ხახვს დაბერების პროცესის შეჩერება შესძლებია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ახლახან ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სუსტ ალკოჰოლურ სასმელს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შესძლებია. საქმე ის არის, რომ ყურძნის კანში, რომელიც ხარისხიანი ღვინის ძირითადი ნედლეულია, შედის განსაკუთრებული ნივთიერება რესვერატროლი, რომელიც, როგორც ცნობილია, ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

რესვერატროლი დიდ როლს ასრულებს სისხლძარღვთა სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ამერიკელმა მეცნიერებმა მის ამ თვისებასა და ადამიანის მხედველობის მდგომარეობას შორის კავშირი აღმოაჩინეს. მკვლევართა დასკვნის თანახმად, ეს ნივთიერება საგრძნობლად ამცირებს მხედველობის დაქვეითების ალბათობას, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ასაკში. კერძოდ, ის ხელს უშლის სისხლძარღვებში ასაკობრივი ცვლილებების განვითარებას, აქედან გამომდინარე, თვალის სისხლძარღვებში წნევა მცირდება და მხედველობის გაუარესების ალბათობაც იკლებს. რესვერატროლს ზოგიერთი სხვა მცენარეც შეიცავს. ეს ნივთიერება მათ პარაზიტებთან, კერძოდ, ბაქტერიებსა და სოკოებთან საბრძოლველად სჭირდებათ.

მეცნიერებმა მადის დამთრგუნველი ნივთიერება აღმოაჩინეს

მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ქიმიური ნაერთი, რომელიც მადის დათრგუნვის უნარით გამოირჩევა. ინგლისელ მკვლევრებს არ ეეჭვებათ, რომ ამ ნივთიერების დახმარებით ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების წარმატებული მკურნალობაც გახდება შესაძლებელი.

ჰემოპრესინი - ასე უწოდებენ ამ ქიმიურ ნაერთს - მოქმედებს თავის ტვინში არსებულ ცენტრებზე და აქტიურდება, როცა ადამიანი საკვების გემოსგან ან სიგარეტის მოქაჩვისგან სიამოვნებას იღებს. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ჰემოპრესინის გავლენით იბლოკება ტვინის ის უბანი, რომელიც სიამოვნების შეგრძნებას ასუსტებს. ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა. მღრღნელები, რომელთაც ამ ქიმიურ ნაერთს აძლევდნენ, სხვა თაგვებზე გაცილებით ნაკლებს ჭამდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰემოპრესინს საცდელ ცხოველებზე სხვა გავლენა არ მოუხდენია. მეცნიერთა ვარაუდით, ეს აღმოჩენა საფუძვლად დაედება გვერდითი ეფექტებისგან თავისუფალი ახალი გასახდომი პრეპარატების შექმნას.

ცნობისთვის: 6 წლის წინ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გამოჩნდა პრეპარატი რიმონაბანტი, რომელიც ასევე მოქმედებდა ტვინზე და თრგუნავდა შიმშილის შეგრძნებას. თავდაპირველად ამ სიახლეს განიხილავდნენ როგორც სიმსუქნის წამალს, მაგრამ მალე ნათელი გახდა, რომ რიმონაბანტი ზრდიდა დეპრესიის განვითარების რისკს და სუიციდური აზრების პროვოცირებას ახდენდა, ამიტომ გაყიდვიდან ამოიღეს.

ხახვი ორგანიზმს აახალგაზრდავებს

იაპონელმა მეცნიერებმა ხახვის ახალი თვისება აღმოაჩინეს: თურმე მას დაბერების პროცესის შეჩერება შესძლებია. ხახვში არსებული გოგირდოვანი ნაერთები სისხლში მოხვედრისას დადებით გავლენას ახდენენ ორგანიზმის არაერთ მნიშვნელოვან უბანზე, აახალგაზრდავებენ ემოციასა და მეხსიერებაზე პასუხისმგებელ ტვინის უჯრედებს. დიდი ხანია ცნობილია, რომ ხახვი არა მარტო პიკანტურ გემოს აძლევს კერძებს, არამედ ამაგრებს იმუნიტეტს, ახდენს ორგანიზმის დეზინფიცირებას, კურნავს ინფექციებს. ამასთანავე, მასში ვიტამინების 70% სითბური დამუშავების შემდეგაც რჩება. ახლახან საფრანგეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ კი ცხადყო, რომ კერძებში ხახვისა და ნივრის რეგულარული გამოყენება ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.


აღმოჩენილია შოკოლადის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება

ადელაიდის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოკოლადი ისევე ეფექტურად აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას, როგორც ყოველდღიური ნახევარსაათიანი ფიზიკური ვარჯიში. გამოკვლევის მონაწილეები დღეში 6-დან 100 გრამამდე შოკოლადს მიირთმევდნენ. აღმოჩნდა, რომ ჰიპერტონიკებს ეს ნუგბარი წნევას 5%-ით უქვეითებდა, ხუთი წლის განმავლობაში კი საკვლევ ჯგუფს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკი 20%-ით შეუმცირდა.

საინტერესოა, რომ მათზე, ვისაც მაღალი წნევა არ ჰქონდა, შოკოლადს საერთოდ არ უმოქმედია. ახლა მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, როგორია წნევის დასაქვეითებლად მისაღები შოკოლადის ოპტიმალური ოდენობა.

შოკოლადის აღწერილ ეფექტს იწვევს ფლავანოლები - ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს არა მარტო კაკაო, არამედ პომიდორი, წითელი ღვინო და მწვანე ჩაიც. ამ ნივთიერებებს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ნატურალურ ანტიოქსიდანტად მიიჩნევენ. ისინი ზრდიან სისხლში აზოტის ჟანგის კონცენტრაციას, რომელიც სისხლძარღვთა კედლებში არსებული უჯრედების ფუნქციის რეგულაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობს.

ამგვარად, ფლავანოლები მართავენ ტვინის სისხლის მიმოქცევას და აქვეითებენ არტერიულ წნევას. ამის კვალობაზე, საგრძნობლად მცირდება ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა გულის დაავადებებისგან იცავს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა გულის დაავადებათა განვითარების რისკს გენეტიკური განწყობის შემთხვევაშიც კი ამცირებს კვების ხმელთაშუა ზღვის აუზში გავრცელებული სტილი თევზის, ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, რძის ნაწარმის, მჭლე ხორცის, ზეითუნის ზეთისა და ცოტაოდენი ალკოჰოლის მოხმარებას გულისხმობს. დიდი ხანია მიიჩნევა, რომ ამგვარი დიეტა ძალიან უხდება ჯანმრთელობას, რადგან ორგანიზმში "ცუდი" ქოლესტერინის შემცველობას აქვეითებს.

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების თანახმად, მამაკაცებს, რომლებიც კვების ასეთ სტილს მისდევენ, დასავლური სტილის მიმდევრებთან შედარებით გულის რიტმის უფრო მაღალი ვარიაბელობა ახასიათებთ. გულის რიტმის ვარიაბელობა (HRV) წარმოადგენს გულის ორ შეკუმშვას შორის დროის შუალედის ცვალებადობის უნარს. რაც უფრო ნაკლებია HRV, მით უფრო მეტია გულის იშემიური დაავადების განვითარებისა და უეცარი სიკვდილის რისკი. გულის რიტმის ვარიაბელობა გენებზე მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტას შესწევს უნარი, ოჯახურ ანამნეზში გულის დაავადების მქონე პირები გულის პრობლემებისგან დაიცვას.

მაღაზიებში სიარული პოტენციას ვნებს

გერმანელმა მეცნიერებმა მამაკაცის ორგანიზმზე შოპინგის ნეგატიური გავლენა აღმოაჩინეს. მათი აზრით, ქალს თუ საყიდლებზე სიარული ამშვიდებს, მამაკაცისთვის შოპინგი შესაძლოა მამაკაცური სასქესო ჰორმონის დაქვეითებისა და პოტენციის შესუსტების მიზეზად იქცეს.

მკვლევრები განმარტავენ, რომ ამ ნეგატიური გავლენის მიზეზი შესაძლოა იყოს მელანი, რომლითაც მაღაზიებში ჩეკებს ბეჭდავენ - მისი ერთ-ერთი კომპონენტია მავნე ნივთიერება ბისფენოლი ა, რომლის უმნიშვნელო რაოდენობასაც კი შესწევს უნარი, ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონის დონე შეამციროს. ტოქსიკური ნივთიერება რჩება მამაკაცის ხელებზე და იქიდან პირში, პირიდან კი მთელ ორგანიზმში ხვდება. ექსპერტები, აცხადებენ, რომ ბისფენოლის მსგავს ნივთიერებებს ძალუძთ, მამაკაცის ორგანიზმის ჰორმონული ბალანსი ქალის ჰორმონების (ესტროგენების) სასარგებლოდ შეცვალონ, ამან კი ჯამში შესაძლოა სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, თეძოების არეში ცხიმის დაგროვება გამოიწვიოს და ნეგატიურად აისახოს ერექციის უნარზე.

ადამიანი დეგრადაციას განიცდის

ჩინელმა მეცნიერებმა ამოხსნეს მემატიანეთა მიერ უძველეს წიგნებში მოხსენიებული ადამიანის "ზებუნებრივი" უნარების საიდუმლო. მათ დაადგინეს, რომ ადამიანის ფიზიკური უნარები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რეგრესს განიცდის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავისი არსებობის განმავლობაში ადამიანმა არაერთი უნარი დაკარგა და უძველეს ჩინურ წიგნებში აღწერილი "ზებუნებრივი" უნარები ოდესღაც მართლა არსებობდა. მაგალითად, ჩინური მატიანის თანახმად, იმპერატორისთვის ქლიავის მისართმევად მხედარმა ერთ დღეში 500 კმ გაიარა. დღესდღეობით ამას მხოლოდ ძალიან კარგად ნავარჯიშევი ჟოკეი თუ შეძლებს. ადამიანის ორგანიზმის ის შესაძლებლობები, რომლებიც ამჟამად ნორმად არის მიჩნეული, ახლო მომავალში შესაძლოა ასევე ლეგენდად იქცეს. მაგალითად, მომავალში ყველა ახლომხედველი იქნება და არავინ დაიჯერებს, რომ ადამიანის თვალებს ოდესღაც შორს ხედვაც შეეძლო. ჩინელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანთა მოდგმა იმდენად დეგრადირებს, ტვინიღა დარჩება მოფუნქციე ორგანოდ, დანარჩენი ორგანოები კი უსარგებლო გახდება და ატროფირდება.