შარდის შეუკავებლობა ქალებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

შარდის შეუკავებლობა ქალებში

შარდის შეუკავებლობა ქალებში
ქალებში შარდის შეუკავებლობის მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.


- ბატონო ალეკო, დაგვეთანხმებით, რომ შარდის შეუკავებლობა საკმაოდ ბევრ ქალს აწუხებს...
- მართალს ბრძანებთ, შარდის შეუკავებლობა ქალებში საკმაოდ არის გავრცელებული. ამის გამო სუსტი სქესის წარმომადგენლებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ და ხშირად საქმე დეპრესიამდეც კი მიდის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე ფორმა:


  • შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა, რომელიც დახველების, დაცემინების, სიცილის, ფიზიკური დატვირთვის, სირბილის, ხტუნვის, სიარულის, სიმძიმის აწევის, სავარძლიდან ან საწოლიდან წამოდგომისა თუ სქესობრივი
    ცხოვრების დროს შარდის უნებლიე დაღვრით ვლინდება. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ზღუდავს ეს ქალის ყოველდღიურ საქმიანობას. შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა გავრცელებით არ ჩამოუვარდება ისეთ დაავადებებს, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. ცნობისათვის გეტყვით, რომ საფრანგეთში 70 წლისთვის ყოველ მეათე ქალს გაკეთებული აქვს ოპერაცია
    შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის გამო. შარდის დაძაბვით შეუკავებლობას გამოვლინების ორი პიკი აქვს. პირველი მშობიარობის შემდგომ პერიოდზე მოდის. მშობიარობის დროს ზიანდება იოგები, ეშვება კუნთები, რასაც შარდის დაძაბვით შეუკავებლობამდე მივყავართ. ახალგაზრდა დედები ამას, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვთ, თანაც ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით, თუმცა დაავადება თანდათან პროგრესირებს. მეორე პიკი საშუალო ასაკზე მოდის და თან ახლავს მენსტრუალური ციკლის გაქრობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებს. კლიმაქსის შესახებ ყველა ქალს გაუგონია, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს, რა ცვლილებები ხდება კლიმაქსურ პერიოდში ორგანიზმში. ეს ცვლილებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი სრული სურათის ახსნას მრავალი საათი დასჭირდება. დაგისახელებთ რამდენიმე დაავადებას, რათა ნათელი მოვფინო ამ პრობლემის მასშტაბს თანამედროვე მედიცინაში. ეს დაავადებებია: შარდის შეუკავებლობა, მისი სხვადასხვა ფორმა (შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა,  ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი), პოსტმენოპაუზური (კლიმაქტერიული) ქრონიკული ცისტიტი და ურეთრიტი, მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი. დავუბრუნდეთ შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მეორე პიკს. ამ დროს სუსტდება ის იოგები, რომლებიც შარდსადენი მილისა და შარდის ბუშტის ყელს ბოქვენის ძვლებთან აფიქსირებს. ამ იოგოვან-კუნთოვანი სტრუქტურების ტონუსი და ადეკვატური ფუნქციობა ირღვევა მენოპაუზის ანუ კლიმაქსის დადგომის შემდეგ, როდესაც სისხლში მკვეთრად მცირდება სასქესო ჰორმონის - ესტროგენის რაოდენობა. ხშირად შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის განვითარებას ხელს უწყობს მძიმე მშობიარობა, მძიმე ფიზიკური შრომა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი, ყაბზობა.

  • შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა განპირობებულია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით და იწვევს მოშარდვის ბრძანებით სურვილს. მარტივად რომ ვთქვათ, უეცრად ჩნდება მოშარდვის სურვილი, რაც ქალს აიძულებს, სასწრაფოდ გაეშუროს საპირფარეშოსკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნებლიეთ დაღვრის შარდს. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და განმეორდეს ნებისმიერი რაოდენობით.Aადვილი წარმოსადგენია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით დაავადებული ქალის განრიგი - ის მიჯაჭვულია საპირფარეშოზე, იძულებულია, შეიცვალოს სამსახური, შეზღუდვით მიიღოს სითხე და წინასწარ ეძებოს საპირფარეშო. ეს ყველაფერი მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს და იწვევს დეპრესიას. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის პიკი კლიმაქტერიულ პერიოდს ემთხვევა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა მოშარდვის უეცარი სურვილის დროს საპირფარეშოსაკენ გაქცეული ქალი ეცემა და რამეს იტეხს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს (მენოპაუზის დადგომის შემდეგ) ხშირია ოსტეოპოროზი - ძვლების სისუსტე. ქალის ჰორმონის დანიშვნა ამ მდგომარეობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 15-04-2018
მაიკო
გამარჯობათ მაინტერესებს როგორ უნდა მოვიქცეთ როცა 22 წლის გოგონა გამით შარდს ვერ იკავებს?
თარიღი : 04-03-2017
natalia
რა მედიკამენტები მივიგჰოტ სჰარდის სჰეუკავებლობის დროს
თარიღი : 15-12-2016
nino omanashvili
რა მედიკამენტები მივიგოთ?
თარიღი : 08-06-2016
megi midodashvili
მაინტერესებს როგორ მოვიქცე როდესაც ეს პრობლემა აქვს 13 წლის გოგონას?
თარიღი : 24-01-2015
nino beridze.
რა მედიკამენტები მივიღო აქტიური შარდვის დროს?
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი.
ასიმეტრიული განვითარების შედეგად სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად