უნიკალურმა სტიმულატორმა თანამედროვე კარდიოლოგიაში გადატრიალება მოახდინა
სტიმულატორს ეწოდება „მიკროტრანსკათეტერული მასტიმულირებელი სისტემა“ (TPS). ეს ყველაზე მოწინავე კარდიოსტიმულატორია ბაზარზე. მცირე ზომისა და დახვეწილი სისტემის წყალობით, ის მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობს და იმპლანტაციის პროცედურაც სწრაფად და მარტივად კეთდება. იმპლანტაცია ტარდება პირდაპირ გულში შემავალი კათეტერის საშუალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანქვეშ არანაირი მოწყობილობა არაა.
ახალი მოწყობილობა, პაციენტის აქტივობის დონიდან გამომდინარე, სტიმულაციის ავტომატურად დაყენების საშუალებას იძლევა. კიდევ ერთი პლუსია ის, რომ ბატარეა 10 წლის განმავლობაში მუშაობს. თუ ადამიანს სხვა კარდიოლოგიური მოწყობილობის ჩაყენება ესაჭიროება, სისტემა თავად ითიშება, რათა ახალი მოწყობილობის უპრობლემოდ იმპლანტაცია განხორციელდეს.
ლალი ჩხიკვაძე