საათი - ერთგული თანაშემწე და იმიჯის მნიშვნელოვანი შტრიხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საათი - ერთგული თანაშემწე და იმიჯის მნიშვნელოვანი შტრიხი

საათის შერჩევისას გაითვალისწინეთ, სად და როგორ ატარებთ მას. ეს აქსესუარი მხოლოდ დროის განსაზღვრაში კი არ გვეხმარება, არამედ შეუძლია, ბევრ რამეზე მიგვანიშნოს: ადამიანის ხასიათზე, ჩვევებზე... ის, ისევე როგორც ჩაცმულობა და ავტომანქანა, ჩვენს პიროვნებასა და ცხოვრების წესზე მეტყველებს. მთავარია, საათს თქვენთვის სასარგებლო ფუნქციები ჰქონდეს. მაგალითად, თუ სპორტულ მოდელს ეძებთ, უმჯობესია, დარტყმაგამძლე და წყალგამძლე საათები შეათვალიეროთ.

თუ საათი თქვენთვის მხოლოდ მოდური აქსესუარია, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა გამძლეობის მაღალი დონე. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ფასი, უფრო სწორად, რამდენი შეგიძლიათ გადაიხადოთ. ფასი დამოკიდებულია მარკაზე, საათის ფუნქციებზე, მასალაზე, სერიის ეგზემპლართა რაოდენობაზე და ა.შ.

  • საათი casual სტილში

casual (ყოველდღიური) სტილის საათის არჩევისას დაფიქრდით, შეეფერება თუ არა იგი თქვენს იმიჯს, გამოხატავს თუ არა თქვენს ინდივიდუალურობას. გაიხსენეთ, რა ფერის სამოსსა და აქსესუარებს ატარებთ ყველაზე ხშირად - სასურველია, საათის ფერი მათ ეხამებოდეს. ციფერბლატი მოხერხებული უნდა იყოს, ციფრები კარგად იკითხებოდეს.

ამასთან, მიაქციეთ ყურადღება ისეთ თავისებურებებს, როგორიცაა წამების ისარი ან რიცხვის ფანჯარა. შეარჩიეთ მოხერხებული მასალის სამაჯური. ტყავი უფრო მსუბუქია, თუმცა წყალს ვერ იტანს. მეტალის სამაჯურები, პირიქით, მძიმე და წყალგამძლეა. გამონაკლისია ტიტანი - თბილი და მსუბუქი ლითონი. კაუჩუკსა და რეზინს უფრო სპორტული იერი აქვს, მაგრამ ყველაზე მაღალი წყალგამძლეობა ახასიათებს. თუ საათი ყოველდღე სატარებლად გინდათ, ჯობს უარი თქვათ მასიურ, წვეტიან და ბასრკუთხიან, მოუხერხებელციფერბლატიან მოდელებზე.

  • კლასიკური საათი

ასეთი საათი გამოირჩევა სიმარტივით, ელეგანტურობით, მკვეთრი და თვალშისაცემი დეტალების არარსებობით. თეთრი, შავი ან ცისფერი თხელი ციფერბლატი, ჩვეულებრივ, მრგვალ, სწორკუთხა ან კასრისებურ კორპუსშია მოთავსებული. კორპუსის სისქე, წესისამებრ, მინიმალურია, რათა საათი პერანგის მანჟეტებს არ წამოედოს. თუ იმიჯზე ზრუნავთ, საათი კოსტიუმზე იაფფასიანი არ უნდა იყოს.

  • სპორტული საათი

სპორტულ მოდელებს, წესისამებრ, დიდი კორპუსი აქვთ, რათა იოლად დაიტიოს ტაიმერი, მაღვიძარა და სხვა ფუნქციები, რომლებითაც სპორტული საათია აღჭურვილი. სამაჯურის მასალა შეიძლება სურვილისამებრ შეარჩიოთ. ყველაზე პოპულარული მასალაა პლასტმასა, რეზინი და კაუჩუკი.

  • Fashion საათი

ეს ის აქსესუარია, რომელიც თქვენს არტისტულ ბუნებას უსვამს ხაზს. იგი დასკვნით შტრიხს შემატებს თქვენს გამორჩეულ იმიჯს. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტებისა ნუ შეგეშინდებათ.

  • Luxury საათები

ძვირად ღირებული საათის შეძენისას მასალასა და მესაათის ოსტატობასთან ერთად აუცილებელ დეტალსაც ყიდულობთ, რომელიც თქვენს სოციალურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. ასეთი საათები შესანიშნავი საოჯახო რელიკვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დღეს ასეთ საათებს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ამზადებენ, მაგრამ შვეიცარიელებს ყველაზე მაღალი რეპუტაცია აქვთ ასწლეულების განმავლობაში მიღებული მდიდარი გამოცდილების გამო.

გაითვალისწინეთ, რომ საათს დამღა Swiss Made მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, თუ წარმოების პროცესი, აწყობის ჩათვლით, თავიდან ბოლომდე შვეიცარიაში მიმდინარეობდა. იარლიყი Swiss Movement ნიშნავს, რომ მექანიზმი შვეიცარიაშია დამზადებული, მაგრამ თავად საათი აწყობილია სხვა ქვეყანაში.

  • საავიაციო საათი

მაჯის საათზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ "პილოტურ საათებს". ავიაციის განვითარებამ თავის დროზე სტიმული მისცა მათ პოპულარიზაციას. ეს სტილი დღეს არცთუ ისე გავრცელებულია, მაგრამ ბევრი შვეიცარიული (და არა მარტო შვეიცარიული) კომპანია დღემდე უშვებს კოლექციას პილოტებისთვის. ეს საათები გამოირჩევა დიდი ციფერბლატით, მასიური საქოქი თავით და მართვის ღილაკებით, რადგან ზოგჯერ პილოტებს მანიპულირება ხელთათმანებით უწევთ.

  • საათის ზომები

ცხადია, ერთი და იმავე ზომის საათი სხვადასხვა ზომის მაჯაზე სხვადასხვანაირად გამოჩნდება, მაგრამ არსებობს საყოველთაოდ მიღებული ნორმები:

  1. Extra Small - 36 მმ-ზე ნაკლები;
  2. Small - 36 მმ-ზე ნაკლები;
  3. Medium - 37-40 მმ;
  4. Large - 42-46 მმ;
  5. Extra-Large - 48 მმ-ზე მეტი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია წონა. გაითვალისწინეთ, რომ ლითონის სამაჯური საათის წონას ზრდის. თუ ამას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ ტიტანის შენადნობის კორპუსი და სამაჯური, რომელიც უჟანგავ ლითონზე მსუბუქია.