მამაკაცთა კონტრაცეფცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცთა კონტრაცეფცია

  • შეწყვეტილი სქესობრივი კავშირი – ორსულობისაგან თავის დაცვის ყველაზე ნაკლებსაიმედო და სარისკო მეთოდია, თანაც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან სრულებით არ იცავს;
  • სტერილიზაცია – მართალია, მეთოდი სანდოა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების თვალსაზრისით, მაგრამ არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. მამაკაცის სტერილიზაცია ოპერაციული ჩარევით ხორციელდება – სათესლე ბაგირაკებს გადაკვანძავენ, რის შედეგადაც ბუნებრივი გზით განაყოფიერება შეუძლებელი ხდება. ექიმები გვაფრთხილებენ: კონტრაცეფციის მეთოდი უთუოდ პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები

მამაკაცთა უროლოგიურ პათოლოგიებს შორის შარდსასქესო სისტემის ანთებით დაავადებებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. მათ სამართლიანად მიიჩნევენ მამაკაცის უნაყოფობის, იმპოტენციის, სასქესო ფუნქციის მოშლის, სიმსივნეების ერთ-ერთ მიზეზად. ანთების ტიპური ნიშნებია ლორწოვანი გარსების სიწითლე, შეშუპება, ტკივილი, საშარდე მილიდან უჩვეულო გამონადენის არსებობა, ქავილი და გაღიზიანება, სასქესო სისტემის ორგანოთა ფუნქციის დარღვევა. შესაძლოა, აღმოცენდეს წინამდებარე ჯირკვლის ანთება - პროსტატიტი, შარდსადენის ანთება - ურეთრიტი, შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი, სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის შიდა ფურცლის ანთება - ბალანოპოსტიტი, სათესლის ანთება – ორქიტი. სქესობრივ ინფექციებს შორის აღსანიშნავია სიფილისი, ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, კანდიდოზი, გარდნერელოზი. ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს შარდსასქესო სისტემის ორგანოთა ანთება.

ანთებით დაავადებათა დიაგნოსტიკა

შარდსასქესო სისტემის ანთებით დაავადებათა სადიაგნოზოდ შესაძლოა საჭირო გახდეს:

  • შარდსასქესო სისტემისა და წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის ექოსკოპია, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ორგანოთა სტრუქტურა, ზომები, სიმსივნეებისა და კისტების არსებობა-არარსებობა;
  • შარდის სამი ულუფის ანალიზი – გვეხმარება, დავადგინოთ შარდსადენის, შარდის ბუშტისა და წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესების არსებობა;
  • წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის მიკროსკოპიული გამოკვლევა – ავლენს პროსტატის ფუნქციონირების დარღვევებს, ზოგიერთი დაავადების გამომწვევს;
  • ურეთროსკოპია – შარდსადენის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს – ურეთროსკოპის მეშვეობით, რაც ანთებითი უბნების დანახვის საშუალებას იძლევა;
  • ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა – შარდის დათესვა პათოგენური ფლორის გამოსავლენად და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა, რაც აუცილებელია კონკრეტული ინფექციის მკურნალობის მართებული ტაქტიკის შესამუშავებლად;
  • იმუნოფერმენტული ანალიზი – სისხლში სპეციფიკური მოლეკულების – ანტისხეულების გამოვლენა. ისინი ორგანიზმში ინფექციური აგენტის საწინააღმდეგოდ წარმოიქმნება;
  • შარდსადენის ნაცხის მიკროსკოპიული შესწავლა – ტარდება შარდსადენის ეპითელიუმისა და მიკროფლორის შესასწავლად;
  • პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის შესწავლა – მისი მაღალი მაჩვენებელი ნიშანია პროსტატის სიმსივნური წარმონაქმნისა, რომელიც შესაძლოა ავთვისებიანიც იყოს.