ბირთვული კარდიოსტიმულატორის 34-წლიანი სტაჟი
ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ ერთხელ დასჭირდა შეკეთება. იმ ექიმის აზრით, რომელმაც ავადმყოფის ისტორია აღწერა, კარდიოსტიმულატორი მფლობელზე მეტხანს "იცოცხლებს".
სამედიცინო ცენტრ "ნიუარკ ბეტ-ისრაელის" თანამშრომელმა, დოქტორმა ვიქტორ პარსონემ, 1973 წელს 20 წლის ქალს Numec NU-5 ფირმის კარდიოსტიმულატორი ჩაუდგა. მოწყობილობა საკმაოდ ძვირი ღირდა - დღევანდელ კურსზე გაანგარიშებით, იგი პაციენტს 23 ათასი დოლარი დაუჯდა, თუმცა საერთო ჯამში მაინც ეკონომიური აღმოჩნდა - ნებისმიერი სხვა ანალოგიური და შედარებით იაფი ხელსაწყო ამ ხნის განმავლობაში 4-5-ჯერ მაინც გახდებოდა გამოსაცვლელი.
-
მრავალწლიან დაკვირვებას არავითარი გართულება არ გამოუვლენია, მათ შორის - არც პლუტონიუმის ელემენტების რადიაციული ზემოქმედება პაციენტის ორგანიზმზე.
დოქტორ პარსონეს მონაცემებით, NU-5 კარდიოსტიმულატორი 140-მდე ავადმყოფს ჩაუდგეს. მათი უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის. პაციენტებიდან, რომელთაც უფრო სრულყოფილი, ჩვეულებრივ ელემენტებზე მომუშავე მოდელი ჩაუნერგეს, 9 დღესაც შესანიშნავად გრძნობს თავს.
-
ბირთვული კარდიოსტიმულატორების მთავარი ღირსება ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდია.
ელემენტებისთვის გამოყენებული NU-5 pluton- 238-ის ნახევრადდაშლის პერიოდი 88 წელია, თუმცა კარდიოსტიმულატორი ამ ხნის შემდეგაც სამუშაო რეჟიმში რჩება. NU-5-ის ზეგამძლე გარსი ავადმყოფის ორგანიზმს რადიაციისგან იცავს. კარდიოსტიმულატორის ელემენტი უძლებს ტყვიას და მაღალ ტემპერატურას (გარდაცვლილის სხეულის კრემაციის შემთხვევაში). პლუტონიუმის კარდიოსტიმულატორის გამოყენება საბოლოოდ მაშინ შეწყდა, როდესაც შეიქმნა ლითიუმის ელემენტები, რომელთა მუშაობის ხანგრძლივობა ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ტოლია.