უნივერსალური რჩევები მამაკაცებისთვის - ჩაცმის ეტიკეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნივერსალური რჩევები მამაკაცებისთვის - ჩაცმის ეტიკეტი

  • ნუ ჩაიტანებთ ჯინსს ბათინკებში, ჯობს, აიკეცოთ. ჯერ ერთი, თქვენი შესანიშნავი ფეხსაცმელი მთლიანად გამოჩნდება, მეორეც, აკეცილი შარვალი დღეს მოდურია.
  • ნუ ატარებთ მზის სათვალეს თავზე გადაწეულს - ჩარჩო მოიშლება და სათვალე ფორმას დაკარგავს.
  • გამოიყენეთ აქცენტები - განსხვავებული ფერისა და სტილის ჩანართები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ან კონტრასტის ხარჯზე გამოკვეთს ჩაცმულობის საერთო სტილისტიკას, განწყობას. საამისოდ იდეალურია, მაგალითად, ჰალსტუხი ან შარფი.
  • რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო ბაცი და თბილი ტონების ტანსაცმელი შეგიძლიათ ატაროთ.
  • ერთ - ან ორღილიანი პიჯაკი სხეულს უფრო ტანადს აჩენს.
  • თუ გსურთ, ტანადი გამოჩნდეთ, ერიდეთ ჰორიზონტალურზოლებიან სამოსს.
  • ჯინსი პერანგზე ან მაისურზე მუქი ჩაიცვით - ასე უფრო მაღალი გამოჩნდებით.
  • საშუალო სიმაღლის და დაბალი ბიჭები უნდა ერიდონ ტომრისებური და ზედმეტად თავისუფალი ტანსაცმლის ტარებას - ის თითქოს “იპარავს” სიმაღლეს.
  • ზორბა ტანის, მსუქან მამაკაცებს ვურჩევთ, ორბორტიან პიჯაკს ერთბორტიანი ამჯობინონ.
  • კუბოკრული პერანგი კარგად ეხამება რუხ, შავ ან პერანგის უჯრედებისფერ სადა ჰალსტუხს. თუ ფერთა ჰარმონიას კარგად გრძნობთ, შეიძლება, სხვა ვარიანტებიც სცადოთ.
  • განურჩევლად იმისა, რა სტილში გაცვიათ, პიჯაკის სახელოდან აუცილებლად უნდა ჩანდეს პერანგი.
  • კისერზე თავისუფლად ჩამოკიდებული შარფი შესანიშნავად მალავს წინ წამოწეულ მუცელს.

წესები - წესებად, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ამა თუ იმ სამოსში. დროდადრო გამოდით “კომფორტის ზონიდან”, ჩაიცვით ახალი, უცხო სტილის ტანსაცმელი - ადვილი შესაძლებელია, საკუთარი თავი იპოვოთ.

სოლიდური მამაკაცის გარდერობი

მამაკაცი საქმიან შეხვედრებზე უნაკლოდ და შთამბეჭდავად რომ გამოიყურებოდეს, საჭიროა, იცავდეს ჩაცმის გარკვეულ წესებს.

ნებისმიერი დარგის პროფესიონალს უნდა შეეძლოს სწორად ჩაცმა. „თავისუფალი ხელოვანის” სტილი ბიზნესმენისთვის შეუფერებელია. საქმიანმა კოსტიუმმა მამაკაცურად და წარმოსადეგად უნდა წარმოგაჩინოთ.

უმაღლესი ხარისხის შალის ქსოვილის კოსტიუმით ყოველდღე სიარული სულაც არ არის საჭირო. როგორც შარვალს, ისევე პიჯაკს სჭირდება საკიდზე “დასვენება”. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ 2-3 კოსტიუმი როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონისთვის.

როგორ შევარჩიოთ შარვლის სიგრძე?

  • დგომისას შარვალი უნდა ეცემოდეს ფეხსაცმელზე და წინ პატარა ნაკეცს ქმნიდეს, უკანა მხრიდან კი სწვდებოდეს ფეხსაცმლის ქუსლს. სიარულისას არ უნდა ჩანდეს წინდა.
  • წინდის ფერს წინათ ჰალსტუხს უხამებდნენ, ახლა კი მიღებულია, იგი შეესაბამებოდეს შარვლისა და ფეხსაცმლის ფერს, ამასთან, იყოს შარვალზე ერთი ტონით მუქი ან ბაცი.
  • წინდა იმ სიგრძე უნდა იყოს, რომ ჯდომისას არ გამოჩნდეს შიშველი ფეხი.
  • ფეხსაცმლის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ყოველგვარი ფეხსაცმელი, გარდა კლასიკურისა, შეესაბამება მხოლოდ სპორტულ სტილს. რაც უფრო ძვირფასია კოსტიუმი, მით უფრო სადა და თხელლანჩიანი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ. სასურველია, იკვრებოდეს თასმებით.
  • ჰალსტუხის მოდა გამუდმებით იცვლება. კლასიკურად, მიღებულია, რომ მისი ბოლო იყოს ქამრის ბალთაზე ოდნავ ქვევით, თუმცა ზოგჯერ უფრო მოკლედ შეკრული, ბალთას აცდენილი სტილიც ხდება აქტუალური.
  • ქამრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ფეხსაცმლისას, ხოლო ბალთა არ იყოს პრიალა და თვალში საცემი.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/mamakaci/rchevebi/4234-soliduri-mamakacis-garderobi.html