პოტენცია 50 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

პოტენცია 50 წლის შემდეგ

პოტენცია 50 წლის შემდეგ
ასაკთან ერთად ბევრი მამაკაცი აწყდება სირთულეებს სქესობრივ ცხოვრებაში. 50 წლიდან ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი ქვეითდება, რაც ბუნებრივად ახლავს თან დაბერებას. მცირდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავება; სქესობრივი ლტოლვა რჩება, მაგრამ მისი რეალიზაციისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე ახალგაზრდობაში. ასეთ დროს ექიმს, სამწუხაროდ, მამაკაცთა მხოლოდ 5% მიმართავს, რადგან ბატონობს მცდარი აზრი, თითქოს 50 წლის შემდეგ პოტენციის აღდგენა შეუძლებელი იყოს.


მიზეზები
ჰორმონული უკმარისობით გამოწვეული, პირველადი ერექციული დისფუნქცია შედარებით იშვიათია. პრობლემა უმეტესად მეორეული ბუნებისაა და წარმოადგენს ასაკოვანი მამაკაცისთვის დამახასიათებელი მრავალი დაავადების შედეგს. ეს დაავადებებია:

  • შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტი ტიპი 2 ხშირად სწორედ ამ ასაკში გვხვდება და შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მის გართულებათა შორისაა იმპოტენცია, ფეხების ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა;
  • ათეროსკლეროზი. უნდა ვიცოდეთ, რომ ათეროსკლეროზული ფოლაქები მხოლოდ გულის სისხლძარღვებს კი არ აზიანებს, არამედ სასქესო ასოს არტერიებსაც. ორგანოში სისხლის მიდენა მცირდება, რასაც პოტენციის დაქვეითებამდე მივყავართ;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები;
  • ენდოკრინული დაავადებები;
  • ნევროლოგიური დარღვევები;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი და მავნე ჩვევები;
  • სასქესო სისტემის ქრონიკული ანთებითი პროცესები (პროსტატიტი, ოქიტი, ურეთრიტი და სხვა);
  • ზოგიერთი მედიკამენტი. მაგალითად, არტერიული წნევის დამწევი საშუალებები.

აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს ერექციული დისფუნქციის ისეთი სიმპტომების აღმოცენებისას, როგორებიცაა:

  • ადეკვატური და სპონტანური ერექციის არარსებობა;
  • ერექციის სისუსტე;
  • ერექციის შენარჩუნების უუნარობა;
  • ნაადრევი ეაკულაცია;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • ორგაზმის არარსებობა.

დიაგნოსტიკა
აუცილებელი კვლევების ჩამონათვალი ასეთია:

  • მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის გამოკვლევა;
  • სისხლისა და შარდის ანალიზი;
  • სპერმის გამოკვლევა (სპერმოგრამა);
  • თანმხლები სომატური დაავადებების (რომლებიც შეიძლება პოტენციის დაქვეითების მიზეზი იყოს) კვლევა;
  • სასქესო ასოს ინერვაციის ტესტირება;
  • სასქესო ასოში სისხლის მიმოქცევის კვლევა;
  • ბიოთეზიომეტრია - სასქესო ორგანოს ვიბრაციული მგრძნობელობის განსაზღვრა მისი ინერვაციის დარღვევის დასადგენად.

მკურნალობა გულისხმობს:

  • ძირითადი პათოლოგიის მკუ­რნა­ლობას;
  • ჩანაცვლებით ჰორმონულ თერ­აპიას;
  • ფიტოთერაპიას;
  • ქირურგიულ ჩარევას;
  • ფსიქოლოგიურ დახმარებას.

შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები ცხოვრების წესის თაობაზე. ივარჯიშეთ, ყურადღება მიაქციეთ კვებას, მოიშორეთ მავნე ჩვევები და ჭარბი წონა და დატკბით სიცოცხლით.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
უნაყოფობის მიზეზთა კვლევისას მამაკაცებს ხშირად უნიშნავენ სპერმოგრამას - ანალიზს, რომლითაც ფასდება მოძრავი (აქტიური) სპერმატოზოიდების
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ყოველდღიურად 60 გრამი ნიგვზის, ფუნდუკისა და ნუშის მოხმარებამ შეიძლება გააძლიეროს მამაკაცის სექსუალური ლტოლვა
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ქალი ორსულობისას
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 741 მილიონ მამაკაცს აღენიშნება
ვაზექტომია არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს თესლის გამომტანი სადინრების ნაწილობრივ ამოკვეთას
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად