მეცნიერებმა ხარისხიანი ძილის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაასახელეს
რომ დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდა ხელს უწყობს ღამის ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Sleep Health.
კვლევამ გამოიყენა 1168 ბავშვის (საშუალო ასაკი 12) და 1360 ზრდასრული, საშუალოდ 44 წლის (არასრულწლოვანთა მშობლები) ადამიანების ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის მონაცემები.
- მეცნიერებმა ჩაწერეს დღის რომელ დროს იყო ყველა მონაწილე ფიზიკურად ყველაზე აქტიური და შეადარეს ეს მონაცემები ძილის ხარისხის მაჩვენებლებს. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც აქვთ დღისით ზომიერი და ენერგიული ფიზიკური აქტივობის მაღალი დონე, ნაკლებად ჰქონდათ მოუსვენარი ძილი, იშვიათად აღენიშნებოდათ ღამის გაღვიძება და შემცირებული იყო დღისით დაღლილობის შეგრძნება.
უფრო მეტიც, ფიზიკური აქტივობა პირდაპირ კავშირში იყო ძილის გაუმჯობესებულ ეფექტურობასთან.
აღნიშნულია, რომ ადრე დაძინება და ამისთვის დამატებითი დროის გამოყოფა, პირიქით, ხშირად ხდებოდა უფრო მოუსვენარი ძილის მიზეზი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ინსომნია - ტოტალური უძილობაა. ის გვხვდება როგორც ფსიქიკური (ნევროზები, დეპრესია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი), ასევე სომატური დაავადებების დროს (ენდოკრინული და კანის ზოგიერთი დაავადების, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების, ქრონიკული ტკივილისმიერი სინდრომების დროს და სხვა).
ინტრასომნიური დარღვევების დროს - ადამიანები ძილის პროცესის არასრულფასოვნად მიმდინარეობას უჩივიან. „ღრმა ძილით“ არ სძინავთ, ხშირ-ხშირად ეღვიძებათ და რაც მთავარია, ყოველი ასეთი გამოღვიძების შემდეგ ძალიან უჭირთ ჩაძინება.
პრესომნიური დარღვევები - როგორც წესი, უკავშირდება მომატებულ ემოციურ აგზნებადობასა და განგაშისმაგვარ მოვლენებს. ამ ტიპის დარღვევის დროს ჩაძინების მოძალებული სურვილი ადამიანებს ლოგინში ჩაწოლისთანავე უქრებათ. საწოლში მოკალათებისთანავე მათ ცუდი მოგონებანი და ნეგატიური, დამამძიმებელი ფიქრები იპყრობს, ძლიერდება მოძრაობითი აქტივობა და ადამიანი ცდილობს მისთვის სასურველი პოზა მიიღოს. ზოგიერთებს ქავილის ან ტკივილის შეგრძნება ეძალება. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ძალიან უნდა დაძინება, იტანჯება და ვერ იძინებს; თუ ნორმისას ჩაძინების პროცესი 3-10 წუთს მოიცავს, პრესომნიური დარღვევის დროს ის 30-40 წუთს გრძელდება; უფრო მეტიც, ადამიანებს ზოგჯერ საათობით უჭირთ ჩაძინება.
პოსტსომნიური დარღვევები - აერთიანებს იმ სიმპტომებს, რომლებიც ადამიანებს გამოღვიძებიდან უახლოეს პერიოდში აღენიშნებათ. რამდენიმესაათიანი ძილის მიუხედავად, ამ დროს ადამიანები გამოუძინებლები, მოდუნებულნი, ძილით დაუკმაყოფილებულნი და ძალაგამოცლილები დგებიან (ნაცვლად იმისა, რომ ძალებმოზღვავებულები, დასვენებულები და შემართულები ადგნენ). მათ დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა, გუნება-განწყობა, ზოგიერთებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, აპათია. განაგრძეთ კითხვა