კალციუმის ბიოდანამატები ინფარქტს იწვევს
ახალზელანდიელი მეცნიერები ათას ხუთასამდე ასაკოვანი ქალბატონის გამოკვლევის შემდეგ. მონაწილეები, რომელთა საშუალო ასაკი 74 წელს შეადგენდა, ორ ტოლ ჯგუფად გაყვეს.
ერთი ჯგუფის წარმომადგენლები ყოველდღიურად იღებდნენ კალციუმიან ბიოდანამატს,მეორე ჯგუფის წარმომადგენლები კი - პლაცებოს. ოუკლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტები ხუთი წლის მანძილზე ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახდენდნენ მონაწილეების გამოკვლევას და აფიქსირებდნენ პრეპარატის მიღებით გამოწვეულ გვერდით ეფექტს.
-
გაირკვა, რომ პოსტმენოპაუზური ასაკის ქალბატონებს, რომლებიც კალციუმიან ბიოდანამატებს იღებდნენ, უფრო ხშირად ემართებოდათ ინფარქტი.
ამ ჯგუფის 31 მონაწილეს შორის ინფარქტის 36 შემთხვევა დარეგისტრირდა, საკონტროლო ჯგუფში კი - 22 ინფარქტი 21 მონაწილეში. გარდა ამისა, ქალებს, რომლებიც იღებდნენ კალციუმის ბიოდანამატებს, ხშირად უვითარდებოდათ ინსულტი და უეცარი სიკვდილი.
სპეციალისტების აზრით, მათ მიერ აღმოჩენილი კავშირის ახსნა შესაძლებელია იმით, რომ კალციუმიანი დანამატები სისხლძარღვების ათეროსკლეროზის გარღმავებას უწყობს ხელს.
"ეს პრობლემა მეტწილად ასაკოვანი ქალბატონების ხვედრია, რადგან მათ ახალგაზრდებზე გაცილებით ხშირად აქვთ გულის იშემიური დაავადება. ამიტომ 70 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა, ასევე - გულის იშემიური დაავადების მქონეთ უარი უნდა თქვან კალციუმიანი ბიოდანამატების მიღებაზე", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იან რეიდმა.
ბრიტანელმა დიეტოლოგებმა კი პაციენტებს, რომლებიც კალციუმიან ბიოდანამატებს იღებენ, მოუწოდეს, ექიმის კონსულტაციის გარეშე უარი არ თქვან მათ მიღებაზე. ეს საშუალება გამოიყენება ოსტეოპოროზის დროს და შეუძლია სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის დაქვეითება, რაც დასტურდება ადრე ჩატარებული უამრავი გამოკვლევით.
კალციუმიან ბიოდანამატებსა და ინფარქტის განვითარებას შორის ახალზელანდიელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ურთიერთკავშირი შეიძლება დაკავშირებული იყოს კალციუმის გადაჭარბებით მიღებასთან. კვლევის მონაწილეები იღებდნენ საშუალოდ 800 მგ კალციუმს, რაც დიდ ბრიტანეთში რეკომენდებულ დოზას (700 მგ) აჭარბებდა, - განაცხადა ბრიტანელმა დიეტოლოგმა პამელა მეისონმა. მისი აზრით, კვლევის შედეგები უნდა გადამოწმდეს უფრო მასშტაბური კვლევის დახმარებით.