შარდვის დარღვევა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ქალებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

შარდვის დარღვევა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ქალებში

შარდვის დარღვევა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ქალებში

შარდის ბუშტის დაზიანება და შარდვის დარღვევა ქალებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ის მხოლოდ შარდის ბუშტიდან გამომდინარე მიზეზებით კი არ არის გამოწვეული, არამედ ხშირია ქალური ორგანოების დაავადებების დროსაც. რა თავისებურებები ახასიათებს ქალებში შარდის ბუშტის დაავადებებსა და შარდვის პროცესის დარღვევას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ისანის" მეან-გინეკოლოგი თამარ ცაავა გვესაუბრება.


- ცნობილია, რომ ქალებს საშარდე გზების ანთება ხშირად ხვდებათ. რატომ არიან ქალები ასე მიდრეკილნი საშარდე გზების ინფექციებისკენ?
- ქალებში ხშირია საშარდე გზების აღმავალი ინფექცია, რაც მათი საშარდე გზების ანატომიური თავისებურებებით არის

გამოწვეული. გამომწვევი ადვილად ხვდება შარდის ბუშტში, იქიდან კი შარდსაწვეთებსა და თირკმლის ფიალებში. ანატომიურად და ფიზიოლოგიურად საშარდე გზებს მჭიდრო კავშირი აქვს რეპროდუქციულ სისტემასთან. ამას განაპირობებს მოკლე ურეთრა, შარდსადინარის სიახლოვე სწორ ნაწლავსა და გარეთა სასქესო ორგანოებთან. გარდა ამისა, ორსულობის დროს იქმნება პირობები შარდის შეგუბებისა და მისი გადინების
გართულებისთვის: საგრძნობლად არის გაგანიერებული თირკმლის ფიალები, დაგრძელებულია შარდსაწვეთები, შემცირებულია საშარდე გზების კუნთოვანი შრის ტონუსი, შარდის დენას აბრკოლებს გადიდებული საშვილოსნოს მექანიკური ზეწოლაც, ამიტომ ორსულთა მესამედს უვითარდება შარდის უკუშეტყორცნა შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთებში, რის შედეგადაც ინფექციის გამომწვევი საშარდე გზების ზედა ნაწილებში ვრცელდება.


- რა უწყობს ხელს საშარდე გზების ინფექციების განვითარებას?
- ეს ფაქტორებია:

  • მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა;
  • პირადი და სქესობრივი ჰიგიენის დაუცველობა;
  • სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოსა და მისი დამანატების ანთება), ქრონიკული ანთების კერების არსებობა ორგანიზმში, ენდოკრინული პათოლოგია (შაქრიანი დიაბეტი), საშარდე სისტემის პათლოგიები (შარდკენჭოვანი დაავადება, ქონიკული ცისტიტი, თირკმლის განვითარების ანომალიები).


- რა თავისებურებები ახასიათებს ქალებში საშარდე გზების ანთებით დაავადებებს?
- შარდგამომყოფი სისტემის დაავადებებიდან ქალებს უმთავრესად ემართებათ ურეთრიტი, ცისტიტი და პიელონეფრიტი. საკმაოდ ხშირია უსიმპტომო ბაქტერიურია. ხშირად ვხვდებით ასევე დაავადების ქრონიკულ ფორმებს. საშარდე გზების ინფექციების გამომწვევთა უმეტესობა გადაეცემა სქესობრივი გზით. იმ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს შორის, რომლებიც მიმდინარეობს როგორც სასქესო, ასევე საშარდე ორგანოების ანთებითი დაზიანებით, წამყვანი ადგილი უჭირავს გონორეას. ინფიცირება შესაძლებელია არა მარტო სქესობრივი კონტაქტის, არამედ პირადი ჰიგიენის ნივთებით - პირსახოცით, ღრუბლით, საპნით - ერთობლივი სარგებლობის დროსაც. გონოკოკი ადამიანის სხეულის გარეთ მცირე ხანს ცოცხლობს, მაგრამ გამომშრალსაც შეუძლია ადამიანის ინფიცირება. ქალებს ამ დროს გამოაჩნდებათ გონორეისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: წვა და ქავილი სასაქესო ორგანოების მიდამოში, ტკივილი შარდვის დროს. ამ სიმპტომებს ხშირად თან სდევს საშოდან მცირედი მოთეთრო-მოყვითალო გამონადენი. სქესობრივი კონტაქტის შედეგად ინფიცირების შემთხვევაში გონოკოკი თავდაპირველად ურეთრას აზიანებს, მერე კი საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს მილებსა და საკვერცხეებსაც.


- კიდევ რა იწვევს ქალებში ტკივილს შარდვის დროს?
- შარდვის თანმხლები ტკივილი მოსალოდნელია სასქესო ორგანოების დაავადებების, მაგალითად, ვულვიტის, ვულვოვაგინიტის დროს. ვულვოვაგინიტი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებაა. ეს დაავადება ვითარდება გარეთა სასქესო ორგანოების ძლიერი გაღიზიანების დროსაც. მათ აღიზიანებს გამონადენი საშარდე გზებიდან. გარდა შარდვის თანმხლები ტკივილისა, ქალი უჩივის გარეთა სასქესო ორგანოების შეშუპებას, ქავილსა და წვას. კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც თან ახლავს ტკივილი შარდვის დროს, ვესტიბულიტია (საშოს შესასვლელის ანთება). ამ დროს ჩნდება გამონადენი საშოდან, სხეულის ტემპერატურა იმატებს, ამას დაერთვის შემცივნება, ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა მიდამოში და შარდვის დროს. სალპინგიტი კიდევ ერთი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ზიანდება არა მარტო საშვილოსნო, არამედ საშვილოსნოს მილები, საკვერცხეები, აგრეთვე - მის გარშემო მდებარე ქსოვილები. ამ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია ტკივილი შარდვის დროს. ხშირია ტკივილი მუცლისა და წელის არეში, ასევე - სხეულის ტემპერატურის მატება, გულისრევა, სასქესო ორგანოების შეშუპება, არარეგულარული, თანაც ხშირი სისხლდენა.


- რას გვეტყვით დეფლორაციის შემდგომ გართულებებზე?
- სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ ხშირად იჩენს თავს დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) და პიელიტი (თირკმლის ფიალების ანთება). სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად საგრძნობლად იმატებს შარდის ბუშტში ბაქტერიების მოხვედრის ალბათობა. ინფიცირების განმეორებითი ეპიზოდები ვლინდება სქესობრივი აქტიდან 24 საათის განმავლობაში. ამ დროს აუცილებელია გინეკოლოგთან და/ან უროლოგთან მისვლა. დეფლორაციული ცისტიტის შემდეგ თითქმის ყოველი სქესობრივი აქტი იწვევს ცისტიტის გამწვავებას. ანტიბაქტერიული მკურნალობა იძლევა დროებით შედეგს და დროთა განმავლობაში ამაო ხდება. პოსტდეფლორაციული ცისტიტის მიზეზად დღეს შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის საშოში ჩაბრუნებას მიიჩნევენ. ეს გამოწვეულია ქალის საშარდე სისტემის ანატომიური თავისებურებებით, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. ამის გამო ყოველი მომდევნო სქესობრივი აქტის შედგომ შარდსადენსა და შარდის ბუშტში გადადის საშოს ლორწო ბაქტერიული შიგთავსით, რაც ცისტიტის განვითარებისა და შემდგომი გამწვავების წინაპირობას ქმნის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივი ქირურგიული ჩარევაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოყალიბდება მორეციდივე ცისტიტი და თავს იჩენს მომავალში პიელონეფრიტის განვითარების საფრთხე.


- რა თავისებურებები ახასიათებს ორსულის საშარდე სისტემას?
- ორსულობის პირველი სამი თვისა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალებს შარდვის გახშირება აღენიშნებათ. ეს ჰორმონული ცვლილებებისა და შარდის ბუშტზე გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლის ბრალია. გარდა ამისა, იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტის, შარდსადენის) ინფექციის განვითარების ალბათობაც. ბოლო ხანს სულ უფრო მეტად იპყრობს მეანების ყურადღებას საშარდე გზების ინფექცია, რომელიც არცთუ იშვიათად პირველად ვლინდება ორსულობის დროს. ორსულთა ექსტრაგენიტალური დაავადებებიდან შარდგამომყოფი გზების პათოლოგია სიხშირით მეორე ადგილს იკავებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ. ის მნიშვნელოვანია თავისი გართულებებითაც, რომლებიც ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში იჩენს თავს. შარდგამომყოფი სისტემის ინფექცია გადააქვს ასიდან 4-8 ორსულს. საშარდე გზების განსაკუთრებით გავრცელებულ ანთებით დაავადებებს მიეკუთვნება უსიმპტომო ბაქტერიურია - შარდში დიდი რაოდენობით ბაქტერიების აღმოჩენა კლინიკურ გამოვლინებათა გარეშე. ის, სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ასიდან 2-13 შემთხვევაში გვხვდება. ისეთი დაავადებების წილად, როგორებიცაა შარდის ბუშტის ანთება (მწვავე ცისტიტი) და თირკმელების მწვავე ანთება (მწვავე პიელონეფიტი), 1-2% მოდის. საშარდე გზების ქვედა ნაწილის ანთებით დაავადებებს მიაკუთვნებენ ურერთრიტს, მწვავე ცისტიტს, უსიმპტომო ბაქტერიურიას.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 05-02-2018
nino
Gamarjobat aranair tkivils da sxva raime diskomports ar vgrdznob garda imisa rom macuxebs xshiri shardva da shegrdzneba imisa rom motena michirs da ra sheidzleba ikS?An tu mirchevt raime preparats risi migebac am etapze shesadzlebeli
თარიღი : 24-01-2015
ლევან ჭუმბურიძე
უი
რეკომენდებული პროდუქტები
ჯირკვლის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის-30აბი
ფასი: 69.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
სპორტით დაკავებული მამაკაცებისთვის-30 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად