იცოდით, რომ ალერგიული ადამიანები ნაკლებად ავადდებიან სიმსივნური დაავადებებით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცოდით, რომ ალერგიული ადამიანები ნაკლებად ავადდებიან სიმსივნური დაავადებებით?

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალერგიულ ადამიანებს სხვებზე იშვიათად ემართებათ კიბო.

ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოკვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ალერგია და თივის ცხელება 58%-ით ამცირებს პანკრეასის კიბოს განვითარების რისკს.

გამოკვლევამ ცხადყო, რომ ალერგიული ბავშვები 40%-ით იშვიათად ავადდებიან ლეიკემიით. გარდა ამისა, ზრდასრულ ქალებს, რომლებიც ასთმით არიან დაავადებულნი, საკვერცხის კიბო სხვებთან შედარებით 30%-ით იშვიათად ემართებათ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ალერგიული რეაქცია ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ამგვარად კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას ავლენს.

ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ში კვლევები აქამდეც ჩატარებულა.

მაგალითად, კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს უკუკავშირი რესპირატორულ ალერგიასა და ყელის, კანის, ფილტვებისა და ნაწლავების ონკოლოგიურ დაავადებებს შორის.

ვაშლის კანი კიბოს უჯრედების გამრავლებას აფერხებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაშლის სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტის საიდუმლო მის კანში იმალება.

ვისკონსინის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ვაშლის კანში შემავალ ანტიოქსიდანტებს უნარი შესწევთ, შეანელონ პროსტატისა და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების გამრავლება.

მიღებული შედეგის გათვალისწინებით, მეცნიერები გვირჩევენ, ვაშლი გაუფქცვნელად მივირთვათ, რადგან კანთან ერთად მისი სასარგებლო თვისებებიც დაიკარგება.

ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ უცხოეთიდან შემოტანილი ვაშლი, ტრანსპორტირებისას რომ არ დაზიანდეს და დიდხანს გაძლოს, ცვილით არის დაფარული, ამიტომ ჭამის წინ ის გულდასმით უნდა გაირეცხოს.

წაიკითხეთ სრულად