შიში საღ აზრზე ძლიერი გამოდგა
კამპანიის შედეგად 1 მილიონამდე ადამიანმა ამ მავნე ჩვევაზე უარი თქვა. კამპანიის ორგანიზატორთა აზრით, წარმატებას იმას უნდა უმადლოდნენ, რომ პლაკატები თამბაქოს მავნეობაზე კი არა, მისთვის თავის დანებების უპირატესობაზე მიუთითებდა. ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც თამბაქოს კვამლს ამოისუნთქავს - ასე გაუსვეს ხაზი ბრიტანელებმა პასიური მოწევის პრობლემას; მეორეზე - სიგარეტი, საიდანაც წვეთავს ცხიმი, რომე-ლიც სისხლძარღვის კედლებზე ეცემა და სისხლძარღვებზე თამბაქოს გავლენას შეგვახსენებს. კიდევ ერთი მიგნება აღმოჩნდა ორიგინალური წარწერა "კუპრის დაბალი შემცველობის" მქონე სიგარეტის კოლოფებზე. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ამ წარწერებმა უნდა გაგვახსენოს ველური მხეცები, რომლებსაც შეუძლიათ, ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმონ - რა საალერსო სახელიც არ უნდა დავარქვათ, მათი ბუნება იგივე დარჩება.