რა იწვევს გენიტალურ ქავილს მამაკაცებში
პედიკულოზი (ტილიანობა), მუნი, სოკოვანი ინფექცია, ტრიქომონიაზი, ქლამიდიური ინფექცია, ბალანოპოსტიტი. როგორც წესი, გენიტალურ ქავილთან ერთად ხშირად აღინიშნება ქავილი ანალურ (უკანა ტანის) მიდამოშიც და ამ პრობლემას ხშირად ერთი სახელწოდებით - ანოგენიტალურ ქავილადაც მოიხსენიებენ. გენიტალური ქავილი ლოკალურია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ გარკვეულ უბანზე ვრცელდება. ქავილი შეიძლება იყოს პირველადი - ამ დროს კანზე გამოკვეთილი ნიშნები არ ჩანს - და მეორეული, რომელიც თან სდევს სხვადასხვა დაავადებას.
ქავილის გაჩენა უკვე საკმარისი მიზეზია უროლოგთან მისასვლელად. მიშვებულმა პროცესმა შესაძლოა დაავადების წყლულოვან ფორმამდე და ასოს განგრენამდე მიგიყვანოთ.
იხილეთ სტატია "გენიტალური ქავილი მამაკაცებში"