ერექციული დისფუნქციის მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერექციული დისფუნქციის მიზეზები

ფსიქოლოგიური

ფსიქოლოგიური მიზეზებით გამოწვეული ერექციული დისფუნქცია ხშირად გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. ეს ძირითადად დაკავშირებულია ბავშვობის ან მოზარდ ასაკში გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან. ერექციული დისფუნქცია შეიძლება განვითარდეს გამოუცდელობის გამო, დაცინვის ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შიშით. ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც საკმაო სქესობრივი გამოცდილება აქვს, თავად უმკლავდება ფსიქოლოგიურ ერექციულ დისფუნქციას, ხოლო ახალგაზრდას ხშირად სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე პარტნიორთან ურთიერთობა. პარტნიორის ქცევა შეიძლება გახდეს როგორც პოტენციის დარღვევის მიზეზი (მუდმივი დაცინვის, სულიერი სიახლოვის არარსებობის დროს), ასევე ერექციული დისფუნქციის მკურნალობის მეთოდი (ემოციური მხარდაჭერის შემთხვევაში).

ჰორმონული

ერექციის დაქვეითების მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანიზმში ტესტოსტერონის ნაკლებობა. ჰორმონული წარმოშობის ერექციული დისფუნქცია ხშირად აქვთ საშუალო და ხანდაზმული ასაკის მამაკაცებს, იშვიათად - ახალგაზრდებს. ტესტოსტერონის უკმარისობის დროს ერექციაზე პასუხისმგებელი რეაქციები მუხრუჭდება.

სისხლძარღვოვანი

ერექციული დისფუნქცია შესაძლოა სისხლძარღვების მდგომარეობითაც იყოს გამოწვეული, კერძოდ, სისხლძარღვთა კედლის დაზიანებისას ირღვევა სასქესო ასოს სისხლით შევსების მექანიზმი და ერექცია სუსტდება. წესისამებრ, ეს პრობლემა აღმოცენდება სხვა დაავადების ფონზე, ისეთისა, როგორიც არის, მაგალითად, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

ნეიროგენული

ერექციული დისფუნქცია შესაძლოა გამოიწვიოს გადატანილმა ინსულტმა, ცნს-ის ან პერიფერიული ნერვების ტრავმამ. ამ დროს ერექციის დაქვეითების მიზეზი კავერნოზულ სხეულში ნერვული იმპულსების გატარების შეფერხება ან სრული არარსებობაა.

იატროგენული

ერექციული დისფუნქცია როგორც გვერდითი ეფექტი შესაძლოა გამოიწვიოს რომელიმე დაავადების სამკურნალო პრეპარატებმა - მაგალითად, პოდაგრისა, გულ-სისხლძარღვთა და წყლულოვანი დაავადებისა, ფსიქიკური აშლილობისა... წამლის მოხსნის ან შეცვლის შემდეგ ერექცია, წესისამებრ, აღდგება. თუ წამლის მოხსნა ან შეცვლა შეუძლებელია, ერექციულ დისფუნქციას თავიდან ვერ ავიცილებთ.

სხვა მიზეზები

ერექციული დისფუნქცია შესაძლოა გამოიწვიოს მავნე ჩვევებმაც: თამბაქოს წევამ, ალკოჰოლის მოხმარებამ, მავნე საკვებმა, დაუცველმა სექსმა, სტრესებმა და სხვა. ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისას მამაკაცის ორგანიზმში ხვდება ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი წონის განვითარებას, ქალური ჰორმონების მომატებას და მამაკაცურის დაქვეითებას, რაც არა მარტო ერექციულ დისფუნქციას, არამეედ უშვილობასაც კი იწვევს. ახალ პარტნიორთან დაუცველი სქესობრივი აქტის დროს მაღალია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის ჰერპესი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიოზი, აივ ინფექცია, სიფილისი...… ამ დაავადებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია და უშვილობა.

თამბაქო

ნიკოტინს აქვს სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება, რომელიც შესაძლოა სასქესო ასოს სისხლძარღვებზეც გავრცელდეს. სქესობრივი აქტის წინ სიგარეტის მოწევა აუარესებს ერექციას და ამუხრუჭებს სექსუალურ აგზნებას. ამგვარი ეფექტი შეინიშნება ყველა ასაკის მამაკაცებში. მუდმივი მოწევა იწვევს სისხლძარღვების არა მარტო შევიწროებას, არამედ დახშობასაც, რასაც ქრონიკულ ერექციულ დისფუნქციამდე და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებამდე მივყავართ.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება იწვევს სქესობრივი ლტოლვის გაქრობას და უშვილობას. სპირტიანი სასმელები აფერხებს სასქესო ჯირკვლების მუშაობას. ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, რაც ჰორმონულ დისბალანსს იწვევს. სპირტის შემცველი სასმელები ასევე არღვევს ჰიპოფიზის მუშაობას.

ნარკომანია

კოკაინის, მარიხუანას, ამფეტამინების ერთჯერადი გამოყენება ამაღლებს სქესობრივ აქტიურობას, აჩენს სიმსუბუქისა და თავისუფლების განცდას, მათი დიდი დოზა კი ამუხრუჭებს ერექციას. ოპიატები, განურჩევლად დოზისა, ერექციულ დისფუნქციას იწვევს. ნარკოტიკების მოხმარების დიდი გამოცდილების მქონე პირებს აღენიშნებათ ლიბიდოს დაქვეითება, ხშირად - უშვილობა და ქრონიკული ერექციული დისფუნქციაც.

ჰიპოდინამია

შეზღუდული ფიზიკური აქტივობა იწვევს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი და სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციათა დარღვევას. ჰიპოდინამიას ხელს უწყობს ურბანიზაცია, შრომის მექანიზაცია და საკომუნიკაციო საშუალებების მნიშვნელობის ზრდა. ჰიპოდინამიას ცივილიზაციის დაავადებასაც უწოდებენ. მისი ერთ-ერთი შედეგია გულის კუნთის დასუსტება და სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება, რაც უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ფუნქციაზე და შესაძლოა ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს.