10 რჩევა ახალბედა მამებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 რჩევა ახალბედა მამებს

.

1. მოგიწევთ, შეიყვაროთ საოჯახო საქმეები.

ვიდრე თქვენი მეუღლე სამშობიაროშია, მოგიწევთ, ჭურჭელიც რეცხოთ, მტვერსასრუტიც მოუსვათ. შესაძლოა, საოჯახო საქმიანობა გულით ვერ შეიყვაროთ, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ გექნებათ.

2. იყავით პოზიტიური.

ახალბედა დედებს ხშირად ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. თუ ბავშვი არ ჭამს ან მოუსვენრობს, ახალგაზრდა ქალი ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებს და ღელავს. თქვენი ამოცანაა, იყოთ მაქსიმალურად პოზიტიური და დაუყოვნებლივ ალაგმოთ ეს უსაფუძვლო თვითგვემა. დაარწმუნეთ მეუღლე, რომ ის ყველაფერს სწორად აკეთებს, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება. იქეცით მისთვის საიმედო საყრდენად და უბრალოდ, კარგ მეგობრად.

3. ნუ ითაკილებთ ბავშვის მოვლას

პამპერსებისა და საფენების გამოცვლა მეტად სასარგებლოა, რადგან ამ დროს პატარას გულისყური მხოლოდ თქვენსკენ არის მომართული. დაბანის, ჭამის, საფენების გამოცვლის პროცედურა დაგეხმარებათ, თქვენს პირმშოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროთ.

4. გამოიმუშავეთ აღზრდის საკუთარი მეთოდები.

თუ პატარა ატირდა და გაჭირვეულდა, აიყვანეთ ხელში და ოთახის გარშემო ცეკვის რიტმში იმოძრავეთ, უმღერეთ ან ხალისიანი მუსიკა ჩაურთეთ. რიტმულმა მოძრაობამ და თქვენმა ხმამ ბავშვს შეიძლება მოუხსნას დაძაბულობა და დააძინოს კიდეც. თუ ამანაც არ უშველა, ჩააწვინეთ ეტლში და დაარწიეთ. კარგად მოქმედებს გასეირნება სუფთა ჰაერზე.

5. იყავით მოსიყვარულე და ყურადღებიანი.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ალერსი და ყურადღება. ნუ დაიშურებთ სითბოს. დროთა განმავლობაში ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, თუმცა ბავშვი ორივესთვის სამუდამოდ პრიორიტეტად დარჩება.

6. ისარგებლეთ მშობლების დახმარებით.

გაგიმართლათ, თუ მშობლები ახლოს ცხოვრობენ და აქტიურად გეხმარებიან ბავშვის აღზრდაში. ბებიები და ბაბუები შეუდარებელი დამხმარეები არიან. მათ დიდი გამოცდილება აქვთ, უანგაროდ და განუზომლად უყვართ შვილიშვილები. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე, თუ ისინი მზად არიან, ეს გააკეთონ. პატარას დაბადების შემდეგ ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის დრო, პრაქტიკულად, არ რჩება. სთხოვეთ მშობლებს, პატარა დაიტოვონ, მეუღლეს კი რომანტიკული გასეირნება მოუწყვეთ, განმარტოვდით, ჩახედეთ თვალებში და კიდევ ერთხელ უთხარით, რომ ძალიან გიყვართ!

7. ნუ მოაწყენთ ბავშვს.

ბავშვი იზრდება და სულ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. აი, ის უკვე გცნობთ და თქვენსკენ მოიწევს. ახლა შეგიძლიათ, უფრო მეტხანს ესაუბროთ. დაისვით პატარა მუხლებზე, მოუსმინეთ მის ჟღურტულს, ეთამაშეთ. დღეს ათასგვარი სათამაშო იყიდება, ამიტომ იმის გარკვევა, რა მოსწონს ბავშვს, სირთულეს არ წარმოადგენს.

აუცილებლად შეამჩნევდით, როგორი აღტაცებით შეჰყურებენ ბავშვები უფროსებს, რომლებიც სასაცილოდ იმანჭებიან ან უცნაურ ხმებს გამოსცემენ. თქვენი ურთიერთკავშირი დღითიდღე გაძლიერდება და როდესაც ბავშვი პირველად გაგიღიმებთ, თქვენ გააცნობიერებთ, რომ უძილო ღამეები მართლაც ღირდა თქვენი შვილის ღიმილად.

8. ვინ უნდა ადგეს?

იმის გაფიქრებაც კი, რომ ღამით ბავშვის მოსავლელად უნდა ადგეთ, უკვე უარყოფით ემოციას ბადებს. როდესაც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით, გინდათ კარგად გამოიძინოთ, მაგრამ ბავშვის მოვლა ორის საქმეა, ამიტომ გირჩევთ, ამთავითვე შეეგუოთ აზრს, რომ ღამით იძულებული გახდებით, წამოდგეთ, რათა ბავშვს საფენები გამოუცვალოთ ან წყალი დაალევინოთ. ბავშვები ადვილად ხვდებიან ჩვენს განწყობას და თუ იგი თქვენს უკმაყოფილებას იგრძნობს, დიდხანს არ დაწყნარდება.

9. გაიზიარეთ გამოცდილება.

ახალგაზრდა დედები გამუდმებით ეკითხებიან რჩევას ერთმანეთს ან მშობლებს. ასევე შეუძლიათ ძვირფასი ინფორმაციის გაცვლა მამებს. ახალგამომცხვარ მამებს პირველ ხანებში განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი როლის გააზრება, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილას დგება. ამ დროს სხვა მამების რჩევები და მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ.

10. დატკბით ცხოვრებით!

მიუხედავად უძილო ღამეებისა, დაღლილობისა, გაღიზიანებისა, ბავშვი ღვთის უდიდესი საჩუქარია. სანამ თავად არ გახდებით მამა, ვერ წარმოიდგენთ, ბავშვის გაჩენასთან ერთად რამდენად ბედნიერი, სასიამოვნო და მდიდარიოხდება ცხოვრება. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ საზოგადოებისათვის დაკარგული ხართ და ყველანაირ სიამოვნებაზე უარი უნდა თქვათ. უბრალოდ, დღეს აქცენტი სხვა საკითხებზე უნდა გააკეთოთ.