დასახელდა ოპტიმალური ასაკი მოწევისთვის თავის დასანებებლად
კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში NEJM Evidence.
ექსპერტების აზრით, მოწევისთვის თავის დანებება ჯანმრთელობისთვის კარგია ნებისმიერ ასაკში. მათ, ვინც 40 წლამდე შეწყვეტს მოწევას, შეიძლება თითქმის იმდენ ხანს იცოცხლოს, რამდენსაც ცოცხლობენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ.
სიგარეტისა და სხვა თამბაქოს ნაწარმის თავის დანებებიდან 10 წლის შემდეგ ორგანიზმი თითქმის მთლიანად აღდგება და სასარგებლო ეფექტის დაახლოებით ნახევარი მიიღწევა სულ რამდენიმე წელიწადში.
მეცნიერთა დასკვნები ეფუძნება 1,5 მილიონი ადამიანზე დაკვირვებას აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ნორვეგიაში, რომლებსაც 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
40-დან 79 წლამდე ასაკის მწეველებს თითქმის სამჯერ მეტი აქვთ ნაადრევი სიკვდილის ალბათობა, ვიდრე მათ, ვისაც არასდროს მოუწევია. ანუ მოწევა საშუალოდ 12-13 წლის სიცოცხლეს გვართმევს. როდესაც ადამიანი მოწევას წყვეტს, თამბაქოს მიტოვებიდან სულ რაღაც სამი წლის განმავლობაში იბრუნებს ექვს წელს.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მოწევაზე თავის დანებება ამცირებს სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოსგან სიკვდილის და რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს.
1990 წლიდან მოყოლებული გლობალური მოწევის მაჩვენებელი 25%-ზე მეტით შემცირდა, მაგრამ თამბაქო კვლავ რჩება სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად.
ასევე დაგაინტერესებთ:
მწვავე მოწამვლა
ნიკოტინით მწვავე ინტოქსიკაციის დროს (ასეთი რამ უმთავრესად ბავშვებს ემართებათ) აღინიშნება გაძლიერებული ნერწყვდენა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭის არეში, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) იცვლება ტაქიკარდიით (გულისცემის აჩქარებით). აჩქარებული სუნთქვა (ქოშინის ერთ-ერთი სახეობა) შესაძლოა სუნთქვის დათრგუნვაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია მხედველობისა და სმენის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, აღგზნება, რომელიც ზოგჯერ ლეთარგიული მდგომარეობით (გონმიხდილობა, უმოქმედობა) იცვლება. შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები და კომური მდგომარეობაც.
დამოკიდებულების განვითარება
პირველი სიგარეტი, როგორც წესი, არასასიამოვნო შეგრნებებს: ყელის წვას, გულისრევას, თავბრუხვევას - იწვევს. თუ ადამიანმა სიგარეტის წევა გააგრძელა, ჩამოთვლილი მოვლენები თანდათან ქრება და ყალიბდება მოწევის მავნე ჩვევა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სინდრომი. თავდაპირველად თამბაქოს მოხმარება სისტემატურია. ჩნდება შეგრძნება, რომ სიგარეტის მოწევა ზრდის გონებრივი შრომის უნარს, აქარვებს მღელვარებას და სევდას. დამოკიდებულების ეს ეტაპი 3-5 წელიწადს გრძელდება. ამ ხნის მანძილზე დღეში 10-20 ღერ სიგარეტს ეწევიან. ნევროლო-გიური და ფსიქიკური ცვლილებები არ აღინიშნება. მომდევნო ეტაპზე მოწეული ღერების რაოდენობა დღეში 20-40 ცალს აღწევს. სიგარეტის მოწევა დაუძლეველ ლტოლვად იქცევა. იწყებენ მოწევას დილით, უზმოზე, რათა შეიმსუბუქონ უსიამოვნო შეგრძნებები, მაგალითად, ხველა (მწეველთა დილის ხველა). თავგადადებული მწეველი სიგარეტის მოსაწევად ხშირად ღამითაც იღვიძებს. ყველაზე მსუბუქი სომატური გართულებაა ქრონიკული ბრონქიტი, უსიამოვნო შეგრძნებები, ზოგჯერ ტკივილიც კი, განაგრძეთ კითხვა