ცისტიტის მკურნალობა ეფექტური და შედეგიანი რომ იყოს, აუცილებელია ინფექციის გამომწვევი მიკრობის ვერიფიცირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცისტიტის მკურნალობა ეფექტური და შედეგიანი რომ იყოს, აუცილებელია ინფექციის გამომწვევი მიკრობის ვერიფიცირება

რა ართულებს ცისტიტის მკურნალობას?

- ცისტიტის მკურნალობის სირთულე გამოწვეულია მრავალი ფაქტორით. უმეტესად ეს ფაქტორები ერთმანეთს ერწყმის, რაც უფრო მეტად ართულებს მკურნალობას. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია თვითმკურნალობა და სპეციალისტთან დაგვიანებით მისვლა. არასწორად შერჩეული წამალი უეფექტოა და ხელს უწყობს პროცესის გავრცელებას და გაქრონიკულებას, ამასთან ერთად კი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი შტამების წარმოშობას.

უკანასკნელ ხანს გაჩნდა სანდო მონაცემები ცისტიტის განვითარებაში უროგენიტალიური ინფექციების ატიპური გამომწვევების დიდი როლის შესახებ. მიაჩნიათ, რომ ქრონიკული უროგენიტალიური ინფექციები ხელს უწყობენ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ფაქტორების დეკომპენსაციისა და იმუნური სისტემის დასუსტებას.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ნათლად მიგვანიშნებს, რა სერიოზული პრობლემაა ცისტიტი და რაოდენ რთულია მისი მკურნალობა.

- საჭიროა თუ არა ბაქტერიოგრამის გაკეთება ცისტიტის მკურნალობისთვის?

- ცისტიტის მკურნალობა ეფექტური და შედეგიანი რომ იყოს, აუცილებელია ინფექციის გამომწვევი მიკრობის ვერიფიცირება, ეს კი შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის გარეშე ვერ მოხერხდება. უფრო მეტიც - თუ საშუალება არის, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიისთვის 2-3-ჯერადი ბაქტერიოლოგიური კვლევა უკეთესია.

- შესაძლებელია თუ არა ცისტიტის პროფილაქტიკა? რას გვირჩევდით ამ დაავადების პრევენციისთვის?

- ცისტიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ელემენტარული წესების დაცვას შარდსასქესო სისტემის სწორი ფუნქციობისთვის და იმ მიზეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების აღმოცენებასა და განმეორებას. რეკომენდაციები ასეთია:

  • ერიდეთ სხეულის გადაცივებას (გაციებას);
  • მაღალ დონეზე შეინარჩუნეთ იმუნიტეტი;
  • მუდამ დაიცავით პირადი და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა;
  • დროულად და სრულად დაიცალეთ შარდის ბუშტი. ეს ხელს შეუწყობს ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების გამოძევებას;
  • სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ დაიცალეთ შარდის ბუშტი. სქესობრივი აქტის შემდეგ შარდის გამოყოფა გამორეცხავს შარდსადინარ გზებზე მოხვედრილ მიკრობებს;
  • იკვებეთ სწორად;
  • ყურადღება მიაქციეთ სეზონურ ჩაცმულობას;
  • ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ ტანსაცმელს - ის ხელს უშლის მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევას;
  • ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკური მასალისგან დამზადებულ ქვედა საცვლებს.

ეს ყოველივე, სწორად შერჩეულ მედიკამენტებთან ერთად, თავიდან აგაცილებთ ცისტიტის წარმოშობასა და გამეორებას.

წაიკითხეთ სრულად