ქართველი ექიმის ტრიუმფი, გაოცებული მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება და გამარჯვებული საქართველო! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ქართველი ექიმის ტრიუმფი, გაოცებული მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება და გამარჯვებული საქართველო!

ქართველი ექიმის ტრიუმფი, გაოცებული მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება და გამარჯვებული საქართველო!
საოცარი განცდაა ხოლმე - სიამაყის, აღმაფრენის, სიდიადის, როდესაც ჩვენი თანამემამულე უცხოეთში საქართველოს დროშას ააფრიალებს, თავის წარმატებულ სიტყვას იტყვის პროფესიულ ასპარეზზე და სამშობლოს ასახელებს! მადლობა ღმერთს, ქართველებს არ გვაკლია ეს განცდა ჩვენი სახელოვანი მორაგბეების, საზოგადოდ სპორტსმენების, ხელოვანებისა თუ მეცნიერების წყალობით!

ამჯერად, მადლობა ქართველ ექიმს, ყველასათვის კარგად ცნობილ, სახელოვან ქირურგს, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს, რომელმაც პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე თავისი ინოვაციური სიტყვა თქვა, მთელ ონკოქირურგიაში ურთულეს ჩარევად აღიარებული ოპერაციის მისეული, მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობის ფონზე შექმნილ-შემუშავებული ახალი ქირურგიული ტექნიკა წარმატებით
წარადგინა, ამა წლის 19 მაისს, სან-ფრანცისკოში მსოფლიოს 100 ქვეყნიდან მოწვეულ ათასობით სპეციალისტს გაუზიარა თავისი უნიკალური მეთოდი, მოუწყო მათ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში, ემ-ემ-ტე ჰოსპიტალში ჩატარებული ურთულესი ოპერაციის ვიდეო-ჩვენება (პრეზენტაცია).
გააოცა და აალაპარაკა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება!

ეს იყო არა მხოლოდ ქართველი ქირურგის ტრიუმფი, არამედ მთელი ქართული სამედიცინო საზოგადოების
წარმატება და "დიდ" ამერიკაში "პატარა" საქართველოს უდიდესი გამარჯვება!
ეს იყო დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ურთულესი ქირურგიული ჩარევების განხორციელებით ქართველი ექიმები მსოფლიო დონეზე დგანან, მეტიც, აქვთ უდიდესი გამოცდილება, ფლობენ ისეთ მეთოდებსა და ტექნიკურ მიღწევებს, რომლებიც ახალი, უცხო და საინტერესოა უცხოელი კოლეგებისათვის.
დიახ, "პატარა", მაგრამ დიად საქართველოში, ქართველი ექიმის მიერ ურთულესი ოპერაცია (რადიკალური ცისტოპროსტატექტომია, შემდგომი რეკონსტრუქციით, ხელოვნური რეზერვუარის შექმნითა და შარდის ორთოტოპული დერივაციით) ტარდება ისეთი დახვეწილი და უნიკალური ტექნიკით, რომელიც ახალი, აქამდე უცნობი სიტყვა იყო მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებისათვის. ახლა კი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ბიბლიოთეკაში ინახება და ნებისმიერ მსურველს, ვისაც კი შეხება აქვს და მიუწვდება ხელი, შეუძლია ნახოს, გაეცნოს, შეისწავლოს და შეითვისოს!

mkurnali.geშეგახსენებთ, რომ ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესი არის მსოფლიოში პირველი, ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ფორუმი უროლოგიის დარგში, ევროპის უროლოგთა ყრილობაზე ბევრად უფრო მაღალი რანგის ფორუმი, საიდანაც მოდის ყველა სიახლე, ახალი მიდგომები, ინფორმაციები, მეთოდიკები, გზამკვლევები უროლოგიაში, ონკოლოგიაში, ქირურგიაში, ტექნოლოგიებსა თუ სხვა მიმართულებებში.
აღნიშნულ კონგრესს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 16-20 ათასი სპეციალისტი ესწრება, როგორც პრაქტიკოსი მედიკოსები, ასევე მეცნიერები, უროლოგები, ონკოლოგები, ქირურგები, ფიზიოლოგები, ბიოლოგები, ყველა სპეციალისტი, ვისაც კი რაღაც კუთხით შეხება აქვს უროლოგიასთან.

კონგრესი მაღალავტორიტეტული და დიდმნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ის ამერიკის უდიდესი ორგანიზაციის ფორუმია, არამედ იმიტომ, რომ განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულება აქვს, იქ წარმოდგენილი ახალი მიღწევები და აღმოჩენები სასარგებლოა მსოფლიო მედიცინისა და კაცობრიობისათვის. კონგრესისათვის ყოველწლიურად საგანგებოდ შეირჩევა ათასობით კვლევა მთელი მსოფლიოდან. იქ გაგზავნილი თითოეული ნაშრომი დეტალურ შემოწმება-შეფასებას გადის სამეცნიერო ღირებულებასა და მნიშვნელობაზე. საყურადღებოა ისიც, რომ ყოველივე ეს ხდება ანონიმურად, ელექტრონულად გადაგზავნილი ნაშრომი შესწავლა-ანალიზს გადის სულ მცირე 4 ექსპერტის მიერ, რომლებმაც არ იციან ვის ნაშრომს (რომელი ქვეყნიდან შემოსულს) ამოწმებენ, ისევე როგორც წარმდგენი პირისათვის უცხოა რეცენზენტების ვინაობა. ეს განაპირობებს სწორედ რეცენზიის მაღალსანდოობას, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ექსპერტები უმაღლესი რანგის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები არიან, გასაგები გახდება რაოდენ დიდი გამარჯვება იყო ამ უდიდესი კონკურენციის ფონზე ჩვენი ქართველი ექიმის ნაშრომის გამორჩევა!

ჩვენდა საამაყოდ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული მეთოდის გაცნობამ, მის მიერ ჩატარებული ურთულესი, უცხოელთათვის ჯერ არნახული ოპერაციის ვიდეოჩვენებამ (პრეზენტაციამ) უდიდესი ტრიუმფით ჩაირა!
რამ გააოცა და აღაფრთოვანა მსოფლიოს სპეციალისტები, რატომ დაინტერსდნენ ისინი ქართველი ექიმის მონაპოვარით, რა იყო მათთვის უცხო და ახალი, რა კეთდება საქართველოში ისეთი, რაც არ იციან მათ, რა მეთოდს ფლობს ჩვენი სახელოვანი ქირურგი, რატომ არის მისი ოპერაციული ტექნიკა და მიდგომები მნიშვნელოვანი და სასარგებლო მსოფლიო მედიცინისათვის, საზოგადოდ კაცობრიობისათვის, რატომ იძლევა უნიკალურ შედეგს მის მიერ წარმოებული ურთულესი ოპერაციები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში წარმოებული ქირურგიული ჩარევებისაგან განსხვავებით - ამის შესახებ დაწვრილებით წაიკითხავთ ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ივლისის ნომერში.

მანამადე კი იამაყეთ ჩვენი პროფესიონალის გამარჯვებით და გაიხარეთ იმ განცდით, რომ "დიდ" ამერიკას დიადი საქართველო ტოლს არ უდებს!

mkurnali.ge
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 11-06-2018
ვიოლეტა
წარმატებები სასახელო ქართველო. უფალი გფარავდეს.
რეკომენდებული პროდუქტები
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
გონებრივი აქტიურობის შენარჩუნებისათვის.-30აბი
ფასი: 32.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
გურამ ქარაზანაშვილი - უნიკალურ ოპერაციათა შემოქმედი
05-04-2018
ორსულობის მშვიდად, გართულებების გარეშე წარმართვისათვის,
05-02-2018
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად