რამდენი ფიზიკური აქტივობაა საჭირო კიბოსგან თავის დასაცავად?
დიდი ხანია ცნობილია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ასოცირდება კიბოს რამდენიმე სახეობის განვითარების დაბალ რისკთან. ფართომასშტაბიანი სამუშაოს ფარგლებში, სადაც უცხოელმა მკვლევარებმა 750 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, გაირკვა, თუ რა ფიზიკური აქტივობა და რა მოცულობით არის საჭირო დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
კვლევაში მონაწილეობდნენ აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის, ამერიკის კიბოს საზოგადოებისა და ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ექსპერტები.
განახლებული ფიზიკური აქტივობის გაიდლაინებით ნათქვამია, რომ ადამიანები კვირაში 2,5-დან 5 საათამდე ზომიერი ინტენსივობის აქტივობას უნდა მიმართონ, ან - 1,25-დან 2,5 საათამდე უფრო ენერგიულ აქტივობას.
ასეთი ხანგრძლივობით ვარჯიში ამცირებს კიბოს შვიდი სახეობის განვითარების რისკს. კერძოდ:
- მსხვილი ნაწლავის კიბო მამაკაცებში,
- ძუძუს კიბო ქალებში,
- ენდომეტრიუმის კიბო,
- თირკმლის კიბო,
- ღვიძლის კიბო,
- მელანომა,
- არაჰოჯკინის ლიმფომა.
რაც უფრო მეტია ფიზიკური დატვირთვა, მით ნაკლებია ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენის რისკი.
„ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციები დიდწილად ეფუძნება მათ გავლენას ქრონიკულ დაავადებებზე, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.
ჩვენი მონაცემები ადასტურებს, რომ რეკომენდებული აქტივობის დონე ასევე მნიშვნელოვანია კიბოს პროფილაქტიკისთვის“, - თქვა ალპა პატელმა, ამერიკის კიბოს საზოგადოების სპეციალისტმა.