რა უნდა ვიცოდეთ პროსტატის ადენომის ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

რა უნდა ვიცოდეთ პროსტატის ადენომის ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ პროსტატის ადენომის ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ?
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?

რა ოპერაციები კეთდება პროსტატის ადენომის განსაკურნებლად?
მკითხველი


წინამდებარე ჯირკვლის მკურნალობის ოპერაციული მეთოდები სადღეისოდ ყველაზე ეფექტურია. დაავადების საწყის ეტაპზე (შარდის ბუშტი მთლიანად იცლება, თირკმელები არ არის დაზიანებული) შეიძლება ჩატარდეს პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (ტურ, ე. წ. უსისხლო ოპერაცია) - წინამდებარე ჯირკვლის ადენომის შარდსადენი არხიდან ამოკვეთა. ეს შედარებით ნაკლებტრავმული ოპერაციაა.

დაავადების შორსწასული ფორმის დროს, როდესაც ადენომა დიდია, შარდის ბუშტი შარდით არის გადავსებული და თირკმლის უკმარისობის ნიშნებიც ჩანს, იყენებენ

ადენომის ამოკვეთის ღია მეთოდს, მაგალითად, პროსტატის ადენომის ამოკვეთას შარდის ბუშტის მხრიდან მიდგომით. ამ ტიპის ოპერაციები უფრო ტრავმულია, ვიდრე ტური, მაგრამ ისინიც სრულ განკურნებას უზრუნველყოფს. როდესაც ავადმყოფი ოპერაციაზე უარს ამბობს ან განსაზღვრული მიზეზები ქირურგს ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს, მაშინ შარდის ბუშტში იდგმება სპეციალური კათეტერი, რომელიც
უზრუნველყოფს შარდის ბუშტის დაცლას. ამგვარად ორგანიზმს შორდება შარდში შემავალი მომწამლავი ნივთიერებები. თუ ავადმყოფი ახალგაზრდაა და დაინტერესებულია სქესობრივი აქტიურობის შენარჩუნებით, მაშინ მას უკეთებენ ტურს.

ასევე დაგაინტერესებთ:

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა შარდით


ამ წესით ჩატარებული ოპერაცია შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იცხოვროს ნორმალური სქესობრივი ცხოვრებით, მაგრამ ამ ხნის შემდეგ საჭიროა განმეორებითი ოპერაცია და ჯირკვლის რეზექცია. ისევე როგორც ყველა ტიპის ოპერაციას, ადენომექტომიასაც ახასიათებს გართულებები. ამთავითვე ვიტყვით: შარდვის პრობლემა ოპერაციის შემდეგ სრულიად იხსნება, თუმცა... მოდი, ყველაფერს რიგის მიხედვით მივყვეთ. ტურით ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულებებია:

  • ადრეული პოსტოპერაციული სისხლდენა. ის ვითარდება ტურის შემდგომ პირველსავე დღეებში და ხშირად ოპერაციის დროს სისხლდენის უხარისხოდ გაჩერების შედეგია. სისხლდენის შესაჩერებლად, წესისამებრ, მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება, ხოლო მისი უეფექტობის შემთხვევაში ისევ ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ.
  • ტურ-სინდრომი ანუ ორგანიზმის წყლით ინტოქსიკაციის (მოწამვლის) სინდრომი. წარმოიშობა სისხლში დიდი ოდენობით საირიგაციო სითხის მოხვედრის გამო. ჩვეულებრივ, ტურის დროს დაზიანებული ვენებიდან ცოტაოდენი სითხე ყოველთვის ხვდება სისხლში, მაგრამ ეს ტურ-სინდრომს არ იწვევს.
  • ჭრილობისმხრივი ინფექციური გართულება. ეს გართულება უმეტესად ღია წესით ადენომექტომიის შემდეგ გვხვდება.
  • რეტროგრადული ეაკულაცია. ეს გართულება ტურის შემდეგ შედარებით ხშირია. გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაცია ასოს ერექციულ ფუნქციაზე გავლენას არ ახდენს -  ერექცია ისეთივე რჩება, როგორიც ოპერაციამდე იყო, მაგრამ ამ დროს ვითარდება რეტროგრადული ეაკულაციის ფენომენი: ოპერაციის დროს იკვეთება ის კუნთოვანი კონები, რომლებიც ეაკულაციის (თესლდანთხევის) დროს შარდის ბუშტის ყელის დახურვას უზრუნველყოფენ. ამიტომ არის, რომ ოპერაციის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს შარდის ბუშტი ღია რჩება და სპერმა მასში ხვდება (`შეიტყორცნება~), იქიდან კი შარდთან ერთად გარეთ გამოდის. ეს მოვლენა ორგაზმზე არავითარ გავლენას არ ახდენს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მომავალში შვილების ყოლას აპირებენ. თუ ამ საკითხს თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ოპერაციამდე აუცილებლად განიხილეთ ექიმთან ერთად.
  • ურეთრის სტრიქტურა (შევიწროება) და შარდის ბუშტის ყელის ნეკროზი. ურეთრის შევიწროების შემთხვევაში ოპერაციის შემდეგ შარდვა ისევ გაძნელებულია, თუმცა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. ეს გართულება პაციენტთა 2-10%-ში გვხვდება.
  • შარდის შეუკავებლობა. ეს გართულება პაციენტთა ძალიან მცირე ნაწილს უვითარდება და, ჩვეულებრივ, ოპერაციის მსვლელობისას შარდის ბუშტის გარეთა სფინქტერის დაზიანების შედეგია. შარდის შეუკავებლობა სხვადასხვანაირია: ტოტალური, სტრესული, ეპიზოდური, - ამიტომ მისი მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ადენომექტომია ღია წესით - ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ გართულებათა სიხშირე რვიდან თვრამეტ პროცენტამდე მერყეობს. განასხვავებენ შემდეგ გართულებებს:

  • ინფექციურს. ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დარღვევის შემთხვევაში ოპერაციის ან შეხვევის დროს ჭრილობაში შესაძლოა ინფექციური პროცესი განვითარდეს. ის ანთებით გამოიხატება: შეინიშნება შეშუპება, ტკივილი, სიწითლე, მაღლა იწევს სხეულის ტემპერატურა.
  • ურეთრის სტრიქტურას. ეს ადენომექტომიის ყველაზე არასასიამოვნო გართულებაა, რადგან ხშირად ხელახალ ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. სტრიქტურა ურეთრის შევიწროებაა, ზოგჯერ მისი (ურეთრის) კედლების განსაზღვრულ სიგრძეზე შეხორცება, რაც ურეთრაში ანთებითი პროცესების განვითარებასა და სხვა პროცესებს უკავშირდება.
  • შარდის შეუკავებლობას. ღია წესით ადენომექტომიის დროს ეს გართულებაც ხშირია და უკავშირდება შარდის ბუშტის სფინქტერის (მომჭერის) ტრავმას (სპინქტერი, როგორც იცით, ბუშტის დაცლაზე აგებს პასუხს).


როგორ მოვიქცეთ შინ? - ოპერაციიდან 6-8 კვირის განმავლობაში ერიდეთ მძიმე ფიზიკურ ვარჯიშს. ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე (3 კილოგრამზე მეტი) ტვირთი, არ გაცივდეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი. ფიზიკური აქტიურობა აუცილებელია. რამდენიც გენებოთ, იარეთ ფეხით, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გაწერიდან ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ სამსახურს (თუ ის მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან არ არის დაკავშირებული). სქესობრივი ცხოვრება ნებადართულია 4-6 კვირის შემდეგ. რეკომენდებულია საკვები, რომელიც მდიდარია ცილითა და უჯრედისით. პირველ დღეებში უნდა ერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც აირების დაგროვებასა და მუცლის შებერვას იწვევს. მეტად მნიშვნელოვანია წყლის მიღების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა. სასურველია, ჩვეულებრივზე მეტი სითხის მიღება. ეს აუცილებელია როგორც ურეთრაში კათეტერის არსებობისას, ისე მისი ამოღების შემდეგაც. ამას მოითხოვს ადენომექტომიის ისეთი გართულების პროფილაქტიკა, როგორიც არის ურეთრის სტრიქტურა.


წაიკითხეთ:

მჯდომარე სამუშაომ შესაძლოა პროსტატიტი გამოიწვიოს

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ჯირკვლის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის-30აბი
ფასი: 69.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
გარდა იმისა, რომ თურქეთი ყოველწლიურად ახერხებს მილიონობით ტურისტის მიზიდვას, ქვეყნის განვითარების
10-05-2019
(ნაციონალური ქირურგიის თავისებურებანი)
05-02-2019
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
სათესლე პარკის ცხიმგროვა (ათერომა, ლიპომა) - კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია,
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად