რომელ საათზე ჯობს მაღვიძარას დაყენება?
შეიძლება აღენიშნებოდეთ სტრესის ჰორმონების მომატებული დონე. ამავდროულად, ერთსადაიმავე დროს გაღვიძება და დაძინება კარგია ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ იუწყება The Telegraph.
ექიმი ეყრდნობა ვესტმინსტერის უნივერსიტეტის კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ მათ, ვინც იღვიძებს დილის 5:22-დან 7:21 საათამდე, აქვთ სტრესის ჰორმონების უფრო მაღალი დონე, ვიდრე მათ, ვინც გვიან დგება. ასევე დადგინდა, რომ ამ პერიოდში მაღვიძარას დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი განწყობა, კუნთების ტკივილი, გაციება და თავის ტკივილი.
ექიმმა განმარტა, რომ დილის შვიდ საათზე ადგომა კარგია ადამიანების უმეტესობისთვის. თუმცა, კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მნიშვნელოვანია არა ადრე ადგომა, არამედ ძილის რეგულარული განრიგი – უნდა დაიძინოთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს. ექსპერტის თქმით, ეს რეჟიმი უნდა იყოს დაცული შაბათ-კვირასაც. გამოსასვლელ დრეებში დასაშვებია ერთი საათის გადახრა. ამ შემთხვევაში ღამის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შვიდიდან რვამდე საათზე ნაკლები.
ასევე წაიკითხეთ:
რამდენიმე რჩევა ჯანსაღი და ეფექტური ძილისათვის
- უმჯობესია, დასაძინებლად 22-23 საათზე გვიან არ დაწვეთ. ამ პერიოდში ორგანიზმი ყველაზე მეტადაა მოდუნებული, ნერვული სისტემა ისვენებს, შესაბამისად, ჩაძინება არ ჭირს. ზრდასრულ ადამიანს 6-8 საათი მაინც უნდა ეძინოს, ბავშვებსა და მოზარდებს - 10 საათი. ძილისთვის საუკეთესო პერიოდია ღამის 11-დან დილის 5 საათამდე. ასეთი რეჟიმით დღისით ძილი არ არის რეკომენდებული, მეტადრე - მზის ჩასვლის შემდეგ. გასაღვიძებლად ყველაზე ოპტიმალური დრო დილის 5-6 საათია. თურმე ამ პერიოდში გაღვიძებული ადამიანი ყველაზე უკეთ გრძნობს თავს, მხნედაა, აქვს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური კომფორტის განცდა. ამ პერიოდში საუკეთესოდ აითვისება ახალი ინფორმაცია, აზროვნების უნარი და გონებრივი შესაძლებლობები განსაკუთრებით გააქტიურებულია, ამიტომ ყველაფერი სწრაფად და ღრმად, საფუძვლიანად ილექება მეხსიერებაში.
- ძილის წინ არ არის სასურველი გადაძღომა, თუმცა მშიერი კუჭით დაძინებასაც არ გირჩევთ. თუ ძილის წინ კუჭი ისევ გიღიტინებთ და შიმშილის გრძნობას ვერაფრით იოკებთ, დალიეთ თბილი რძე (სასურველია, თაფლით) ან ჩუმამაწონი (იგივე კეფირი). უმჯობესია, დაძინებამდე ორი საათით ადრე ივახშმოთ, თანაც ადვილად ასათვისებელი პროდუქტებით, რათა საჭმლის მომნელებელმა სისტემამ მთელ ორგანიზმთან ერთად დაისვენოს.
- ძილის წინ ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, ნიკოტინსა და კოფეინს. შეგახსენებთ, რომ კოფეინს შეიცავს არა მხოლოდ ყავა, არამედ ჩაი, შოკოლადი, ბევრი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი. უმჯობესია, დალიოთ მცენარეთა დამამშვიდებელი ნაყენი (ბარამბოსი, პიტნისა, გვირილისა, კატაბალახასი, შავბალახასი და სხვა). წაიკითხეთ სრულად: