გენიტალური ქავილი მამაკაცებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გენიტალური ქავილი მამაკაცებში

  • პედიკულოზი (ტილიანობა). ტილი პატარა მწერია, რომელიც კანის თმიან ნაწილში ბუდობს. ის უმეტესად სხეულის ერთ უბანზეა ლოკალიზებული (თავზე, ბოქვენზე), მაგრამ ზოგჯერ მთელ სხეულს ედება. მისი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეა. შეუიარაღებელი თვალით შეიძლება როგორც ტილის, ასევე წილების დანახვაც. ეს უკანასკნელი თმის ღერებზეა მიმაგრებული. ინფექცია ძლიერი ქავილის შეგრძნებას იწვევს. მას სპეციალური ემულსიებით მკურნალობენ. შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.
  • მუნი - კანის ამ გადამდებ დაავადებას მიკროსკოპული ტკიპა იწვევს. ინკუბაციის პერიოდი რამდენიმე კვირაა. ინფიცირება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს ან სხვისი საყოფაცხოვრებო საგნების გამოყენებისას. მუნით ყველაზე ხშირად ზიანდება თითებს შორის არე, მუცელი, მკერდის ქვედა ნაწილი და გენიტალიები. ინფექციას თან სდევს ქავილი, განსაკუთრებით ღამით. პრობლემა შეიძლება ეგზემითაც გართულდეს. ამ დროს ქავილი იმდენად ძლიერია, რომ პაციენტს დაძინება კი არა, ერთ ადგილზე გაჩერებაც კი უჭირს. ტკიპები კანქვეშ გვირაბებს აკეთებენ, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მკურნალობენ გოგირდის მალამოებითა და სხვადასხვა ხსნარით, მხოლოდ ერთი პირობით - ერთად მცხოვრებმა ყველა ადამიანმა ერთდროულად უნდა ჩაიტაროს თერაპია. შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.
  • სოკოვანი ინფექცია. კანდიდა ალბიკანსი სოკოვანი ინფექციის ძირითადი გამომწვევია და სქესობრივი გზით გადაეცემა. ამ ინფექციის დროს (იწვევს საშოსა და სასქესო ასოს ანთებას) ერთ-ერთი ძირითადი ჩივილი ინტენსიური ქავილი და წვის შეგრძნებაა. სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური მედიკამენტები (ანტიმიკოტიკები) და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ჰიგიენური საშუალებები. მართალია, სოკოვანი ინფექციების მკურნალობა საკმაოდ რთულია და ხანგრძლივ თერაპიას მოითხოვს, მაგრამ დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.

    მ გენიტალური ჰერპესი - ეს პათოლოგია ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძალიან ჰგავს ტუჩის ჰერპესს. დასნებოვნებიდან 3-7 დღის შემდეგ გენიტალიების მიდამოში ჩნდება პატარა მტკივნეული ბუშტუკები, რომელთა შიგნითაც ვირუსებია მოთავსებული. ბუშტუკების წარმოქმნის პროცესს თან სდევს შემაწუხებელი ქავილი. შესაძლოა გაჩნდეს სხვა სიმპტომებიც - ლიმფური კვანძების გადიდება ან სხეულის ტემპერატურის მომატება. დიაგნოზს სისხლის გამოკვლევით ან ბუშტუკების შიგთავსის გამოკვლევით სვამენ. გენიტალურ ჰერპესს  მკურნალობენ ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგალითად, აციკლოვირით), მაგრამ ვირუსი შესაძლოა ნერვული სისტემის უჯრედებში ჩაინერგოს და წლების განმავლობაში პასიური დარჩეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ის აქტიურდება და დაავადების რეციდივს იძლევა. თუმცა ასეთ შემთხვევებში კლინიკური სურათი მძიმე არ არის.

  • ტრიქომონიაზი - ეს ურეთრის (შარდსადენი მილი) ფართოდ გავრცელებული ინფექციაა. ინფექციას თან სდევს გამონადენი და შემაწუხებელი ქავილი. დიაგნოზს მიკროსკოპიული გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. ეს დაავადება თითქმის ყველგან გვხვდება, მაგრამ ის საშიში არ არის. მისი მკურნალობისას გამოიყენება სპეციფიკური მედიკამენტები (მაგალითად, მეტრონიდაზოლი). სპეციალისტის მიერ ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.

    მ ქლამიდიური ინფექცია - უმთავრესად ევროპაშია გავრცელებული. მისი გამომწვევი ბაქტერია საშარდე გზებში იწვევს ანთებით პროცესებს, რომლის ერთ-ერთი სიმპტომია ქავილი, წვის შეგრძნება და ტკივილი შარდის გამოყოფის დროს. შესაძლოა დაზიანდეს პროსტატა და სათესლე ჯირკვლის დანამატი. ინფექცია, ჩვეულებრივ, განსაკუთრებული ჩივილების გარეშე მიმდინარეობს და ანტიბიოტიკებით იკურნება. დროულად დასმული დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში, როგორც წესი, გამოჯანმრთელება სრულია.

  • ბალანოპოსტიტი - ეს არის უროლოგიური დაავადება, ასოს თავისა (ბალანიტი) და ჩუჩის შიგნითა ფურცლის (პოსტიტი) ანთება. დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია ჩუჩის ქვეშ განსაკუთრებული ნივთიერების - სმეგმის დაგროვება, რომელიც სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების, გარდნერელებისა და სოკოების გამრავლებისათვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს. ბალანოპოსტიტის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სიფილისის გამორიცხვა. ზოგჯერ დაავადების მიზეზად პარტნიორის რძიანაც (კანდიდოზი) შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში მკურნალობა ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს. და მაინც, ყველაზე ხშირად ეს დაავადება ფიმოზის (ასოს თავზე ჩუჩის გადაწევის შეუძლებლობა, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი)  დროს ვითარდება. ბალანოპოსტიტი თავს ქავილითა და სასქესო ორგანოების მიდამოში წვის შეგრძნებით იჩენს. მოგვიანებით სხვა გართულებებიც ვითარდება, რომელთაც ტკივილი მოსდევს.

ქავილის გაჩენა უკვე საკმარისი მიზეზია უროლოგთან მისასვლელად. ბალანოპოსტიტს ნუ ეხუმრებით! მიშვებულმა პროცესმა შესაძლოა დაავადების წყლულოვან ფორმამდე და ასოს განგრენამდე მიგიყვანოთ.