ვაშლი და პომიდორი ფილტვების სამსახურში
მეცნიერებმა შეისწავლეს ურთიერთკავშირი კვების ხასიათსა და ფორსირებულ ამოსუნთქვას შორის, რომელიც ბრონქების გამტარობას ასახავს.
აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში ხუთ და მეტ ვაშლს მიირთმევენ, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 167 მლ-ით მეტი ჰქონდათ, ხოლო კვირაში სამი პომიდვრის მირთმევა მას 127 მლ-ით ზრდიდა.
-
ამრიგად, ვაშლითა და პომიდვრით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს.
მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილსა და ბოსტნეულში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს.