როგორ ავიცილოთ თავიდან გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება
გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანებას რამდენიმე მიზეზი აქვს. თუ მათ გავითვალისწინებთ, შეიძლება, უსიამოვნებას თავი ავარიდოთ.
- გაღიზიანება ხშირად კანის არარეგულარული მოვლის ბრალია. ეცადეთ, ყოველდღიურად კვებოთ და დაინოტივოთ სახის კანი.
- საპარსს მეტისმეტად ნუ დააჭერთ კანს.
- გაპარსვის წინ სასურველია კანის ოდნავ დალბობა ორთქლით. ამ პროცედურის შემდეგ თმას უფრო ადვილად მოიცილებთ.
- აუცილებლად გამოიყენეთ საპარსი კრემი, ოღონდ მისი წასმისთანავე არ შეუდგეთ პარსვას - დაელოდეთ, ვიდრე თმა ცოტათი მაინც არ დარბილდება.
- პარსვა დაიწყეთ ლოყებიდან და კისრიდან. ტუჩების ირგვლივ არსებული არე ბოლოსთვის მოიტოვეთ - ამ მიდამოში კანი განსაკუთრებით ნაზია, ამიტომ იგი უნდა გაიპარსოთ ფაქიზად, ფრთხილად და სათუთად.
- წვერის ჩამოპარსვა რეკომენდებულია თმის ზრდის მიმართულებით და არა პირიქით. პარსვის დროს სახის კანი ოდნავ გადაიჭიმეთ.
- გაპარსვის შემდეგ სახეზე შეისხით ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყალი.
- აუცილებლად წაისვით პარსვის შემდგომი ბალზამი სპირტის მცირე შემცველობით, ანდა სულაც უსპირტო.
- გამოიყენეთ ბაქტერიციდული კრემი - ის კანს დაარბილებს და გაღიზიანებისგან დაიცავს. კრემი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ.
თუ გაღიზიანება მაინც შეინიშნება, წაისვით კორტიზონის შემცველი ბაქტერიციდული კრემი - ის სწრაფად დააცხრობს კანს. თუ არაფერმა გიშველათ, მჭრელი, ბასრი სამართებელი შეცვალეთ რბილით ან სულაც ელექტროსაპარსით - ის სუფთად და უსაფრთხოდ, გაღიზიანებისა და ანთების გარეშე მოგაცილებთ სახიდან ზედმეტ თმას.