო ჭკვიანი ბავშვები ჰყავთ ამერიკელმა მეცნიერებმა ნეპალში ჩაატარეს გამოკვლევა, რათა დაედგინათ, რა როლს ასრულებს ორსულობის პერიოდში რკინისა და ფოლიუმის მჟავას მიღება ნაყოფის ტვინის განვითარებაზე და როგორ აისახება ეს სასკოლო ასაკში ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობისას რკინასა და ფოლიუმის მჟავას იღებდნენ, უფრო გონიერნი, ორგანიზებულნი იყვნენ და უკეთესი უნარ-ჩვევები ჰქონდათ, ვიდრე ბავშვებს, რომელთა დედებსაც ორსულობის დროს ეს პრეპარატები არ მიუღიათ.

მეცნიერებმა ოფიციალურად დაასკვნეს, რომ ორსულობის პერიოდში მიღებული რკინა და ფოლიუმის მჟავა ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე მოქმედებს, ხოლო მომავალში - სასკოლო ასაკში - მის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე დადებითად აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, განვითარებად ქვეყნებში თითქმის ყველა ორსულს და სკოლამდელი ასაკის ბავშვების 40%-ს ანემია აქვს.

შექმნილია ნარკოდამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა

ვეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა დოქტორ რონალდო კრისტალის ხელმძღვანელობით შექმნეს ვაქცინა, რომელიც ნარკომანებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ვაქცინა შეიცავს ჩვეულებრივი გაციების გამომწვევ ვირუსს და ნაწილაკს, რომელიც კოკაინს ჰგავს.

კოკაინის მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საცდელ თაგვებს ერთი აცრა ეყოთ. აცრის ეფექტურობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ვაქცინა იმუნური პასუხის პროვოცირებას მანამდე იწვევს, სანამ კოკაინი ტვინს მიაღწევდეს. ამის წყალობით შესაძლებელია ჰიპერრეაქტიულობის განვითარება თავიდან იქნეს აცილებული. ანტისხეულები შთანთქავენ კოკაინის ნაწილაკებს და ორგანიზმი მას სხეულში შეჭრილ სახიფათო ვირუსად აღიქვამს. ეფექტი, სულ ცოტა, ცამეტი კვირა გასტანს.

ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ამ მიდგომის ეფექტურობა დაადასტურა.