სილამაზე უმსხვერპლოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

თუმცა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნამდვილი ისტორია ასეთი საინტერესო არ არის. ის მრავალი საუკუნეა არსებობს. აი, წვრილქუსლა ფეხსაცმელი კი სულ ცოტა ხნის წინ, XX საუკუნის 50-იან წლებში შექმნა ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა როჟე ვივიემ. სწორედ მისგან დაიწყო სილამაზის, მოდისა და... ჯანმრთელობის ახალი ერა.

მას შემდეგ, რაც ქალები მაღალ ქუსლებზე შედგნენ, მსოფლიოს ექიმები სამყაროს მშვენიერი ნახევრის ჯანმრთელობის მდგომარეობამ დააფიქრა. მათი გამოთვლით, ქალების მესამედს წვრილქუსლა ფეხსაცმელი საგრძნობ ზიანს აყენებს.

პრობლემები მრავალფეროვანია, ათლეტის ტერფიდან დაწყებული, ტერფის ართროზებითა და სახსრების სხვა უკურნებელი დაავადებებით დამთავრებული, რაც ტერფის გადაჭარბებული დატვირთვის ბრალია. ექიმებმა ისიც გამოთვალეს, რომ ქუსლის ყოველი 2 სმ-ით მატება ფეხის თითებზე ზეწოლას დაახლოებით 25%-ით ზრდის.

მაღალი ქუსლები ზიანს აყენებს არა მარტო ტერფებს, არამედ მხრებსა და ზურგსაც, თუმცა ამის თაობაზე ზოგიერთ მედიკოსს განსხვავებული შეხედულება აქვს: მიიჩნევა, რომ მაღალი ქუსლები ტანადობაზე კარგად მოქმედებს, გამართულად სიარულს გვაიძულებს. გარდა ამისა, მაღალ ქუსლებზე სიარულისას იკუმშება დუნდულა, ბარძაყისა და წვივის კუნთები, რაც სხეულს ტონუსში ამყოფებს. მიუხედავად ამისა, ტერფზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მავნე გავლენა უდავოა, რაც მეცნიერებს აიძულებს, ასეთი ფეხსაცმლის ხანგრძლივი ტარების აუცილებლობაზე და მის უარყოფით შედეგებზე დაფიქრდნენ.

მოხერხებული პროთეზი

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ტერფის ახალი ტიპის პროთეზი, რომელიც თითქმის ორჯერ ამცირებს ენერგიის დანახარჯს სიარულის დროს. ჩვეულებრივი პროთეზები კოჭ-წვივის სახსარში მხოლოდ სიარულის დროს მოძრაობს. ამის გამო პაციენტი სიარულის დროს ხარჯავს 23%-ით მეტ ენერგიას, ვიდრე ჯანმრთელი ფეხით გადაადგილებისას.

ახალშექმნილი პროთეზის უპირატესობა კი ის არის, რომ საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ კუნთოვანი ენერგიის ნაწილი იატაკიდან ან მიწის ზედაპირიდან ფეხის ასაღებად, რაც ფეხისგულის მოძრაობის იმიტაციას ახდენს. იმისთვის, რომ მოძრაობის დასაწყებად საჭირო ენერგია დროულად იქნეს გამოყენებული, გამომგონებლებმა მოწყობილობაში სპეციალური მიკროპროცესორი ჩაამონტაჟეს. ჩვეულებრივი პროთეზის იმიტაციისთვის მკვლევრები მოხალისეებს უხეში წაღებით სიარულს სთხოვდნენ - ასეთი ფეხსაცმელი კოჭ-წვივის სახსარს მოძრაობის საშუალებას არ აძლევს, მერე კი სთავაზობდნენ, ახალშექმნილი პროთეზით გაევლოთ. როდესაც ძველი და ახალი პროთეზების მონაცემები ერთმანეთს შეადარეს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი პროთეზით სიარულისას ადამიანს თითქმის 2-ჯერ ნაკლები ენერგია ეხარჯება.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი თანამედროვე პროთეზი საშუალებას იძლევა, ფეხი იატაკის ზედაპირს ავაცილოთ, მაგრამ ეს მოწყობილობები ძრავებსა და გარეგანი კვების წყაროებზე მუშაობს, რაც მათ ამძიმებს და მოუხერხებელს ხდის, მათ მიერ შემუშავებული ახალი პროთეზი კი ადამიანს საშუალებას მისცემს, თავად სიარულის ენერგია გამოიყენოს. ამჟამად მოწყობილობის ტესტირება მიმდიდნარეობს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მისი წყალობით ტერფდაკარგულ ადამიანებს საგრძნობლად გაუადვილდებათ მოძრაობა და მათი სიცოცხლის ხარისხიც შესამჩნევად გაუმჯობესდება.


ვარჯიშის ნაცვლად მოყინული ტერფები

სტავროპოლის რაიონულმა სასამართლომ კიკბოქსინგის სექციის მწვრთნელს ერთწლიანი შრომაგამასწორებელი სამუშაო და სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასის 15%-ის დაკავება მიუსაჯა.

მწვრთნელმა, რომელიც სტავროპოლის სპორტულ სკოლაში ვარჯიშს ატარებდა, იანვარში მოსწავლეები აიძულა, გასაკაჟებლად თოვლზე ფეხშიშველებს ერბინათ. ჰაერის ტემპერატურა ამ დღეს მინუს 15-18 გრადუსი იყო. ექვს მოსწავლეს ტერფები მოეყინა და საავადმყოფოში დაწვენა დასჭირდა. ამ ინციდენტის შემდეგ მწვრთნელი სკოლიდან გაათავისუფლეს, სასამართლომ კი მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მწვრთნელმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ ზემდგომმა სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მუმია ხელოვნური თითით

მეცნიერთა მიერ ნაპოვნი მუმია ამტკიცებს, რომ პროთეზირება ძველ ეგვიპტეშიც იცოდნენ. არქეოლოგებმა გათხრების დროს აღმოაჩინეს ქალის მუმია, რომელიც, სავარაუდოდ, 3 ათასი წლისაა. მარჯვენა ფეხის ცერა თითის ნაცვლად მას ოსტატურად გაკეთებული პროთეზი აღმოაჩნდა.

არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ფეხის დიდი თითი ქალს სიცოცხლეშივე მოჰკვეთეს, რადგან ამპუტაციის ადგილი იყო დაფარული. სავარაუდოდ, ქალს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც ხშირად ირღვევა კიდურების სისხლის მიმოქცევა და ვითარდება დიაბეტური ტერფი, რამაც შესაძლოა ამპუტაციამდე მიგვიყვანოს.

ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ცხედარს არტერიის კედლები გამკვირვებული აღმოაჩნდა. პროთეზი ხისგან არის გაკეთებული და ფეხზე თასმების საშუალებით მაგრდება. მეცნიერთა აზრით, ის თითის დაკარგვისთანავე დაამზადეს და ფუნქციური მნიშვნელობა ჰქონდა.

ორივე მარცხენა?!

ბრიტანელი მედიკოსი სამსახურს დაემშვიდობა - პაციენტს, რომელმაც მარჯვენა ფეხი დაკარგა, მან მარცხენა ტერფის პროთეზი გაუკეთა. ეს მისი პირველი შეცდომა არ გახლავთ - მალკოლმ გრიფიტსის წინააღმდეგ სულ 16 საჩივარია შეტანილი. 76 წლის პატრიკ მორისონს მარჯვენა ტერფი განგრენის გამო მოჰკვეთეს. მისი თქმით, პროთეზს წაღა ეცვა, ამიტომ ექიმის შეცდომა მაშინვე ვერ შეამჩნია. თავად ექიმმა პროთეზის მორგების შემდეგ მორისონი კიდევ ორჯერ გასინჯა, მაგრამ პროთეზისთვის ყურადღება არ მიუქცევია. პაციენტმა მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მას მარცხენა ფეხის პროთეზი გაუკეთეს.

დაზიანებულის ნაცვლად - ჯანმრთელი

ავსტრალიელმა ექიმებმა შეცდომით ჯანმრთელი ფეხის ამპუტაცია გააკეთეს. მათი უყურადღებობის შედეგად 90 წლის ქალბატონმა ორივე ფეხი დაკარგა.

სისხლძარღვების მძიმე დაავადების მქონე მოხუცი ტიროლის წმინდა იოანეს საავადმყოფოში ტერფის ექსტრემალური ამპუტაციისთვის დააწვინეს, მაგრამ ქირურგებმა პაციენტს შეცდომით ჯანმრთელი ფეხი მოჰკვეთეს, ხოლო როცა შეცდომა გაირკვა, ბუნებრივია, ჩატარდა იმ ტერფის ამპუტაციაც, რომელსაც ნამდვილად სჭირდებოდა მოკვეთა. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. უცნობია, რამ გამოიწვია შეცდომა, აგრეთვე ისიც, დასაჯეს თუ არა ქირურგები.

ავსტრიის სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევის გამოძიებას შეუდგნენ. შესაძლოა, ქირურგებს ბრალი წაუყენონ სამსახურებრივი გულგრილობისა და პაციენტის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების გამო.