მამაკაცები თავიანთ ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცები თავიანთ ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ

ამიტომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ცოლებისაზე რამდენადმე მცირეა.

გერმანელმა ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით საშუალოდ 11 დღით ნაკლებ ხანს ავადმყოფობენ, მაგრამ 2-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. 45 წლის ასაკში მამაკაცების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტი. ფილტვის კიბო და ღვიძლის დაავადებებიც მამაკაცურ პათოლოგიებად ითვლება.

ექსპერტებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს უძილობა 5-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მანდილოსნებს. გერმანელების დაახლოებით ნახევარი ირწმუნება, რომ გულისყურით ეპყრობა ჯანმრთელობას და ცდილობს, ჯანსაღი საკვები მიირთვას. ყოველი მეორე გერმანელი ქალი ხელიდან არ უშვებს უფასო სამედიცინო ტესტის ჩატარების შესაძლებლობას, მამაკაცებს შორის კი ასე მხოლოდ ყოველი მეხუთე იქცევა.

მამაკაცებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე სახელოსნოში ავტომანქანის მიყვანა, - აცხადებს გერმანელი ექსპერტი, რომლის სადაზღვევო ფონდი ქვეყნის 2,5 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

მამაკაცებო, იმისათვის, რომ ჯანმრთელები იყოთ, ფიზიკურად იაქტიურეთ. ეს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ბრიტანელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ მათ ორგანიზმში, ვინც დღეში თუნდაც ნახევარ საათს უთმობს სირბილს ან სწრაფ სიარულს, დადებითი ძვრები არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს.

  • ირბინე ყველგან და ყოველთვის!

არარეგულარული ვარჯიში ზიანის მომტანია, განსაკუთრებით - მათთვის, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის. ამერიკელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შესვენებისას ასეთი "ფიზკულტურელი" სწრაფად კრეფს ზედმეტ წონას, რომლის მოცილებასაც ძალიან დიდი ხანი დასჭირდება, თანაც ძველებური დატვირთვით ვარჯიში ამისთვის საკმარისი აღარ იქნება. მაგალითად, თუ კვირაში 5 კილომეტრი გაირბინეთ, შემდეგ კი რამდენიმე კვირა საერთოდ აღარ გირბენიათ, დაგროვილი ცხიმოვანი ქსოვილის მოსაშორებლად 5 კილომეტრის გარბენა საკმარისი აღარ იქნება. შვებულების დროსაც კი არ მისცეთ თავს მოდუნების საშუალება.

  • პატარა პატარებისთვის

20 წლამდე ასაკის ყმაწვილისთვის მამობა დიდი ტვირთია. გაუძლებს კი ახალგაზრდა ამ გამოცდას?

მამის ახალგაზრდა ასაკი პატარას ფიზიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. მცირე ზომისა და წონის ახალშობილის დაბადების რისკი ასეთ შემთხვევაში 17%-ით იზრდება. უფრო მეტიც - 15%-ით მეტია ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ქვეყანას დროზე ადრე მოევლინება, ხოლო წლამდე ასაკში სიკვდილიანობა ამ კატეგორიის ბავშვებში 40%-ით უფრო მაღალია.

ოტაველი მეცნიერები, რომლებმაც ეს არცთუ ისე საიმედო მაჩვენებლები გამოაქვეყნეს, არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ პრობლემის არსი ახალგაზრდა მამების ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებში მდგომარეობს. ისინი ამტკიცებენ, რომ მიზეზი სოციალურ და ფსიქოლოგიურ სფეროში უნდა ვეძებოთ. საქმე ის არის, რომ როდესაც ოჯახში ბავშვი ნაადრევად ჩნდება, ამას ხშირად ერთვის საკუთარი და სხვისი, კერძოდ, ჩვილისა და დედის, ჯანმრთელობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ფეხმძიმობის პერიოდში მომავალი დედა მოკლებულია მეუღლის მხარდაჭერასა და ემოციურ თანადგომას.

  • ტატუვაქცინაცია

ძნელად თუ დაასახელებთ ექიმს, ტატუირებას რომ იწონებდეს. პირიქით, მედიკოსები გამუდმებით აფრთხილებენ მოსახლეობას ინფექციის შეჭრის, აივინფექციისა და ჰეპატიტის რისკის შესახებ.

გერმანელმა ექიმებმა კი ტატუირებაშიც იპოვეს სასარგებლო მარცვალი. უფრო სწორად, არა თვით პროცესში, არამედ იმ საშუალებებში, რომლებსაც ტატუირებისას იყენებენ. აღმოჩნდა, რომ სვირინგის გასაკეთებელი ელექტრომანქანით შეყვანილი ვაქცინა იმუნიტეტს 16-ჯერ მეტად ამაღლებს, ვიდრე ჩვეულებრივი აცრა. სპეციალისტების მოსაზრებით, იმუნურ სისტემას დამატებით ბიძგს აძლევს ანთებითი პროცესი, რომელიც ამ ხელსაწყოთი მიკროინექციების შედეგად ვითარდება. მეცნიერებმა, რომლებმაც ეს მოულოდნელი ეფექტი აღმოაჩინეს, ეჭვი გამოთქვეს აცრის ახალი მეთოდის პრაქტიკაში დანერგვის თაობაზე, ვინაიდან პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია.