რა საკვები დაგეხმარებათ მუცლის ცხიმის მოცილებაში
მას შეუძლია როგორც ხელი შეუშალოს ჭარბი ცხიმის მოცილებას და ასევე თავიდან აიცილოს წონის მომატება.
კორტიზოლი წარმოიქმნება შიმშილისა და ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ. ამიტომ, თუ ხშირად ხართ სტრესის ქვეშ, გიჭირთ დაძინება ან ღამით გეღვიძებათ, დაბალნახშირწყლოვანი დიეტა არ არის თქვენთვის შესაფერისი.
მხოლოდ ჯანსაღ ნახშირწყლებს შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება. სადილად საკმარისია რაციონში სეზონური ბოსტნეულის დამატება. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კორტიზოლის ნახტომებისებრი ცვალებადობა და გქონდეთ ხარისხიანი ძილი.
ზოგიერთ შემთხვევაში შიმშილი შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგალითად, ინტერვალური შიმშილი სასარგებლოდ ითვლება დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში.
წელის არეში დაგროვებული ცხიმი ჯანმრთელობისთვის საშიშია. სხეულის საერთო მასის მიუხედავად, წელის არეში ცხიმი ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის რისკს. ეს ეხება ქალებს 86 სმ და მამაკაცებს 100სმ-ზე მეტი წელის გარშემოწერილობით.
ისრაელის მეცნიერების აზრით კი, ხმელთაშუაზღვის პროდუქტების რაციონი, კვირაში მხოლოდ სამჯერ, ხელს უწყობს გულისა და ღვიძლის ირგვლივ ცხიმის შრის შემცირებას. გარდა ამისა, 18 თვის განმავლობაში დიეტის დაცვის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ბევრ ხილს, ბოსტნეულსა და ნიგოზს, მნიშვნელოვნად მცირდება წელის გარშემოწერილობაც. წაიკითხეთ სრულად