როგორ შევამციროთ საკვებში ნიტრატები და ნიტრიტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევამციროთ საკვებში ნიტრატები და ნიტრიტები

გარდაიქმნება, რომლებსაც ონკოდაავადებების პროვოცირება შეუძლია. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით მიღებისას ნიტრატები და ნიტრიტები მოწამვლასაც იწვევს. ნიტრატებით მდიდარია სასუქით მოყვანილი ბოსტნეული, ხოლო ნიტრიტებით - ხორცის გადამუშავებით მიღებული პროდუქტები: ძეხვი, სოსისი. ნიტრიტებს ამ პროდუქტებს საგანგებოდ უმატებენ შენახვის ვადის გახანგრძლივების მიზნით ანუ კონსერვაციისთვის. ნიტრატები ყველაზე მეტი სათბურში მოყვანილ საადრეო ბოსტნეულშია. აღსანიშნავია, რომ ნიტრატები ბოსტნეულში არათანაბრადაა განაწილებული: კომბოსტოში - გულში, კიტრსა და ბოლოკში - კანში, სტაფილოში - გულში.

როგორ დავიცვათ თავი?

ნიტრატები: ბოსტნეულის გარეცხვა-გაწმენდისას ნიტრატების საშუალოდ 15% იკარგება, მოხარშვისას - 40% ჭარხლიდან, 70-80% კომბოსტოდან, სტაფილოდან, კარტოფილიდან. მცენარეულ ზეთში შეწვა ნიტრატების შემცველობას 15%-ით ამცირებს, ხოლო დამჟავება - 2-ჯერ, თუმცა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. ნიტრატების შემცველობა მცირდება შენახვის დროსაც - რამდენიმე თვის განმავლობაში 30-50%-ით. განსაკუთრებით ეფექტურია ბოსტნეულის შენახვა დაბალ ტემპერატურაზე. ნიტრიტები: მათგან თავის დასაცავად რეკომენდებულია ზომიერად მივირთვათ ხორცის გადამუშავებით მიღებული პროდუქტები - ძეხვი, სოსისი. ზოგიერთი ნივთიერება ამცირებს აზოტოვანი ნივთიერებების მავნე ზემოქმედებას. ასეთი ნივთიერებებია C და E ვიტამინები, ტანინი, პექტინები, უჯრედისი. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი მრავალფეროვანი და სრულფასოვანი მენიუთი ადამიანის ორგანიზმზე ნიტრატებისა და ნიტრიტების ნეგატიური ზემოქმედების კომპენსირება.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა