რა გველის სამი წლის შემდეგ?
ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის გამიზნული წინადადებები იწერება თეთრ წიგნში, რომელსაც ჯანმრთელობის სამინისტრო გამოსცემს.
აკრძალვა შეეხება საზოგადოებრივი ადგილების უმეტესობას: ოფისებს, ქარხნებსა და ფაბრიკებს, რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს.
გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დახურული კერძო კლუბები და პაბები, რომელთა მფლობელების უმრავლესობა მოწევის აკრძალვის წინააღმდეგია.
გარდა მოწევის საკითხისა, თეთრ წიგნში არაჯანსაღი საკვების პრობლემაც განიხილება. ჩინოვნიკებს განზრახული აქვთ, აკრძალონ საღამოს 9 საათამდე ჩიპსების, ტკბილეულისა და სხვა მავნე პროდუქტების სატელევიზიო და რადიორეკლამა, რათა ბავშვებზე მისი გავლენა შემცირდეს, თავად პროდუქტებზე კი ფერადი ნიშნულები დააწებონ. მაგალითად, საკვები, რომელიც ჭარბად შეიცავს ცხიმსა და შაქარს, წითელი ფერით აღინიშნება, ხოლო დიეტური საკვები - მწვანით.
თეთრ წიგნში შეტანილ წინადადებებზე ინგლისელების რეაქცია არაერთგვაროვანი აღმოჩნდა:
-
ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია აუცილებლად მიიჩნევს, აიკრძალოს მოწევა და ალკოჰოლური სასმლის რეკლამა, მაგრამ დაგეგმილი ღონისძიებები საკმარისად არ მიაჩნია.