სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში.
"ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით,უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა, დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 70-მდე ნიმუშის აღება. ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა", - აცხადებენ სააგენტოში.
წაიკითხეთ: