როგორ მოვუაროთ წვერს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ წვერს

გამოიყენეთ ნატურალური შემადგენლობის საპონი ეთერზეთებით და არა არომატიზატორებით. შამპუნისთვის ეს კიდევ უფრო აქტუალურია. წვერი ხშირად უნდა დავიბანოთ, რადგანაც თმა სწრაფად იჟღინთება სუნით და ხელებთან მუდმივი კონტაქტის გამო სუფთა იერს კარგავს. გელი, შამპუნი ან საპონი უნდა გამოვიყენოთ კვირაში 1-2-ჯერ, ყოველდღიურად უნდა დავიბანოთ სუფთა წყლით, რომ არ დავარღვიოთ კანის ბუნებრივი ცხიმიანობა.

ხშირად არ გამოიყენოთ თმის ელექტროსაშრობი

წვერი და ულვაში თმასავით ხშირად არ უნდა გავიშროთ ელექტროსაშრობით. ამისათვის შესანიშნავია პირსახოცი. წვერი შეიმშრალეთ რბილი მოძრაობით ზევიდან ქვევით, ხოლო ულვაში – თმის ზრდის მიმართულებით.

თუ ძალიან გეჩქარებათ, წვერისთვის ელექტროსაშრობის გამოყენება, კვირაში 1-2-ჯერ, შესაძლებელია ქვევიდან ზევითა მიმართულებით, ამავდროულად, გამოიყენეთ სავარცხელი. ასე ძალიან არ გამოაშრობთ თმას, მთელი დღის განმავლობაში წვერი იქნება მოცულობითი და სასიამოვნო შესახედაობის.

სწორად დაივარცხნეთ

ყველაზე დაუმორჩილებელი თმაც კი, ადრე თუ გვიან, გაიზრდება სწორი მიმართულებით, თუ მას ყოველდღიურად დაივარცხნით. წვერისთვის სპეციალური სავარცხელი შეიძინეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ხის სავარცხელს – საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ეკოლოგიურად სუფთა კონსტრუქცია ფართოდ განლაგებული მომრგვალებული კბილებით არ გააღიზიანებს და დააზიანებს კანს. მოვლა: ზეთი, ბალზამი, კონდიციონერი.

ზეთი შესანიშნავად ატენიანებს წვერს, ანიჭებს ბზინვარებას მთელი დღის განმავლობაში, თმასა და კანს ამარაგებს ვიტამინებით და აქვს ბუნებრივი არომატი.

ბალზამი და კონდიციონერი – სირბილეს, სისუფთავესა და არომატს სძენს წვერს და მათი გამოყენება შეიძლება ეთერზეთებთან ერთად. მოვლის ეს საშუალებები წვერს ნაკლებად მკვეთრ სურნელს ანიჭებს, ვიდრე ეთერზეთი და შესაძლებელია ინდივიდუალურად შერჩევა. მაგალითად, მოცულობის მიმცემი კონდიციონერი და ა.შ.

წვერისა და ულვაშის დროული კორექცია

წვერის ზრდის საწყის ეტაპზე მას არ უნდა შევეხოთ, მაგრამ რა სიხშირით არის წვერის კორექცია საჭირო, თუ მან სასურველ სიგრძეს მიაღწია? თვეში, სულ მცირე, ერთხელ.

ტრიმერი ყველას უნდა ჰქონდეს

მისი საშუალებით შესაძლებელია წვერის გამოშვერილი თმის ღერების კორექცია. ამისათვის გამოსადეგია მანიკიურის მცირე ზომის ან სპეციალური წვერის მაკრატელი. სრული მოცულობით წვერი, უმჯობესია, სპეციალისტმა შეასწოროს. წვერთან შედარებით, ულვაში უფრო სწრაფად კარგავს ფორმას. ულვაშისთვის მხოლოდ მაკრატლის გამოყენება ჯობს.

როგორ მოვიწესრიგოთ წვერი

1. გელი რბილი თმისთვის წვერის მოწესრიგებისათვის გელი შეუცვლელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძალიან რბილი თმა ან წვერი გაქვთ. წვერისა და ულვაშის სპეციალური გელი, მდგრადი ფიქსაციის გარდა, წვერს ერთგვარ ბზინვარებასაც შემატებს.

2. ცვილი ცვილი ძალიან კარგია გარკვეული რთული ელე­მენტების მოდელირებისათვის. ცვილი, წვერის ცა­ლკეული ღერების მოდელირებით, დაუმორჩილებელ თმას დღის განმავლობაში დახვევის საშუალებას არ აძლევს.

3. ბალზამი ბალზამი შეუცვლელია წვერიანთათვის. კრემის სტრუქტურის მქონე ბალზამი მასში შემავალი ინგრედიენტების, ვიტამინების, მცენარეული ექსტრაქტებისა და ეთერზეთების წყალობით ძალიან სასარგებლოა. ის შესანიშნავ ფორმას უნარჩუნებს წვერს. ნუ შეგეშინდებათ კონსისტენციის: წვერში შეიზილეთ მცირე რაოდენობით ბალზამი ისე, თითქოს კანისთვის დამატენიანებელ კრემს ხმარობთ.

4. ეთერზეთები ეთერზეთი პირველ სტადიაზე წვერს ეხმარება ზრდაში, ამარაგებს ასევე ვიტამინებით და საკმარისად ატენიანებს კანსა და ფოლიკულებს. უხეში წვერის შემთხვევაში ეთერზეთი ძირითადი დამხმარეა. ზეთის გამოყენება ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი საშუალების შემდეგაც შეგიძლიათ, რადგანაც ის წვერს მოვლილ იერსა და ბუნებრივ ბზინვარებას მიანიჭებს.