თამარ მამაცაშვილი - ტკივილი ქართულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების გამო - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
თამარ მამაცაშვილი - ტკივილი ქართულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების გამო
თამარ მამაცაშვილი - ტკივილი ქართულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების გამო
თამარ მამაცაშვილი - mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი: დღე არ გავა, რომ ქართველი ექიმების კომპეტენტურობაში ეჭვის შესატანად სტატია არ დაიწეროს ინტერნეტ-სივრცეში, რომ მიწასთან არ გაასწორონ "უვიცი" და "უცოდინარი" ჩვენი მედიკოსები. სამაგიეროდ მიზანმიმართულად ხოტბას ასხამენ იმ ქვეყნების მედიკოსებს, საითაც ბოლო დროს დაუსრულებელ ნაკადად მიერეკებიან ისედაც გაწამებულ ჩვენს მოსახლეობას.

 


რა ხდება სინამდვილეში?

ნუთუ არ დადგა დრო, რომ საფუძვლიანად შევისწავლოთ და განვიხილოთ ის პრობლემები, რის წინაშეც ვდგავართ? 
დღეს სამედიცინო ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია. ძალიან დიდი ფული ტრიალებს ამ ბიზნესში! იმაზე დიდი, ვიდრე ვინმეს  წ

არმოუდგენია! 

განა ადვილი არ არის ჯანმრთელობაშერყეული ადამიანის ნერვებზე და ფსიქიკაზე თამაში? სად არის შენი ხსნა? მხოლოდ იქ, სადაც ათეულათასობით დოლარს გადაგახდევინებენ. უნდა გაყიდო ყველაფერი და წახვიდე! ხომ მარტივია? ხოდა მიდიან და მიდიან. დიდ ნაკადად. ლამის ყელის ტკივილის გამოც იქით წავიდნენ. აქ ხომ არაფერი იციან? იქ კი - ყველაფერი!

სამაგიეროდ არავინ საუბრობს იმ უცხოეთში დაშვებულ სამედიცინო შეცდომებზე და იქ დაზარალებულ ადამიანებზე. მხოლოდ ერთეული ქართველი ექიმები ებრძვიან ხმალამოღებული ამ მაფიას. მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების იმედიც აქვთ და ქვეყნის ბედიც ანაღვლებთ - ემუდარებიან თავიანთ პაციენტებს, ნუ წავლენ იქ, ნუ დაინგრევენ მთელ ცხოვრებას, ნუ გაყიდიან საცხოვრებელს, აქაც არის შესაძლებელი კარგი მკურნალობა და გაცილებით იაფად. 

რას ჰყვება ონკოქირურგი ილია გოცაძე უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების შესახებ

მაგრამ მათი თითქმის აღარავის სჯერა. უკვე საკმაოდ კარგად იმუშავა პროპაგანდამ ქართველი ექიმის უვარგისობის შესახებ. 

ყველაზე შემზარავი კი იცით რა არის? ამ ბიზნესში უკვე აშკარად ცდილობენ იმ ქართველი ექიმების ჩაბმას, რომლებსაც უცხოელი კოლეგები ყოველ გაგზავნილ პაციენტზე საკმაოდ სოლიდურ წილს სთავაზობენ. ხვდებით ალბათ, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. 

მიზანმიმართულად ნადგურდება ქართული მედიცინა და ამას მშვიდად ადევნებს თვალს ის, ვისაც მედიცინის განვითარებაზე ზრუნვა ავალია. 

დიახ, არ უარვყოფთ, რომ არიან უვიცი და უცოდინარი ექიმებიც საქართველოში და ზოგჯერ, თუ წინასწარ არ გაიკითხე, ვისთან უნდა მიხვიდე ამა თუ იმ პრობლემის დროს, შეიძლება მძიმე მდგომარეობაშიც აღმოჩნდე. და ვისი ბრალია ეს? ვინ უნდა აკონტროლებდეს მედპერსონალის განათლების ხარისხს, მათ კვალიფიკაციას? ერთეული უცოდინრები ხომ მთელ სამედიცინო საზოგადოებას სცხებენ ჩირქს? რა გახდა ამ ერთეულების გამოვლენა და გამოხშირვა?

ასეთი ექიმების ბოლო დროს მომრავლების მიზეზი კი კუსტარულად შექმნილი სამედიცინო ფაკულტეტებია. ყოვლად დაუშვებელია ამ მიმართულებით განათლების სფეროში შეღავათების დაწესება!

მეორე დიდი პრობლემა გახლავთ ფარმაცევტული ბიზნესი, რომელმაც ობობას ქსელივით შემოახვია თავისი ძაფები ჩვენს მედიკოსებს და უკვე ისეთ მდგომარეობაში ვართ, აქედან თავის დაღწევა საერთოდ თუა შესაძლებელი, ძნელი წარმოსადგენია. ახლავე აგიხსნით რა სისტემაზე ვსაუბრობ:

ფარმაცევტული კომპანიები, უკვე წლებია, დადიან კლინიკებში და ფაქტობრივად აიძულებენ ექიმებს, რომ მათი პრეპარატები გამოუწერონ პაციენტებს. ამის სანაცვლოდ კი ყოველ გამოწერილ პრეპარატზე მოგებული თანხიდან საკმაოდ სოლიდურ წილს სთავაზობენ მათ. ამ ქსელში ჩაბმულნი არიან თითქმის ყველა რანგისა და კვალიფიკაციის ექიმები. აბა დავფიქრდეთ - აქვს კი ადამიანს იმის ძალა, რომ ასეთ დროს დარჩეს ობიეტური და პაციენტს ის წამალი არ გამოუწეროს, რომლისგანაც მეტ სარგებელს მიიღებს? ნუთუ დასაშვებია ეს სისტემა? და ამ ყველაფრს მშვიდად ადევნებენ თვალს ისევ და ისევ ისინი, ვისაც ჯანდაცვის კონტროლი ავალია. რატომ? იმიტომ რომ იმიტომ...

და მერე გაინტერესებთ, რატომ ძვირდება ლამის ყოველდღიურად მედიკამენტები? მაფიაა ბატონებო ეს, ფარმაცევტული მაფია! და თურმე ნუ იტყვით, იარაღის და ნარკოტიკების მაფიების შემდეგ, ფარმაცევტული მაფია მსოფლიოში მესამე ადგილზეა თავისი მასშტაბურობით. 

ახლა სადაზღვევო სისტემა ავიღოთ: მინიმალური კვლევებით - მაქსიმალური დაიგნოზი! პრიველ ადგილას დგას სადაზღვევო კომპანიის ინტერესები. ოჯახის ექიმებმა ლამის ავიცენას დროინდელი მეთოდებით დაიწყონ დიაგნოზების დასმა, რადგან პაციენტზე გაწეული ხარჯი მინიმუმამდე უნდა შეამცირონ, თუ ამას არ გააკეთებენ, უბრალოდ დაკარგავენ სამსახურს. ყველაზე მთავარი კი ის არის, თავადაც სჯერათ, რომ ასეც უნდა იყოს - არ დაიჯერებენ და მათი აჯობებს. 

სად არის პაციენტის ინტერესები? რომელ რგოლშია დაცული ობიექტურობა? ასე თუ გაგრძელდა, სავალალო შედეგებამდე მივალთ, და იქნებ მავანს ასეთი გეგმაც ჰქონდეს.

ახლა კი - გამოსავალი:

1. დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს სამედიცინო შემთხვევების გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ექიმთა ლანძღვა-გინებისა და ქართული მედიცინის განადგურების თანმდევი ტექსტებით! მით უმეტეს მაშინ, როცა ექიმის ბრალეულობა დამტკიცებული არც არის და რომც იყოს, რეაგირებას ასეთ შემთხვევებზე აქვს თავისი ფორმა, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია დადგენილი. განა იქ არ ხდება მსგავსი შემთხვევები? ხდება და ძალიან ბევრიც ხდება, მაგრამ ამის გამო ქვეყნის მედიცინას არავინ ანადგურებს. დაუშვებელია ექიმისადმი პაციენტის ნდობის დაკარგვა! ნდობა მკურნალობის შედეგის ნახევარს განსაზღვრავს. იმავე ტოტს ვიჭრით, რაზეც ვსხედვართ. საქართველოში მართლა მოღვაწეობენ ისეთი ექიმები, რომელთა სახელი მსოფლიო მედიცინასაც კი ეამაყება. ჩვენ კი მათ ტალახს ვესვრით.

 

წაიკითხეთ: ქართველი ექიმის ტრიუმფი, გაოცებული მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება და გამარჯვებული საქართველო!


2. დაუყოვნებლივ უნდა შევიცვალოთ ექიმებმაც და პაციენტებმაც ჩვენი დამოკიდებულება იმ საკითხისადმი, რაზეც ვისაუბრეთ ფარმაცევტულ ბიზნესთან დაკავშირებით. სახელმწიფოებრივად აზროვნება უნდა დავიწყოთ დროულად თითოეულმა, თორემ თავზე დაგვენგრევა ის სახელმწიფოც, რაც აქამდე მოგვიტანია. გასაგებია, რომ კარგია ამ გზით შემოსული დივიდენდები და ყოველთვიურად უცხოეთში სეირნობა ფარმაცევტული კომპანიების მიწვევით, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, ყოველთვის ვართ მართლები პაციენტების წინაშე? აბა კრიტიკულად შევხედოთ, განა ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პრეპარატების იაფი ანალოგების გამოწერა? სახელმწიფოვ, ჩვენ კი ვიაზროვნებდით სახელმწიფოებრივად, შენ რომ შენს ადგილას იდგე და პრიორიტეტები სწორად დაგვისახო! მაგრამ შენც რომ არ შეგიძლია თავის გადადება? შენც რომ შენი ინტერესები გაქვს ამ ყველაფერში? 

3. აუცილებლად უნდა შეწყდეს სამედიცინო ტურიზმის ხელშემწყობი პროპაგანდა ქვეყანაში და სახელწიფომ უნდა იზრუნოს იმ ქართველი ექიმების წარმოჩენაზე, რომლებიც მსოფლიოში არიან აღიარებულნი და აქვე, ჩვენ გვერდით მოღვაწეობენ. მათ უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რომ აქეთ მოიზიდონ პაციენტები სხვა ქვეყნებიდან. ჩვენ რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება ამ საკითხშიც გვქონდეს, ნამდვილად გააჩნია ჩვენს მედიცინას ამის რესურსი. მაგრამ მერე ვიღამ ლანძღოს ქართველი ექიმები? ვიღამ აკეთოს ფული ქართველი პაციენტების უცხოეთში გაგზავნაზე? 

არავინ არის სხვა ქვეყნის მედიკოსებთან ურთიერთთანამშრომლობის წინააღმდეგი თანაბარ პირობებში, მაგრამ აგრესიული სამედიცინო ტურიზმი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული!

ვრცელი "ტკივილი" გამომივიდა. კიდევ ბევრია სათქმელი. ვიცი, დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება მოყვება ამ წერილს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დუმილი აღარ შეიძლება!

ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 09-07-2018
გიორგი
აბსოლუტურად ვეთანხმები ჟურნალის რედაქტორის მოსაზრებებს!!!
თარიღი : 08-07-2018
cico
შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს. ძალიან ბევრი კარგი ექიმი გვყავს. არ შეიძლება ასე ყველას გალანძღვა. კი ნამდვილად არის ბევრი ნაკლებ ყურადღებიანი,ზერელედ რომ ისმენს შენს ჩივილებს. ნამდვილად ასეა, მაგრამ ყველა ქართველ ექიმს არ ეხება ეს.
თარიღი : 08-07-2018
cico
შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს. ძალიან ბევრი კარგი ექიმი გვყავს. არ შეიძლება ასე ყველას გალანძღვა. კი ნამდვილად არის ბევრი ნაკლებ ყურადღებიანი,ზერელედ რომ ისმენს შენს ჩივილებს. ნამდვილად ასეა, მაგრამ ყველა ქართველ ექიმს არ ეხება ეს.
თარიღი : 08-07-2018
jemali goridan.
გორის ბავშვთა პოლიკლინიკას სანდრამ ეხოსკოპიები აჩუქა, თითო დაახლოებით 100 ათას ეუროდ ღირებული, პატარა რემონტი დაჭირდა ერთს, სქემა დამჭირდა, თურქმა დაამონტაჟა და იმან წაიღოო, გორმედში მივიყანე რძალი, მუცელი ტკიოდა, უნდა გავჭრადო, ვერ ვიგებთ რა სტკივაო,,თბილისში 2 დღეში მოარჩინეს უოპერაციოდ,, მეზობელი მივიყვანე, კუჭი სტკიოდა, შეიძლება შემოგვაკვდესო, კერძო კლინიკაში გაუკეთეთ ოპერაცია, ჯანმრთელადაა, 4 თვის წინ, ინსულტმა დმაარტყა, სასწრაფოს ექიმმა ხელი მომაწერინა რომ საავადმყოფოში არ გავყე, ჯობია სახლში მოვკვდე ეთქი,ახლაც წინ მიდევს ის ფურცელი, ასეთი უნდობლობაა და ეს დამალოს პრესამ?
თარიღი : 08-07-2018
ლანას!
სადაც არ ხარ, იქ გგონია კარგი! აი, აგერ ვარ, შენს სათაყვანებელ, დიად თურქეთში და იცი? ჩემ შვილს ყივანახველის დიაგნოზი ვერ დაუსვეს, სად აღარ ვატარე! მე 7 თვის ორსულს, სინუსიტი დამემართა, ტკივილით ვკვდებოდი და ვერ გაიგეს რა იყო, შაკიკიაო! ორსულთა ღებინებაზე, ისეთი წამალი დამინიშნეს, რაც სასტიკად აკრძალულია ორსულზე! საკეისროს შემდეგ, ჩამილპეს კათეტერი ვენაში! არანაირი თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა, არანაირი ინფექციის კონტროლი! ერთი და იმავე გინეკოლოგიურ სავარძელზე 90 ქალს სინჯავდნენ და რომ გავაპროტესტე, არ მოეწონათ. თუნდაც კიდევ პაციენტის უპატივცემულობა. შესული ხარ გინეკოლოგთან და შენთან ერთად 7-8 პაციენტი ყავს შემოყვანილი, დგანან და მოგჩერებიან უკანალში! აი, ეგ გინდათ საქართველოშიც! მერე დააფასებთ ქართულ მედიცინას!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მეგობრებო, მკურნალი.გე-ს სარედაქციო ჯგუფმა საიტის დაარსების დღიდან
18-07-2018
ფარმაკოლოგია წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა მისი ფუნდამენტური ნაწილი უცვლელია
05-07-2018
გამომცემლობა "პალიტრა L"- ი მკითველებს მორიგ უნიკალურ სერიას სთავაზობს - სამედიცინო რეცეპტების დიდი კრებული, რომელშიც ექიმების მიერ შემუშავებული სასარგებლო რჩევები
18-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, ხოლო 630 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამედოვების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის
"რუსთავი 2"-ის ექსკლუზიური მასალა: შემზარავი კადრები - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც აფეთქებამ ახალგაზრდა ქალის
15 ნოემბერს, ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი
კალაძის კომენტარი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების დროს დედა-შვილის
27 სექტემბერი 2014
თუ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან არ ხართ ალერგიული თაფლზე, მაშინ შეგიძლიათ თაფლიანი წყლის დალევა
16 ნოემბერი 2018
თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია.
თაფლი თავისი შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით უნიკალური პროდუქტია. მაგრამ როგორ განვასხვავოთ
როდესაც ხშირად გვტკივა თავი.როდესაც თავის მკვეთრი მობრუნებისას, დახრისას, ერთ რომელიმე ადგილას, საფეთქლის ან