გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცს ლეპტოსპიროზის დიაგნოზი დაუსვეს
ამის თაობაზე, თერაპიული განყოფილების თანამშრომელმა ნინო გოგორიშვილმა საავადმყოფოს დირექტორს დავით ბარლიანს აცნობა და აღნიშნა, რომ პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
1 აგვისტოს მდგომარეობით, პაციენტს, გარდა ლეპტოსპიროზისა, დაუდგინდა ბორელოზი, თირკმლის უკმარისობა და სხვა დარღვევები.
ლეპტოსპიროზი მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ცხოველის დაავადებას უწოდებენ. ის ადამიანებს ემართებათ მაშინ, როდესაც დაბინძურებულ სასმელ წყალს მიიღებენ.
დაავადება ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ლეპტოსპიროზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ინფექციაგადატანილი და ინფექციის მატარებელი ცხოველები: ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ზღარბი, ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა, - რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს. ადამიანი ასეთ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება.
წყარო: qartli.ge
ასევე წაიკითხეთ: ლეპტოსპიროზი - წყლისმიერი ცხელება