პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა შარდით
პაციენტის შარდში პროსტატის კიბოს ამოსაცნობად. ამ ტესტით შესაძლებელი იქნება პროსტატის სიმსივნური პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, ყოველგვარი ინვაზიური მეთოდის გარეშე, რომელიც გარდა იმისა, რომ ინფექციის შეტანის თვალსაზრისით საშიშროებას ქმნის, მეტად უსიამოვნო და ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი პროცედურაა პაციენტებისთვის.
მეცნიერებმა გამოიყენეს აიროვანი ქრომატოგრაფიული სენსორული სისტემა Odoreader, რომელიც შემუშავდა ბრისტოლში არსებულ დასავლურ-ინგლისურ უნივერსიტეტში. ტესტირება წარმოებდა შარდის ნიმუშების მოწყობილობაში განთავსებით და იმ ალგორითმების გაზომვა-ანალიზით, რომლებიც ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს.
ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი იყო პაციენტთა დიფერენცირება. სენსორი სწორედ ახდენდა უროლოგიური კიბოთი დაავადებული პაციენტების შარდში გამოყოფილი მფრინავი შენაერთების სტრუქტურათა იდენტიფიცირებას, ზუსტად განასხვავებდა პროსტატის და შარდის ბუშტის კიბოთი დაავადებული პაციენტების ნიმუშებს. ამან სპეციალისტები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ეს არის გადატრიალება დიაგნოსტიკაში, რადგან ყოველგვარი ინვაზიური ჩარევების გარეშე, მარტივად, შარდის ანალიზით იქნება შესაძლებელი ადრეულ სტადიაზე პროსტატის კიბოს გამოვლენა.
თინათინ გოცაძე