/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
ამერიკელებმა ხელოვნური საკვერცხე შექმნეს. ბრაუნის უნივერსიტეტის (აშშ, როდ-აილენდი) მეცნიერებმა მოფუნქციე ხელოვნური საკვერცხე შექმნეს.

მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სამგანზომილებიანი ქსოვილოვანი სტრუქტურა, რომელიც სამი სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან შედგება. თავდაპირველად მეცნიერებმა დონორის საკვერცხის თეკალური უჯრედებისგან "ფიჭა" შექმნეს, მერე კი თითოეულ უჯრულაში მოათავსეს ოოციტები - ქალის უმწიფარი სასქესო უჯრედები - და ამრიგად ხელოვნურმა ორგანომ ნამდვილი საკვერცხის მსგავსი აგებულება მიიღო.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნურად შექმნილ საკვერცხეს შეეძლო კვერცხუჯრედების ბოლომდე (ანუ განაყოფიერებისთვის მზადყოფნამდე) მომწიფების უზრუნველყოფა, რამაც დაადასტურა, რომ მას სრულფასოვნად ფუნქციონირების უნარი შესწევს. ექსპერიმენტის ავტორებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი საკვერცხე არ არის გათვალისწინებული ქალის ორგანიზმში გადასანერგად, - მათ განზრახული აქვთ ხელოვნური საკვერცხის გამოყენება საკვერცხეების მუშაობის შესასწავლად ნორმაში და სხვადასხვა გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების ფონზე.

მომავალში კი, მკვლევართა ვარაუდით, ხელოვნური ორგანო შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ქალების კვერცხუჯრედების შესანახად, რომლებიც სხივურ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას იტარებენ.

ახალი პრეპარატი პროსტატის კიბოთი დაავადებულ უიმედო პაციენტებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეცნიერებმა მიაგნეს წამალს, რომელიც პროსტატის კიბოს უკანასკნელ სტადიაში მყოფ პაციენტებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს - პრეპარატ კაბაზიტაქსელს შეუძლია, მათ 2 წლის სიცოცხლე აჩუქოს. კაბაზიტაქსელი დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტისა და Royal Marsden-ის კლინიკის მეცნიერებმა შეიმუშავეს. მის გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 26 ქვეყნის მკვიდრმა 755-მა მამაკაცმა. სამწუხაროდ, გამოკვლევამ აჩვენა, რომ კაბაზიტაქსელს აქვს მძიმე გვერდითი ეფექტები, რადგან მისი გავლენით მცირდება ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობა. გარდა ამისა, მან შესაძლოა დაღლილობა, გულისრევა და ღებინებაც გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, კაბაზიტაქსელი უახლოეს მომავალში მიიღებს ლიცენზიას და ევროპაში გაყიდვის უფლებას.

სტრესი ძუძუს კიბოს განვითარებას აჩქარებს

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მუდმივი შფოთვა და გაღიზიანება სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებისთვის ერთგვარი "სასუქია". კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ქრონიკული სტრესი საგრძნობლად აჩქარებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას, რომელსაც გავრცელების მიხედვით ისედაც მეორე ადგილი უკავია ონკოდაავადებებს შორის.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

მეცნიერებმა ცდები ჩაატარეს თაგვებზე, რომლებიც მუდმივი ძლიერი სტრესის ზემოქმედების ქვეშ ჰყავდათ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ძლიერი იყო სტრესი, მით უფრო მაღალი იყოს კიბოს სწრაფად პროგრესირების ალბათობა. აღსანიშნავია, რომ კიბოს უჯრედების გავრცელების სიჩქარე 30-ჯერ გაიზარდა. მეცნიერებმა განმარტეს, რომ სტრესი ცვლის იმუნური სისტემის უჯრედების ბიოლოგიას და ისინიც, ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზმში დამცავი ფუნქცია შეასრულონ, დაავადების შორეულ ორგანოებში გავრცელებას უწყობენ ხელს, ანუ ქრონიკული სტრესი იწვევს კიბოს უჯრედების დაშორებას პირველადი კერისგან და კოლონიზაციას სხვა ორგანოებში, რაც უფრო მეტად აძნელებს კიბოს მკურნალობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა
103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა
ბრიტანელი დოროთი კეტლი დაიბადა 1922 წელს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კვების ინდუსტრიაში და ბედნიერი იყო ქორწინებაში.
სრულად
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პრობიოტიკური კოქტეილი, რომელიც ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
სრულად
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს
SciTechDaily: სამი ფაქტორი ამცირებს თავისა და კისრის კიბოს განვითარების რისკს.
სრულად
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?
გუშინ შვეიცარიის ალპურ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი ბლატენი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამან კიდევ ერთხელ გაგვახსენა შოვის ტრაგედია და გააჩინა მრავალი კითხვა.
სრულად
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში
გასული ათწლეული (2015-2025) მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და რევოლუციურ პერიოდად შევა.
სრულად
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები შესაძლოა მომავალში ადამიანის კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები შესაძლოა მომავალში ადამიანის კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს
მეცნიერებმა ლონდონის კინგსის კოლეჯიდან (King's College London), იმპერიალის კოლეჯთან (Imperial College London) თანამშრომლობით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სამგანზომილებიანი ქსოვილოვანი სტრუქტურა, რომელიც სამი სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან შედგება. თავდაპირველად მეცნიერებმა დონორის საკვერცხის თეკალური უჯრედებისგან "ფიჭა" შექმნეს, მერე კი თითოეულ უჯრულაში მოათავსეს ოოციტები - ქალის უმწიფარი სასქესო უჯრედები - და ამრიგად ხელოვნურმა ორგანომ ნამდვილი საკვერცხის მსგავსი აგებულება მიიღო.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნურად შექმნილ საკვერცხეს შეეძლო კვერცხუჯრედების ბოლომდე (ანუ განაყოფიერებისთვის მზადყოფნამდე) მომწიფების უზრუნველყოფა, რამაც დაადასტურა, რომ მას სრულფასოვნად ფუნქციონირების უნარი შესწევს. ექსპერიმენტის ავტორებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი საკვერცხე არ არის გათვალისწინებული ქალის ორგანიზმში გადასანერგად, - მათ განზრახული აქვთ ხელოვნური საკვერცხის გამოყენება საკვერცხეების მუშაობის შესასწავლად ნორმაში და სხვადასხვა გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების ფონზე.

მომავალში კი, მკვლევართა ვარაუდით, ხელოვნური ორგანო შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ქალების კვერცხუჯრედების შესანახად, რომლებიც სხივურ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას იტარებენ.

ახალი პრეპარატი პროსტატის კიბოთი დაავადებულ უიმედო პაციენტებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს

მეცნიერებმა მიაგნეს წამალს, რომელიც პროსტატის კიბოს უკანასკნელ სტადიაში მყოფ პაციენტებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს - პრეპარატ კაბაზიტაქსელს შეუძლია, მათ 2 წლის სიცოცხლე აჩუქოს. კაბაზიტაქსელი დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტისა და Royal Marsden-ის კლინიკის მეცნიერებმა შეიმუშავეს. მის გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 26 ქვეყნის მკვიდრმა 755-მა მამაკაცმა. სამწუხაროდ, გამოკვლევამ აჩვენა, რომ კაბაზიტაქსელს აქვს მძიმე გვერდითი ეფექტები, რადგან მისი გავლენით მცირდება ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობა. გარდა ამისა, მან შესაძლოა დაღლილობა, გულისრევა და ღებინებაც გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, კაბაზიტაქსელი უახლოეს მომავალში მიიღებს ლიცენზიას და ევროპაში გაყიდვის უფლებას.

სტრესი ძუძუს კიბოს განვითარებას აჩქარებს

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მუდმივი შფოთვა და გაღიზიანება სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებისთვის ერთგვარი "სასუქია". კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ქრონიკული სტრესი საგრძნობლად აჩქარებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას, რომელსაც გავრცელების მიხედვით ისედაც მეორე ადგილი უკავია ონკოდაავადებებს შორის.

მეცნიერებმა ცდები ჩაატარეს თაგვებზე, რომლებიც მუდმივი ძლიერი სტრესის ზემოქმედების ქვეშ ჰყავდათ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ძლიერი იყო სტრესი, მით უფრო მაღალი იყოს კიბოს სწრაფად პროგრესირების ალბათობა. აღსანიშნავია, რომ კიბოს უჯრედების გავრცელების სიჩქარე 30-ჯერ გაიზარდა. მეცნიერებმა განმარტეს, რომ სტრესი ცვლის იმუნური სისტემის უჯრედების ბიოლოგიას და ისინიც, ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზმში დამცავი ფუნქცია შეასრულონ, დაავადების შორეულ ორგანოებში გავრცელებას უწყობენ ხელს, ანუ ქრონიკული სტრესი იწვევს კიბოს უჯრედების დაშორებას პირველადი კერისგან და კოლონიზაციას სხვა ორგანოებში, რაც უფრო მეტად აძნელებს კიბოს მკურნალობას.


თირკმელების ცუდი მუშაობა შესაძლოა გულის დაავადებაზე მიუთითებდეს

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თირკმელების ცუდი მუშაობა გულის დაავადებისა და ინსულტის სიგნალია. ასეთია იმ ორი გამოკვლევის შედეგი, რომელთაგან პირველი ამერიკელმა და თურქმა მეცნიერებმა ჩაატარეს, მეორე კი ბრიტანელ და ისლანდიელ მკვლევართა ჯგუფმა.

პირველმა ჯგუფმა ევროპასა და აზიაში მცხოვრები 280 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლია და დაადგინა კავშირი თირკმელში არასაკმარისი რაოდენობის სითხის გავლასა და ინსულტის განვითარების მაღალ რისკს შორის. ამასთანავე, აზიელებს რისკი ევროპელებზე მაღალი აღმოაჩნდათ.

მეორე გამოკვლევამ, რომელშიც 17 000 მოხალისე მონაწილეობდა, ცხადყო, რომ გულის იშემიური დაავადების განვითარების მაღალი რისკი თირკმლის დაავადების ადრეულ სტადიაშიც კი არსებობს. ამრიგად, - მიაჩნიათ მკვლევრებს, - თირკმლის ქრონიკული დაავადებები შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკფაქტორად იქნეს განხილული.

თირკმელების მუშაობის გასაუმჯობესებლად მეცნიერები ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი პრეპარატების მიღებას გვირჩევენ.

ისრაელში აივ-ინფექციის მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს

ებრაული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აივ-ინფექციასთან ბრძოლის კუთხით უდიდესი ნაბიჯი გადადგა: ვირუსის დამთრგუნველი საშუალებების ძებნის ნაცვლად მისი გამრავლების სტიმულირება მოახდინა. შედეგად უჯრედი, რომელიც ვირუსის აკვანი უნდა გამხდარიყო, მის სამარედ იქცა და მასთან ერთად დაიღუპა.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი მეთოდი 100%-ით ამართლებს. მეთოდი უჯრედის დნმ-ში ვირუსის იმპლანტაციის სტიმულირებას ეფუძნება. ჩვეულებრივ პირობებში ვირუსი დაზიანებული უჯრედის დნმ-ში თავის 2-3 ასლს ნერგავს, ებრაელმა მეცნიერებმა კი ვირუსს 15 მსგავსი ასლის შექმნა აიძულეს, რამაც აპოპტოზის - უჯრედის თვითგანადგურების - მექანიზმი ჩართო.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გამრავლების მასტიმულირებელი პრეპარატი უჯრედებისთვის უვნებელია. უახლოეს მომავალში მეცნიერები ახალ მეთოდს მღრღნელებზე გამოცდიან.

ვეგეტარიანელობა იმპოტენციას იწვევს

კვების რაციონიდან ხორცის გამორიცხვამ შეიძლება ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს, რადგან მცენარეული საკვები არ შეიცავს ცხიმებს, რომლებიც აუცილებელია მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის გამოსამუშავებლად. ასეთი დასკვნა გამოიტანეს სექსოლოგებმა გამოკვლევის საფუძველზე, რომელშიც რამდენიმე ათასმა შუახნის მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, გამოკვლევის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ დაუბალანსებელმა დიეტამ, რომელიც მხოლოდ მცენარეული კომპონენტებისგან შედგება, შესაძლოა რკინის უკმარისობაც გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ კვების ვეგეტარიანული პრინციპების მიმდევრები ხშირად იყენებენ ყურძნისა და მწვანე ჩაის ექსტრაქტების შემცველ საკვებ დანამატებს, ეს ექსტრაქტები კი პოლიფენოლების ძლიერი წყაროა - პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ პოლიფენოლები ეწებებიან რკინის მოლეკულებს და ნაწლავებიდან მათ შეწოვას აფერხებენ, ამიტომ რკინა ორგანიზმისათვის უსარგებლო ხდება.

C ვიტამინი განწყობას აუმჯობესებს

მონრეალში არსებული ევროპის მთავარი ჰოსპიტლისა და ლედი დევისის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ც ვიტამინი მწოლიარე პაციენტების განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ექსპერიმენტის დროს პაციენტებს 7-10 დღის განმავლობაში არჩევითად აძლევდნენ C და D ვიტამინების შემცველ დანამატებს. შედეგად აღმოაჩინეს, რომ ავადმყოფები, რომლებიც C ვიტამინს იღებდნენ, გაცილებით უკეთეს გუნებაზე იყვნენ. სტატისტიკის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობას C ვიტამინის კრიტიკულად დაბალი დონე აქვს. ამგვარი ავიტამინოზი ნეგატიურად მოქმედებს ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზე, აფერხებს მკურნალობის ეფექტს და ახანგრძლივებს ავადმყოფობისა და ოპერაციის შემდგომ აღდგენით პერიოდს.

ყურადსაღებია ისიც, რომ საავადმყოფოს პირობებში პაციენტი იშვიათად იღებს ვიტამინიან დანამატებს. ასევე ცნობილია, რომ C და D ვიტამინების უკმარისობა ფსიქოლოგიურ დარღვევებს უკავშირდება. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მეცნიერები გვირჩევენ ავადმყოფობის დროს მივიღოთ ვიტამინებიანი დანამატები, რადგან ეს განწყობის გამოკეთების უმარტივესი გზაა.