სწრაფი კვება (ფასტფუდი) ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს
მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ნორმალური რაციონის მქონე ცხოველები ნაკლებაგრესიულად იქცეოდნენ, მაშინ, როცა არაჯანსაღი საკვები რაციონის მქონე ვირთაგვები გადაჭარბებულ და არანორმალურ აქტივობას ავლენდნენ. მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ ცხიმიანი საკვების რეგულარულად მიღების ფონზე ცხოველებს გაუუარესდათ მეხსიერება და გაეზარდათ განგაშის დონე. ამ საინტერესო კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Biological Psychiatry.
ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მავნე საკვების მიღების გამო ვირთაგვების ტვინში ირღვევა დოფამინის - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნეირორეგულატორის ცვლა. დოფამინს სხვა ფუნქციებთან ერთად მოტივაციური სისტემის მართვის ფუნქციაც აკისრია. სწორედ მოტივაციის შესუსტების გამო უქვეითდებოდათ საცდელ ცხოველებს მეხსიერება და ძნელდებოდა მათი დასწავლა. ისიც საყურადღებოა, რომ ჯანსაღ საკვებზე გადასვლა ამ ცხოველებში დასახელებული პარამეტრების ნორმალიზებას განაპირობებდა.
თინათინ გოცაძე