ვიტამინები სახეზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინები სახეზე

მსხალი

ეს ხილი შეიცავს მადეზინფიცირებელ კომპონენტებს, რომლებიც კანის გამახალისებელი და გამწმენდი მოქმედებით გამოირჩევა. მწიფე მსხალი დააქუცმაცეთ, გაწურეთ, რბილობს შეურიეთ რძის ფხვნილი და სახეზე წაისვით. ჩამოიბანეთ 10 წუთის შემდეგ.

მანგო

აურიეთ ერთმანეთში მანგოსა და გარგარის რბილობი, წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და გაიწმინდეთ კანი მატონიზებელი საშუალებით, რომელიც არ შეიცავს სპირტს. ეს ნიღაბი აცხრობს გაღიზიანებას და სიწითლეს.

ტონუსი

ნორმალური კანი დღეს იშვიათობას წარმოადგენს. თუ ამ ტიპის კანი გაქვთ, ჩანს, ბედმა გაგიღიმათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თუ დღეს არაფერს უჩივით, პრობლემები არც ხვალ შეგაწუხებთ. არც ასეთი კანის მოვლაა ადვილი.

სტაფილო

სტაფილო შეიცავს კაროტინს, რომელიც სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს. საკმარისია კანის დღეგამოშვებით გაწმენდა სტაფილოს წვენით. თითქმის ასეთივე ეფექტი აქვს ჩაის ნაყენს.

კომბოსტო

ძალიან სასარგებლოა კომბოსტოს მატონიზებელი ნიღაბი. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი და დაიდეთ სახეზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი კიტრის რბილობი - ნიღაბს უფრო ძლიერი დამანოტივებელი ეფექტი ექნება. ძალიან კარგი დამანოტივებელი საშუალებაა კრემი ავოკადოს ზეთით და მინერალური ნივთიერებებით.

პრაქტიკული რჩევები

ბუნებრივი ნიღბის გაკეთება შეიძლება ყოველდღე ან კვირაში 2-3-ჯერ მაინც. ნიღაბი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა მომზადდეს, ხილი და ბოსტნული ახალი, მწიფე და კარგად გარეცხილი იყოს. ნიღაბს, ჩვეულებრივ, 15-20 წუთით იდებენ. ამ ხნის განმავლობაში უმჯობესია წამოწვეთ და მოეშვათ. ნიღაბი კარგად გაწმენდილ კანზე უნდა დაიდოთ. კარგი იქნება, თუ ნიღბის წასმამდე სახეს დაიორთქლავთ ან 1-2 წუთით დაიდებთ ცხელ წყალში დასველებულ ხელსახოცს. ნიღბის ჩამობანისას არ არის საჭირო მისი კანში შეზელა. არ უნდა დაიდოთ ნიღაბი თვალების ირგვლივ, ქუთუთოებსა და ტუჩებზე. ნიღბის შემდეგ სახის კანს დასვენება სჭირდება. კარგი იქნება, თუ 2-3 საათის განმავლობაში დეკორატიულ კოსმეტიკას არ გამოიყენებთ.