ულტრადამუშავებული საკვები ქრონიკულ უძილობას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ულტრადამუშავებული საკვები ქრონიკულ უძილობას იწვევს

სორბონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ულტრა დამუშავებული საკვები შეიძლება იყოს ქრონიკული უძილობის მიზეზი.

ასეთი საკვები სავსეა დანამატებით, გამაძლიერებლებით და სხვა ელემენტებით, რომელიც შედის თანამედროვე ადამიანების უმეტესობის რაციონში, განსაკუთრებით, განვითარებულ ქვეყნებში და მეგაპოლისებში. ანუ, სადაც ადამიანებს ყველაზე ხშირად აწუხებთ ძილის დარღვევა. ახალი ნაშრომი აჩვენებს, რომ ეს ორი რამ შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან.

სწრაფი კვება

ულტრადამუშავებული საკვები მოიცავს საკვებს, რომელიც ან მზად არის საჭმელად, ან საჭიროებს მინიმალურ მომზადებას. ასეთი საკვები ძალიან მოდიფიცირებულია - შეიცავს უამრავ საკვებ დანამატს, შაქარს, გემოს გამაძლიერებლებს, ემულგატორებს, გამასქელებლებს, რაფინირებულ, გადამუშავებულ მცენარეულ ცხიმებს და სხვა მავნე კომპონენტებს. მათი წყალობით ამ საკვების წარმოება უფრო ადვილია სამრეწველო მასშტაბით, ის უფრო დიდხანს ინახება, იწვევს დამოკიდებულებას, აქტიურად მოქმედებს დოფამინის რეცეპტორებზე.

ამავე დროს, ის არ შეიცავს ან კრიტიკულად არასაკმარისია მასში ვიტამინები და ბოჭკოები, რომლებიც გვხვდება ყველა ნატურალურ პროდუქტში. ვინაიდან ულტრა დამუშავებული საკვები მზადდება მაქსიმალურად გაწმენდილი ინგრედიენტებისგან.

ამ კატეგორიაში შედის:

  • დეჰიდრატირებული სუპები,
  • მაკარონები,
  • პიურეები და სხვა მყისიერი საკვები,
  • დამუშავებული ხორცი და თევზი,
  • შეფუთული ცომეული, რომლის შენახვის ვადა უფრო გრძელია ვიდრე ჩვეულებრივი პურის,
  • ნამცხვრები,
  • ტკბილეული,
  • ნაყინი,
  • ულტრაპასტერიზებული რძე,
  • გაზიანი სასმელები,
  • ჩიფსები,
  • კრეკერები და მსგავსი საჭმელები,
  • პიცა,
  • სწრაფი კვება და მრავალი სხვა.

სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი პროდუქტები შეადგენს ადამიანების ყოველდღიური რაციონის 25-დან 60%-მდე. წინა კვლევები აკავშირებდა ულტრა დამუშავებულ საკვებს ჯანმრთელობის პრობლემებთან, როგორიცაა დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ახალი კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ მათი გავლენა ადამიანის ძილზე. ამისათვის მათ გააანალიზეს NutriNet-Santé სამეცნიერო პროექტის 38570 ზრდასრული მონაწილის მონაცემები. მკვლევარებმა კვებითი ინფორმაცია ძილის ინდიკატორებთან შეადარეს. ასევე გავითვალისწინეს სოციო-დემოგრაფიული ფაქტორები, ცხოვრების წესი, ფსიქიკური ჯანმრთელობა და კვების ხარისხი უზუსტობის აღმოსაფხვრელად.

როგორ მოქმედებს დამუშავებული საკვები ძილზე?

შედეგებმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი ულტრა გადამუშავებული საკვების მოხმარებასა და ქრონიკული უძილობის რისკს შორის. მეცნიერთა გამოთვლებით, კვლევის მონაწილეები ასეთი საკვებისგან იღებდნენ დღიური ენერგიის დაახლოებით 16%-ს, ხოლო მათგან 19,4%-ს აღენიშნებოდა ძილის სერიოზული დარღვევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამ კონკრეტული ჯგუფის დიეტა შეიცავდა უფრო ულტრა დამუშავებულ საკვებს.

მონაცემთა ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ მამაკაცებში კავშირი ასეთ საკვებსა და ქრონიკულ უძილობას შორის უფრო ძლიერი და ხშირი იყო. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეულ დიეტას შეუძლია ხელი შეუწყოს ცუდი ან ხარისხიანი ძილის განვითარებას, ამბობენ მეცნიერები.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ასეთმა მავნე საკვებმა ღამით კარგად დაძინებაში ხელი შეგვიშალოს.

თუმცა, მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. ამას დასჭირდება არა დაკვირვებითი და სტატისტიკური კვლევები, არამედ კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ექსპერიმენტები. კვლევის ავტორებმა ასევე ადრე დაადგინეს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც შეიცავს უამრავ მცენარეულ საკვებს და ჯანსაღ ცხიმებს, ასოცირდება უძილობის განვითარების დაბალ რისკთან.